ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
სკოლა "კანდიდი"
​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​
სწავლა - ნათელი მომავლისათვის
​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​
გამოქვეყნებულია 24-02-2017, 13:24
ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირის კვლევის თანახმად,სკოლა „კანდიდი“ საქართველოს ლიდერ საწარმოთა ტოპ ასეულში „ოქროს რეიტინგით“ მე-11 ადგილს, ხოლო თბილისის ლიდერ საწარმოთა ტოპ სამოცეულში „ოქროს რეიტინგით“ მე-8 ადგილს იკავებს.
შედეგი საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რაც სკოლის მზარდი რეიტინგისა და დიდი პოტენციალის მორიგი დასტურია.
სკოლის ადმინისტრაცია უზიარებს ამ „გამარჯვებას“ სასკოლო საზოგადოებას და თვლის , რომ ეს გამარჯვება ერთობლივი შრომის შედეგია. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს პედაგოგებს და ადმინისტრაციას!
გამოქვეყნებულია 4-10-2016, 11:53
2016 წელს სკოლა „კანდიდი“-ს X-XI კლასების წარმატებულ მოსწავლეთა უმრავლესობამ, ასევე ინგლისური ენის პედაგოგებმა- დიანა კუნჭულიამ და თამარ ჯაფარიძემ, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს გაცვლით სასწავლო პროგრამაში.
გამოქვეყნებულია 9-12-2017, 12:58
2017 წლის 21 ნოემბერს სკოლა ,,კანდიდის“ მე-3 ბ კლასის მოსწავლეები დამრიგებელ: რუსუდან ალიბეგაშვილთან ერთად ესტუმრნენ გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლმუზეუმს.მათ მოისმინეს პოეტის ბიოგრაფია და თვითონაც აქტიურად ჩაებნენ პროცესში.წაიკითხეს გალაკტიონის ლექსები და ისაუბრეს შესახებ საკუთარ ცოდნაზე დაყრდნობით,რაც შეუმჩნეველი არ დარჩათ მასპინძლებს და შექებაც დაიმსახურეს.
გამოქვეყნებულია 9-12-2017, 12:35
2017 წლის 16 ნოემბერს სკოლა ,,კანდიდიში“ მშობელთა ჩართულობის პროექტის ფარგლებში ჩატარდა გაკვეთილი-საუბარი თემაზე,,ბრენდების განვითარების ისტორიები“. ლუკა მათიაშვილის დედამ- ნანო ბანცაძემ ბავშვებს გააცნო ბრენდების:,,Nutela“,,Kinder chokolate”,,Coca-Cola”,,BMV”, ,,Barbie”, ,,CHANEL”, ,,ifhone”, ,,Hary Potter” განვითარების ისტორიები.საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
გამოქვეყნებულია 9-12-2017, 11:15
2017 წლის 31 ოქტომბერს პროექტში "სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა" მონაწილეობა მიიღო 1 გ კლასის მოსწავლის, სალომე ალადაშვილის დედამ-ნინო შეყილაძემ. მან ისაუბრა თემაზე "ყურძნის ჯიშები და ღვინის წარმოების ტექნოლოგია'. ბავშვებმა იმსჯელეს რთველის შესახებ. და დიდი მადლობა ქ.ნინოს საინტერესო გაკვეთილისთვის.
გამოქვეყნებულია 7-12-2017, 14:24
2017 წლის 3 ნოემბერს პროექტში "მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში" მონაწილეობა მიიღო 1 გ კლასის მოსწავლის, ელენე როსტომაულის დედამ - ნინო ჯიქიამ. მან წარმოადგინა თემა - "ფოტოგრაფია". ბავშვებს გააცნო ფოტოაპარატის ტიპები, ესაუბრა მათ ფოტოგრაფიაზე, როგორც ხელოვნების ერთ-ერთ დარგზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ადამიანის ხასიათის გადმოცემა ფოტოების საშუალებით.გაკვეთილის ბოლოს კი თავად გადაუღო ბავშვებს სახასიათო ფოტოები. მადლობა ქ.ნინოს.
გამოქვეყნებულია 7-12-2017, 14:14
2017 წლის 17 ნოემბერს პროექტში "სასკოლო ცხოვრებაში მშობლის ჩართულობა", მონაწილეობა მიიღო 1 გ კლასის მოსწავლის სოფია დავითაშვილის დედამ - თამარ მურველაშვილმა. მან ბავშვებისათვის გასაგებად ისაუბრა თემაზე: "ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი დაავადებები და მათი პროფილაქტიკა". მადლობა სოფიას დედიკოს საინტერესო და დაუვიწყარი გაკვეთილისთვის.
გამოქვეყნებულია 7-12-2017, 14:07
სკოლა "კანდიდის" მე-3 და მე-4 კლასელები მუსიკის მასწავლებლის,მაია ჯინჭველაშვილის მიწვევით სტუმრობდნენ ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლმუზეუმს. სპეციალურად ამ დღისთვის მომღერალმა ბაია გრიგოლიამ შეასრულა არიები ზაქარია ფალიაშვილის ოპერებიდან.
ვიოლინო-ქეთევან თავშავაძე. ფლეიტა - ია ბახტაძე. ფორტეპიანო - მაია ჯინჭველაშვილი.
მადლობა ქალბატონ მაიას !
გამოქვეყნებულია 4-12-2017, 15:03
17 ნოემბერს 3 ა კლასს დამრიგებლის-ეკატერინე ხმალაძის მოწვევით სტუმრად ეწვივა ხელოვანი - ნანა დავლიანიძე, რომელმაც პედაგოგთან ერთად ჩაატარა ხელოვნების გაკვეთილი თემაზე - 'შემოდგომის ფერები". ბავშვებმა ფოთლების საშუალებით თავად შექმნეს ნამუშევრები. გაკვეთილი იყო ძალიან სანტერესო, სახალისო, შემოქმედებითი და ფერადი, რისთვისაც უდიდესი მადლობა ქ.ნანას
გამოქვეყნებულია 4-12-2017, 14:52
სკოლა-„კანდიდი“-ს V კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ ზ. ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმს. ექსკურსიას უძღვებოდა ქ-ნი ვიკა სითაძე-დავითაშვილი, რომელმაც გამოფენილი სურათების მიხედვით ისაუბრა ზ. ფალიაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. მუზეუმში წარმოდგენილი ნივთების დახმარებით: ვალტორნა, გრამ-ფირფიტა, ფის-გარმონია და სხვა. მოსწავლეებს კიდევ უფრო გაუღრმავდათ ცოდნა კომპოზიტორის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. მათ წარმოდგენა შეექმნათ, როგორ მეცადინეობდა ზაქარია ვალტორნაზე; გრამაფონი ინახავდა საიდუმლოს იმის შესახებ, თუ როგორ დადიოდა იგი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ქართული სიმღერების შესაგროვებლად. ოპერა „აბესალომ და ეთერის“ კოსტუმებმა გაახსენათ ოპერის სიუჟეტი და მისი შექმნის ისტორია . მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ზაქარიას სამუშაო ოთახმა, სადაც იქმნებოდა კომპოზიტორის უამრავი ნაწარმოები და როიალმა, რომელზეც იწერებოდა ეს ოპერები.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
დეკემბერი 2017 (8)
ნოემბერი 2017 (13)
ოქტომბერი 2017 (9)
სექტემბერი 2017 (4)
აგვისტო 2017 (1)
ივლისი 2017 (11)