ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
ელენე ზურაბიანი ❤️
border
სანამ რაღაც არ გაქრება ჩვენი ცხოვრებიდან მანამდე ვერ ვხვდებით მის ფასს. გეთანხმებით, ძალიან პათეტიკური ფრაზაა, მაგრამ ნამდვილად რეალობაა. მე მაშინ მიხვდი ამას, როცა „კანდიდიდან“ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ უნივერსტეტში ჩავაბრე და სასწავლებელში ოჯახისა და სიმყუდროვის შეგრძნება დავკარგე.
ელენე ზურაბიანი ❤️
დილაობით, ჩვენი სკოლის დერეფანში გავლისას გზად ყველას უღიმი და ესალმები. დარაჯებიდან დანწყებული დირექტორის ჩათვლით ყველამ იცის ვინ ხარ, ოღონდ სახელსა და გვარს არ ვგულისხმობ. თითოეული, ადამიანი გიცნობს როგორც პიროვნებას, შენი ინტერესებით, მიზნებით, სურვილებით და ხასიათებით. ჩემი აზრით, ძალიან ძვირფასი გრძნობაა იმის გააზრება, რომ ირგვლივ ყველა გეპყრობა როგრც უნიკალურსა და განსაკუთრებულს. სწორედ, ინდივიდუალიზმი გვეხმარება საკუთარი თავის ბოლომდე გამომჟღავნებაში, ნიჭის აღმოჩენაში და მის ჩვენებაში. ამიტომ გვყავს „კანდიდში“ ძალიან კარგი მომღერლები, მოცეკვავეები, პოეტები და სხვა. ჩემი ყველაზე ბედნიერი მოგონებები სკოლიდან, ამ ტალანტის გამომჟღავნების დღეებს- ბაკურიანში დასვენებას უკავშირდება. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ინტროვერტი ხარ, ამ პერიოდში აუცილებლად გაიჩენ ახალ მეგობრებს, არ მოიწყენ არც ერთი წამით და მიხვდები, რომ კიდევ ერთი ოჯახი გყავს. ამდენ სიყვარულთან და ყურადღებასთან გამომშვიდობება უფრო რთული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. თავიდან უნივერსიტეტში გათამამებულ ბავშვს ვგავდი, ძველი, უშუალო ურთიერთობები მენატრებოდა და ალბათ ათასჯერ ვთქვი რომ სკოლაში დაბრუნება მინდოდა. გულახდილი რომ ვიყო ახლაც არ ვიტყოდი უარს „კანდიდის“ სითბოზე.

მართალია, ამ ნოსტალგიით სავსე ტექსტის დაწერა ჩემი იდეა არ იყო, მაგრამ ახლა მიხვდი რომ საჭიროა. წერის მომენტში გავიაზრე, რომ სკოლის დამთავრება არაფერს ცვლის და ზემოთ ნახსენები ადამიანები მუდამ ჩემი მასწავლებლები და მეგობრები იქნებიან ❤️
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)