ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
გამოქვეყნებულია 22-04-2017, 15:43
თემა - გაორმაგება-განახევრება.
მიზანი - ლოგიკური აზროვნების, მოსაზრების, დაკვირვების და მსჯელობის უნარის განვითარება. დამოუკიდებლად მუშაობის ჩვევების ფორმირება. მათემატიკურ აზროვნებაზე დაკვირვება.
გამოქვეყნებულია 19-04-2017, 13:57
2016-17 სასწ.წლის პირველ სემესტრში სკოლა „კანდიდის“ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მათემატიკისა და ქართული ენის შემოდგომის სეზონის ოლიმპიადებში : „SMART“ და “KINGS”.

დაჯილდოვდნენ შესაბამისი სიგელებით
გამოქვეყნებულია 19-04-2017, 13:34
II ა კლასში ჩატარდა გაკვეთილი.„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!“ გაკვეთილის მიზანი გახლდათ -
მოსწავლეებში სიყვარულისა და პატივისცემის უნარის განვითარება, ემპათიის აუცილებლობის გააზრება.
გამოქვეყნებულია 18-04-2017, 15:21
ევროპის სასკოლო ოლიმპიადა „Lions“ - ის 2017 წლის ქართული ენისა და მათემატიკის ტურში გამარჯვებულები - სკოლა „კანდიდის“ II ა კლასის მოსწავლეები : ალექ სანდრე კაცია, ანასტასია ტაბატაძე და ანა ბაზალელი.
პედაგოგი -ეკატერინე ხმალაძე
გამოქვეყნებულია 11-04-2017, 15:35
ორგანიზაცია „მოქალაქე“მ ჩატარა სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე ტური 8 აპრილს.მესამე ტურის პირველი ეტაპის შედეგად გამოვლინდა 41 საუკეთესო მოსწავლე, რომლებმაც მეორე ეტაპზე სპეციალურ კომისიას წარუდგინეს თავიანთი დაწერილი ესეები. პრეზენტაციისას შეფასდა მოსწავლეთა ზეპირი მეტყველება, პრეზენტირების უნარი, არგუმენტირებული მსჯელობა, სამოქალაქო ღირებულებების პატივისცემა და დასმულ კითხვებზე სხარტი და საზრიანი პასუხი.
გამოვლინდა 20 გამარჯვებული, მათ შორისაა ჩვენი სკოლის მოსწავლე ნინო თათენაშვილი.
გამოქვეყნებულია 11-04-2017, 13:13
„Flex“-მომავალი ლიდერების გაცვლითი პროგრამა ამერიკაში.,,ფლექსი”ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების,მათ შორის ქართველი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი გაცვლითი პროგრამაა, რომლის გამარჯვებულებიც 1 წლით მიემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში,სადაც სწავლობენ სხვადასხვა ინგლისურენოვან სკოლებში და ცხოვრობენ მასპინძელ ოჯახებში. მათ ამერიკულ ცხოვრებას მთლიანად უზრუნველყოფს ამერიკის მთავრობა.კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი სკოლის IX, X და XI კლასის მოსწავლეებს. აღსანიშნავია,რომ წელს სკოლა „კანდიდის“ მოსწავლე ნინო თათენაშვილი მიემგზავრება ამერიკაში. მან საკმაოდ რთული და საინტერესო გზა განვლო გამარჯვებამდე!
გამოქვეყნებულია 9-04-2017, 13:57
2017 წლის 8 აპრილს IVბ კლასის მასწავლებელმა ირმა გურგენიძემ ჩაატარა შემაჯამებელი გაკვეთილი მათემატიკაში მიზანი გახლდათ- განვლილი მასალის გამეორება. მსჯელობის, ამოცანების ამოხსნის და ანალიზის უნარის განვითარება. გაკვეთილი მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს. იმუშავეს როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად.მოსწავლეებმა გამოავლინეს ლოგიკური აზროვნებისა და თანამშრომლობის უნარი. გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში. ბოლოს კისკოლის დირექტორმა მოსწავლეებს გადასცა სიგელები
გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, ქალბატონი მარინე ქვრივიშვილი, დაწყებითი კათედრის წევრები და მშობლები.
გამოქვეყნებულია 9-04-2017, 11:46
2017 წლის 8 აპრილს IV ა კლასმა ჩაატარა ღია გაკვეთილი მათემატიკაში. გაკვეთილი იყო შემაჯამებელი ხასიათის. პატარებმა გაიხსენეს ყველა განვლილი თემა. გამოყენებული იყო მრავალფეროვანი შეფასების სისტემა.
ესწრებოდნენ - დირექციის წარმომადგენლები და მშობლები.
ყველა ბავშვი აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში.აქტივობები საინტერესოდ ცვლიდა ერთმანეთს. ბოლოს კი მასწავლებელმა პატარებს გადასცა სამახსოვრო წერილები, მოსწავლეებმა კი შეასრულეს სიმღერა „ჩვენ ახლა ერთურთს სიყვარულის თვალებით ვუმზერთ“, რამაც დამსწრე საზოგადოების აღფთოვანება გამოიწვია.
გამოქვეყნებულია 4-04-2017, 14:10
8.04. 2017წ. III-ა კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი მათემატიკაში თემაზე: " სივრცითი გეომეტრიული ფიგურები"
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ნოემბერი 2018 (4)
ოქტომბერი 2018 (4)
სექტემბერი 2018 (3)
აგვისტო 2018 (2)
ივლისი 2018 (3)
ივნისი 2018 (5)