ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
გამოქვეყნებულია 25-07-2017, 16:17
გამოქვეყნებულია 18-07-2017, 14:07
რამოდენიმე წელია რაც სკოლა „კანდიდი“-ს მოსწავლეები აქტიურად აბარებენ ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელ კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებს, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო ევროპულ სტანდარტებს. კემბრიჯის გამოცდების ერთ-ერთი დიდი უპირატესობა არის უვადო სერტიფიკატი, რომელიც მთელს მსოფლიოში გამოიყენება კოლეჯში ან უნივერსიტეტში ჩაბარების, კარიერული წინსვლის და სხვა მიზნებისათვის.
გამოქვეყნებულია 12-07-2017, 23:32
როგორ წარმოგიგენიათ სკოლა, როგორც რიგითი დაწესებულება (ან შეიძლება, არც ფიქრობთ, რომ „რიგითია“), რომელშიც უბრალოდ სწავლა-განათლების პროცესი „ხურს“ ? ჩემი სულ სხვა გახლავთ. უნიკალური და გამორჩეული. დიახ, ჩემი კანდიდი.
დღეს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, მეამაყება, რომ კანდიდელის სტატუსს ვატარებ. უკვე თითქმის 2 წელი გავიდა, მაგრამ დღემდე მაინც გულისფანცქალით ველოდები მომენტს, როდესაც სამარშრუტო ტაქსის მძღოლს უნდა ვთხოვო ჩემი “კანდიდის” შესასვლელთან გაჩერება
გამოქვეყნებულია 11-07-2017, 14:18
11 ივნისს გაიმართა "ტვინების ბრძოლის" ზაფხულის თამაშების რეგიონალური პირველი ტური. აღნიშნულ ტურში ჩვენი სკოლის Xკლასელები გლდანი- ნაძალადევის რაიონის მაშტაბით 3 ადგილაზე გავიდნენ, ხოლო თბილისის მაშტაბით -7 ადგილზე. ფინალურ ტურში კი, რომელიც 25 ივნისს გაიმართა საქარათველოს მასშტაბით პირველ ათეულში შევიდნენ.
კონკურსში მონაწილეობას ღებულობდნენ:
• მჭედლიშვილი მარი
• მჭედლიშვილი გიორგი
• ჩარაშვილი ნიკა
• გეგუჩაძე დემეტრე
• ქემერტელიძე გიზო
გამოქვეყნებულია 7-07-2017, 20:55
რატომ კანდიდი?

ცხოვრებში განათლება რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამას კაცობრიობა დიდი ხნის წინ მიხვდა, თუმცა სკოლა, როგორც წესი, ასოცირდება არა დადებით ემოციებთან, არამედ გაურკვევლად „გაფლანგულ“ 12 წელთან. ეს განსაკუთრებით მაშინ ვიგრძენი, როცა სკოლის თემაზე კურსელებთან ჩამოვარდა ლაპარაკი და აღმოჩნდა, რომ ერთადერთი ვიყავი, ვინც თავის სკოლაზე ენთუზიაზმითა და ნოსტალგიით საუბრობდა, დანარჩენებს კი უხაროდათ, რომ თავი დააღწიეს ამ გაუგებრობას, განსაკუთრებით, სკოლის პერსონალს.
გამოქვეყნებულია 7-07-2017, 20:50
როცა მეკითხებიან, რომელ სკოლაში ვსწავლობდი, იმდენი სათქმელი მიგროვდება ხოლმე, სიტყვების მწყობრი რიგი მაშინვე ირღვევა, ამოხეთქვას ლამობენ. მინდა , ძალიან მიდნა ყველას გავაგებინო, რომ საოცრად საოცარია (ტავტოლოგია, რომლიც კანდიდდთან მიმართებით არათუ დასაშვები, აუცილებელიცაა !!! ) ჩემი კანდიდი. ურთიერთობა, მეგობრობა, სიყვარული... არ არსბეობს ჩემს ცხოვრებაში ჩემი სკოლის გარეშე!
რა მომცა ჩემმა სკოლამ, როგორც იტყვიან, “educational background”-თან ერთად? თვითრწმენა, , ბრძოლის უნარი, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების ძალიან, ძალიან მყარი საფუძველი!
გგონიათ, მხოლოდ მოსწავლეობის პერიოდში ? დღესაც, ჩემი სკოლა ,ჩემი დირექტორი, ჩემი მასწავლებლები, პირადი მოტივაციაა ! არ ვიცი როგორ, რანაირად, ყოველთვის იციან ,რა ხდება ჩემ თავს, ახარებთ პატარა წარმატებაც და დიდი სიყვარულით მილოცავენ ხოლმე. ვგრძნობ, რომ ისევ იქ ვარ, არა მოსწავლის სტატუსით, ურბალოდ. საოცრად მახარებს ეს ფაქტი .
ყოველთვის, როცა კი მკითხავენ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტების შესახებ, უპირველეს ყოვლისა სკოლას გავიხსენებ ! რატომ? ამაზე საუბარიც კი ზედმეტია .
დიახ, მე ვარ ანანო, კანდიდელი, ამაყი იმით, რომ იქ სულ დიდი სიხარულით მელიან; ბედნიერი, რომ ამ დიდი ოჯახის წევრად შემიძლია დავიგულო თავი!
გამოქვეყნებულია 7-07-2017, 20:46
რომ მკითხოთ, თუ როდის შემიყვარდა სკოლა „კანდიდი,“ ალბათ, პასუხს ვერ გაგცემთ, რაც შეგნებული ცხოვრება დავიწყე, იმ მომეტიდანვე არსებობს ეს სიყვარული ჩემში.
პირველი მოგონება? პირველი მოგონება უკავშირდება ჩემს პირველ ნაბიჯებს, როდესაც თეთრი ლურჯწიწკლიანი აბადოკით ბაღიდან გამოსული სკოლისაკენ მივიკვლევდი გზას.
გამოქვეყნებულია 7-07-2017, 20:40
"კანდიდი"- სწორედ ის ადგილია, სადაც ჩემი ცხოვრების საუკეთესო 12 წელი გავატარე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კანდიდი ასოცირდება არამხოლოდ სკოლასათან, არამედ ერთ დიდ, ძალიან თბილ ოჯახთან, რომელმაც ჩემს აღზდაში დიდი როლი ითამაშა. აქ, სათანადო ცოდნასთან ერთად, შევიძინე უამრავი მეგობარი და ვისწავლე ,თუ როგორ ჩამოვყალიბებულიყავი პიროვნებად.ალბათ, არასდროს დამავიწყდება სკოლაში გატარებული დღეები, ის მოგონებები, რომლებიც ჩემს ბავშვობასთან ასოცირდება,კარნავალის წინ სკოლის დარბაზში გათენებული ღამეები, რომლებიც ახლა ღიმილით მახსენდება.
გამოქვეყნებულია 7-07-2017, 20:38
რატომ კანდიდი?!
,,კანდიდი”- ადგილი, რომელმაც მასწავლა ადამიანებთან ურთიერთობა , სიყვარული, მეგობრობა და უამრავი სხვა რამ. მასზე გაუთავებლად შემიძლია ვილაპარაკო. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა , უკვე მეორე კურსზე ვარ და ყოველ დილით, როცა მაღვიძარა რეკავს და თვალს ვახელ, მინდა, რომ უნივერსიტეტის ნაცვლად, ჩემს მეორე სახლში მივდიოდე, სადაც უდიდესი სითბოთი და სიყვარულით მეგებებოდნენ.
გამოქვეყნებულია 7-07-2017, 20:33
სკოლის წლები, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი აადამიანის ცხოვრებაში. ამ დროს ყალიბდები პიროვნებად.ამ დროს ეცნობი სამყაროს ავკარგიანობას. ამ დროს გტკივა და ამ დროს გიხარია. შენი თინეიჯერობის უმეტესი მოგონებებიც შენს სკოლასთან არის დაკავშირებული. ადგილთან, რომელიც დიდ კვალს ტოვებს და რაღაც განსაკუთრებულ შეგრძნებებს აღძრავს შენში რა დროც არ უნდა გავიდეს.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ნოემბერი 2018 (4)
ოქტომბერი 2018 (4)
სექტემბერი 2018 (3)
აგვისტო 2018 (2)
ივლისი 2018 (3)
ივნისი 2018 (5)