ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
გამოქვეყნებულია 27-10-2016, 11:50
27 ოქტომბერს შპს. ,,კანდიდის” საშუალო სკოლის VIბ კლასის მოსწავლეები კლასის დამრიგებლის და ჩვენი საქართველოს მასწავლებლის ორგანიზებით იმყოფებოდნენ გასვლით ღონისძიებაზე საქართველოს ისტორიის ეროვნულ მუზეუმში.
გამოქვეყნებულია 25-10-2016, 11:43
მიმდინარე სასწავლო წლის 25 ოქტომბერს სადამრიგებლო საათის ფარგლებში 8 ბ კლასში დაიგეგმა და ჩატარდა ექსკურსია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ საქართველოს უძველეს კულტურას ,რელიგიას, ადამიანის განვითარების ბიოლოგიურ და ისტორიულ ეტაპებს.
გამოქვეყნებულია 22-10-2016, 13:45
ამა წლის 12-13 ოქტომბერს V-VI კლასები ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგთან ეკა მაძღარაშვილთან და კლასის დამრიგებელთან ერთად გასვლითი გაკვეთილის ფორმატით იმყოფებოდნენ “IT Academy STEP“-ში . გაკვეთილმა აიტი სფერო გახადა უფრო საინტერესო და პროდუქტიული, მოსწავლეები ორი საათის განმავლობაში ეცნობოდნენ თამაშების შექმნის , საიტების შექმნის და რობოტოლანდიის ფართო შესაძლებლობებს.
გამოქვეყნებულია 15-10-2016, 13:47
გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ვარდების რევოლუციის პარკში გაიმართა თბილისობასთან დაკავშირებული ღონისძიება, სადაც აქტიურად ჩაერთვნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები, სხვადასხვა ნომრებით, რამაც ღონისძიების ორგანიზატორების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა და მათივე თხოვნით აღნიშნული ნომრები მეორე დღეს მონაწილე მოსწავლეებმა შეასრულეს მუხიანის ლოკალურ ცენტრში ( ღია სცენაზე).
გამოქვეყნებულია 13-10-2016, 13:40
13 ოქტომბერს სკოლა „კანდიდში“ ჩატარდა თვითმართველობის არჩევნები. შესაბამისად გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები.
თავმჯდომარის არჩევნები კი 20 ოქტომბრამდე უნდა ჩატარდეს.
გამოქვეყნებულია 12-10-2016, 10:02
2015-2016 სასწავლო წელს ,,კანდიდის“ IIIა კლასის მოსწავლემ, გურამ ხორგუანმა “kings” ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაზე, საქართველოს მაშტაბით 33 ქალაქში, 62 კინგსელში მეორე ადგილი, ხოლო თბილისის მაშტაბით I ადგილი მოიპოვა. იგი შესაბამისად დაჯილდოვდა ორი დიპლომით (ქალაქისა და საქართველოს გამარჯვებული) და გადაეცა საგზური ანაკლიაში.
გურამი მხოლოდ 8 წლისაა და, ვფიქრობთ, რომ ეს წარმატება აღსანიშნავი და დასაფასებელია, რაც ,ამავე დროს, უტყუარი დასტურია პედაგოგისა და ოჯახის დაუღალავი შრომისა. გვინდა , რომ მომავალი ცხოვრების ასპარეზზე გურამს კიდევ უფრო მეტი წარმატება ვუსურვოთ. ყოველი გამარჯვება წარმატებული მომავლის საწინდარია!
გამოქვეყნებულია 5-10-2016, 13:17
ორგანიზაცია „კინგსმა“ დააჯილდოვა ჩვენი სკოლის 2015-16 სასწალო წლის ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები. კინგსის წარმომადგენლები თავად ლომთან ერთად ეწვივნენ სკოლას და თვითოეულ მოსწავლეს პირადად გადასცეს სერთიფიკატები. ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ სკოლა „კანდიდი“ მონაწილეთა შორის კვლევ მაღალი რეიტინგით გამოირჩევა
გამოქვეყნებულია 4-10-2016, 11:53
2016 წელს სკოლა „კანდიდი“-ს X-XI კლასების წარმატებულ მოსწავლეთა უმრავლესობამ, ასევე ინგლისური ენის პედაგოგებმა- დიანა კუნჭულიამ და თამარ ჯაფარიძემ, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს გაცვლით სასწავლო პროგრამაში.
გამოქვეყნებულია 4-10-2016, 11:06
ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული მარიამ ქსოვრელი შავი ზღვის საერთაშოროსი უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის პირველკურსელია და 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მაღალი შედეგების მიხედვით პირველ 20-ეულშია.
სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მიწვეულ იქნა სკოლა „კანდიდის“ დირექტორი მარინე ქვრივიშვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სპეციალურად ორგანიზებულ ღონისძიებაზე, სადაც სკოლას გადაეცა დიპლომი „ წარჩინებული აბიტურიენტების აღზრდისათვის“.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)