ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
კურსდამთავრებულები
border
კურსდამთავრებულების🎓
ჩანაწერებიდან📝
სკოლაში გატარებული წლები, რასაკვირველია, ადამიანთა უმეტესობისთვის გამორჩეულ პერიოდად აღიქმება, ვინაიდან პიროვნებად ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის🙌
სწორედ ამ დროს ეცნობი როგორც საკუთარ თავს, ასევე შენს შესაძლებლობებს, ირჩევ ცხოვრების მიმართულებას და ხვდები რამდენად პერსპექტიული და წარმატებული შეგიძლია იყო😉
ამიტომ ენიჭება მნიშვნელობა გარემოსა და საზოგადოებას, სადაც ამდენი დროის გატარება გიწევს.
მე გამიმართლა, რადგან გარემო, რომელსაც კანდიდი 12 წლის განმავლობაში მიქმნიდა, იყო სრულყოფილი, რომ ობიექტურად შემეფასებინა საკუთარი შესაძლებლობები, მეპოვა ინტერესები, გამჩენოდა ამბიციები და ვყოფილიყავი წარმატებული🌟
კურსდამთავრებულები
გარდა წრფივი და კვადრატული ფუნქციებისა, ლიტერატურისა და to be ზმნისა (რომლებიც, სხვათაშორის, ძალიან მადგება უნივერსიტეტში), სკოლაში ვისწავლე კომუნიკაცია, პატივისცემა და ურთიერთგაგება, რაც აუცილებელია ჩემი პიროვნული განვითარებისთვის✅
ამ ყველაფერზე კონცენტრაციაში მეხმარებოდა მეგობრული და უსაფრთხო აურა, ამ აურას კი ქმნიდნენ მასწავლებლები და დირექცია. მათი მხარდაჭერით მსუბუქდებოდა ის ბუნებრივი სტრესი, რომელიც სწავლასა და მეცადინეობას მოყვება🥰
ბევრისთვის გასაკვირია სკოლის პერსონალთან ისეთი უშუალო ურთიერთობა, როგორიც კანდიდში გვქონდა და დღემდე გვაქვს მოსწავლეებს. ნდობა და სიყვარული, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში იგრძნობოდა მათგან, მიძლიერებდა საკუთარი თავის რწმენას და უფრო თავდაჯერებულს მხდიდა❣
რა თქმა უნდა, ამ გარემოში კლასელებთან/სკოლელებთან დაუვიწყარი დღეების გატარება, მათთან ჯანსაღი კონკურენცია, ურთიერთობა და უმნიშვნელოვანესი მეგობრების შეძენა მარტივი იყო. მათ შექმნეს მოგონებები, რომლებსაც ყოველთვის სიამოვნებით ვიხსენებ💚
მოკლედ, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. მადლობა კანდიდს (მასწავლებლებს, მოსწავლეებს, დირექციას), რომ მომამზადა მომავალი გამოწვევებისათვის, შემძინა საჭირო უნარ-ჩვევები მათ დასაძლევად და შემახვედრა ადამიანებს, რომელთა დახმარების იმედიც მუდამ მექნება ამ გამოწვევებთან გამკლავებისას🤗
ანა ალავიძე
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)