ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
კურსთამზთავრებულები
border
კურსთამზთავრებულების🎓 ჩანაწერებიდან📝
ემოციებით აღსავსე ვწერ ამ ჩანაწერს და თვალწინ მიდგას სკოლაში გატარებული 12 წელიწადი.
კანდიდში დაგროვებული მოგონებები, ემოციები, ცრემლები, საკლასო ოთახში გატარებული საუკეთესო მომენტები და კანდიდელები მუდამ უდიდეს ადგილს დაიკავებენ ჩემს გულში❤
კურსთამზთავრებულები
მახსოვს, როცა პირველად შევაბიჯე სკოლის კედლებში, პატარა და შეშინებული ბავშვი ვიყავი, არ ვიცოდი რა მინდოდა, არ ვიცოდი ვინ მინდოდა ვყოფილიყავი მომავალში, მაგრამ კანდიდში გატარებული დღეები დამეხმარა ამ კითვებზე პასუხი გამეცა და საკუთარი თავი მეპოვა✅
კანდიდმა მასწავლა სიყვარული, მეგობრობა, პატივისცემა მასწავლებლების მიმართ, რომლებიც წინ მიმიძღვოდნენ ცხოვრების ურთულეს ეტაპებზე და რომლებსაც დღემდე ჩემს უფროს მეგობრებებად ვთვლი🤗
კანდიდი გამოწვევებითაა სავსე, უამრავ შესაძლებლობასა და განსხვავებულ გზას სთავაზობს კანდიდელებს იმისათის, რომ შეიცნონ საკუთარი თავები და პიროვნულად განვითარდნენ🙌
არსებობს სტერეოტიპი, რომ ბავშვებს არ უყვართ სკოლა და სკოლის გარემო, მაგრამ ჩვენ, კანდიდელებს, რომ გვკითხოთ, სხვანაირად გიპასუხებთ. შეიძლება ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს ამხელა აღფრთოვანება, რასაც სკოლა იწვევს ჩვენში, მაგრამ საკმარისია კანდიდში შეაბიჯოს და იმ წამსვე მიიღებს ყველა კითხვაზე პასუხს. იმ წამსვე იგრძნობს, რომ სახლშია❣
კანდიდი ჩემთვის მეორე სახლია. ერთი დიდი ოჯახია, რომლის წევრიც პირველი ზარის დარეკვისთანავე გავხდი და რომელსაც ბოლო ზარმაც ვერაფერი ავნო, არამედ პირიქით, უფრო მეტად დამაფასებინა საუკეთესოდ განვლილი 12 წელი და ის ერთი დიდი ოჯახი, სადაც მუდმივად სიყვარული და სითბო ტრიალებს🥰
ლიზი შაქარაშვილი
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)