ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
გამოქვეყნებულია 28-02-2018, 21:11
2018 წლის 28 თებერვალს Iა კლასის მასწავლებელმა თამუნა ტიტვინიძემ ჩაატარდა ღია გაკვეთილი მათემატიკაში თემაზე: "6-ის შეკრება სხვადასხვა ხერხით“. გაკვეთილის მიზანი გახლდათ შეკრების სხვადასხვა ხერხების გაცნობა; წინა და მომდევნო რიცხვების დასახელება;რიცხვებიდან თანრიგების გამოყოფა. გაკვეთილი მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს.მოსწავლეებმა იმუშავეს როგორც წყვილებში,ასევე ინდივიდუალურად. გაკვეთილმა საიტერესოდ ჩაიარა. ყველა აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
გამოქვეყნებულია 28-02-2018, 12:28
თბილისის სკოლა „კანდიდი“-ს პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ 2018წ. 27-28 თებერვალს ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმს. მუზეუმში დაათვალიერეს ქართული ხალხური საკრავები: სალამური, გედის ძვლის სალამური, (ორიგინალი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში), დოლი, დიპლიპიტო, ფანდური, ჩონგური,ჩანგი, გუდასტვირი და ბევრი სხვა ინსტრუმენტი. შემდეგ მოისმინეს ამ საკრავების მიერ შესრულებული ქართული ხალხური საცეკვაო და სასიმღერო მუსიკა. ამ მუსიკის ფონზე ჩააბეს ფერხული, რამაც ბავშვები აღაფრთოვანა. ნანახმა გაუღრმავათ ცოდნა ნაცნობი საკრავების მიმართ და კიდევ მეტი გაიგეს ქართული ხალხური შემოქმედების შესახებ. შემდეგ გადაინაცვლეს ევროპულ დარბაზში, სადაც მათ ნახეს ისეთი საკრავები, რომელიც აქამდე არ ენახათ და მეტიც არც იცოდნენ ზოგიერთი მათგანის არსებობა: არღანი, ორღანი, მექანიკური პიანინო, როიალი, არფა, ვიოლინო და ბევრი სხვა ინსტრუმენტი. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.
გამოქვეყნებულია 27-02-2018, 11:02
2018 წლის 26 თებერვალს III ბ კლასში მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ფარგლებში პედაგოგმა მირანდა კეშელავამ ჩაატარა გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გაკვეთილის თემა იყო „წინაპრები და შთამომავლები“. გაკვეთილი მოიცავდა მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებს. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
გამოქვეყნებულია 26-02-2018, 10:41
2018 წლის 9 თებერვალს ჩატარდა სკოლის პირველობა ჭადრაკში, სადაც მონაწილეობა მიიღეს სკოლის ნორჩმა მოჭადრაკეებმა. ტურნირი მიმდინარეობდა ოლიმპიური სისტემით და ითვალისწინებდა საუკეთესო მოჭადრაკე ბავშვთა გამოვლენას. ადგილები ასე გადანაწილდა:
I ადგილი ბარკალაია ნიკა
II ადგილი კორკოტაშვილი გიორგი
III ადგილი ჯაჯანიძე ხვიჩა.

გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები.
გამოქვეყნებულია 24-02-2018, 22:51
24 თებერვალს სკოლა "კანდიდის" VIII-X კლასებში საზოგადოებრივი კათედრის წევრებმა სალომე ტაბატაძის ხელმძღვანელობით ჩაატარეს სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: " წარსულის კვლევა მომავლისთვის” ,აღნიშნულ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ სამი ადგილის მფლობელები: პირველი ადგილი- ლექსო ქოქოსაძე; მეორე ადგილი- სალომე ბეწუაშვილი,ელენე ზურაბიანი; მესამე ადგილის-საბა ზაქარეიშვილი, თათა დადიანიძე;
ასევე გადანაწილდა საპრიზო ადგილები: საუკეთესო პრეზენტატორი- ლექსო ქოქოსაძე, კონფერენციის აღმოჩენა- ნიკა გოიაშვილი, საუკეთესო პრეზენტაცია- ქეთი მირცხულავა და გიორგი ღამბაშიძე. კონფერენციის ბოლოს მონაწილე მოსწავლეები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით
გამოქვეყნებულია 22-02-2018, 11:40
22 თებერვალს 4 ბ კლასში პედაგოგმა დიანა ნიკოლაევამ ჩაატარა ღია გაკვეთილი რუსულ ენაში, თემა "წელიწადის დროები და კვირის დღეები". პედაგოგმა გაკვეთილი დაიწყო განვლილი მასალის განმეორებით კითხვა-პასუხის რეჟიმში .გამოიყენა ინტერაქტიური სწავლების მეთოდი.მოსწავლეებმა სლაიდის დახმარებით აღწერეს წელიწადის დროები .წაიკითხეს ლექსები.ბურთით გაიმეორეს კვირის დღეები და რიგობითი რიცხვები.შეასრულეს წერითი პრაქტიკული სამუშაო თემასთან დაკავშირებით.გაითამაშეს დიალოგი კვირის დღეებზე.გაკვეთილის ბოლოს შეფასდნენ განმავითარებელი კომენტარით
გამოქვეყნებულია 22-02-2018, 11:34
სკოლა "კანდიდში" ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ საინტერესო აქტივობა დაგეგმა .5-6 კლასელებს შორის ჩატარდა მხატვრული წერის კონკურსი "წერის დღესასწაული" კონკურსის მიზანი იყო წერითი კულტურის ამაღლებისა და დახვეწისათვის მოტივაციის გაზრდა,რაც ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნიკური პროგრესის პირობებში.
გამოქვეყნებულია 21-02-2018, 12:56
არასამთავრობო ორგანიზაცია "Human Rights Association (HRA)", ევროსაბჭოს დაფინანსებით, თბილისსა და რეგიონებში ახორციელებს პროექტს "ტოლერანტობის სკოლა", რომლეშიც მონაწილეობა კერძო სკოლა "კანდიდმაც" მიიღო. სკოლაში არსებული თვითმმართველი ორგანოს წევრ მე-8 - მე-11 კლასის მოსწავლეებთან, ერთი თვის განმავლობაში, ჩატარდა 4 შეხვედრა. ტრენინგები ეხებოდა ტოლერანტობას, საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს და კიბერ ბულინგს, ასევე მათ მონილეობა მიიღეს როლურ თამაშშიც. ორგანიზაცია მადლობას უხდის სკოლა "კანდიდს" პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის.
გამოქვეყნებულია 20-02-2018, 14:39
IV ა კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი მათემატიკაში.გაგვეთილის თემა იყო - სვეტოვანი დიაგრამა.
გამოქვეყნებულია 17-02-2018, 11:15
2018 წლის 16 თებერვალს III ა კლასში პედაგოგმა ეკატერინე ხმალაძემ ჩაატარდა გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში თემაზე: "ვარგისიანობის ვადა და ეტიკეტი“.
გაკვეთილი მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს. მოსწავლეებმა იმუშავეს როგორც წყვილებში,ასევე ინდივიდუალურად. საბოლოოდ კი შეძლეს საკვები პროდუქტებისს ეტიკეტის მიხედვით მონაცემების წარმოდგენა და აღწერა.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ნოემბერი 2018 (4)
ოქტომბერი 2018 (4)
სექტემბერი 2018 (3)
აგვისტო 2018 (2)
ივლისი 2018 (3)
ივნისი 2018 (5)