გამოქვეყნებულია 13-02-2022, 22:04
კურსდამთავრებულთა🎓
ჩანაწერებიდან📝
სიტყვა „კანდიდი“ არ ასოცირდება მხოლოდ სასწავლო დაწესებულებასთან. მისი მნიშველობა მეტად ემოციურია, რადგან ეს არის ადგილი სადაც ადამიანი იღებს უდიდეს გამოცდილებას, სწავლობს ცხოვრებას და იწყებს თვითრეალიზაციას⭐
ამ ხანგრძლივ პროცესში უამრავი დაუღალავი ადამიანი, კოლეგიაა ჩართული, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს მოსწავლეებს შეუქმნას თბილი, მეგობრული გარემო💛
გარემო, სადაც ისინი მიიღებენ არამხოლოდ სათანადო განათლებას , არამედ შეიძენენ საკუთავი თავის რწმენას, მიზანდასახულობას🎯
თუმცა, არა მხოლოდ ეს ხდის „კანდიდს“ განსაკუთრებულს. აღსანიშნავია, ის უნიკალური კავშირი რომელიც მასში არსებულ ადამიანებს გააჩნიათ. ამის გამო მას ხშირად უწოდებენ „ერთ დიდ ოჯახს“🤗
„კანდიდი“ ოჯახია, რომელიც მოსწავლეებს უამრავ დადებით ემოციასა და დაუვიწყარ მოგონებას ჩუქნის❣
დიანა სიჭინავა

გამოქვეყნებულია 7-02-2022, 10:10
კურსდამთავრებულების🎓
ჩანაწერებიდან📝
ცხოვრებაში დღემდე რისთვისაც მიმიღწევია, ყველაფერი სკოლა “კანდიდის” სახელს უკავშირდება. პირველივე კლასიდან მოყოლებული ამ დიდი ოჯახის წევრი გახლდით, ერთად ვიზრდებოდით და ვვითარდებოდით. თითოეული მოგონება, რომელიც ამ სკოლასთან და მასში მომუშავე პერსონალთან მაკავშირებს, ენით აღუწერელია, შესაბამისად შემიძლია თამამად განვახცადო, რომ მათ შეძლეს და ჩემი ცხოვრების 12 წელი გაალამაზეს🥰
ძალიან სასიამოვნოა, როცა შენს გარშემო გრძნობ სითბოს, სიყვარულს, ნდობასა და ჰარმონიას, სახლიდან გასვლისას იცი, რომ თავს მეორე, დიდ ოჯახს აფარებ. ძალიან მაგარია ის შეგრძნება, რომ სკოლაში არა მოვალეობის მოხდისთვის, არამედ საინტერესო თავგადასავლებისთვის მიდიხარ. სკოლაში შესვლისთანავე ყველა გცნობს, ყველა გიღიმის, ყველას მიმართ იგრძნობა თანადგომა, მიუხედავად თითოეული მოსწავლის ხასიათისა❣
აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის თავისუფალი და პროგრესული აზროვნება, რომლითაც თითოეული მასწავლებელი თუ მომუშავე პირი არის განმსჭვალული. თითოეული მათგანი პატივს სცემს შენს გადაწყვეტილებებსა და აზრებს✌
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯიც ჩემს ცხოვრებაში-უნივერსიტეტში ჩაბარება, ყველაზე მაგარი მასწავლებლების დაუღალავ შრომას მიეწერება, ერთობლივი ძალებით შევძელით და მივაღწიეთ დასახულ მიზანს. ამ და სხვა მრავალი მიზეზის გამო შემიძლია ვთქვა, რომ “კანდიდმა” წარუშლელი კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებში. ჩემს თანაკლასელებთან ერთად შეიქმნა დიდი ისტორია, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გამყვება💞
გვანცა რამაზაშვილი

გამოქვეყნებულია 2-02-2022, 10:08
კურსდამთავრებულების🎓
ჩანაწერებიდან📝
არ მიყვარს ჩემს ემოციებზე საჯაროდ საუბარი, თუმცა „კანდიდის“ მიმართ ჩემი დამოკიდებულება არასდროს დამიმალავს და არც ახლა ვაპირებ ამას🥰
მახსოვს, პირველად აქ რომ მოვედი, წარმოდგენა არ მქონდა თავი სად ამოვყავი, ამ 12 წელში კი ეს სკოლა და ეს ხალხი ჩემი კომფორტის ზონად იქცა. დამრიგებელის, პედაგოგებისა თუ დირექტორის თბილი მოპყრობა სწავლების პროცესს ბევრად უფრო სასიამოვნოს და მიმზიდველს ხდის. ამიტომ, როდესაც „კანდიდზე“ ვსაუბრობ , „მოვალეობის მოსახდელი დაწესებულების“ მაგივრად, მეგობრული სივრცე მახსენდება, რომლის ნაწილიც, საბედნიეროდ, მეც გავხდი💞
ახლა, როცა სკოლა დავამთავრე და უნივერსიტეტში ჩავაბარე, უფრო მეტად ვიაზრებ თუ რამხელა გამოცდილება მომცა „კანდიდმა“ განათლების სწორი გზით მიწოდებით, სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობითა და ზოგადად, იმ ხალხთან ურთიერთობით, რომლებმაც ჩემს განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს❣
ლექსო ქოქოსაძე

გამოქვეყნებულია 31-01-2022, 10:06
კურსდამთავრებულების 🎓
ჩანაწერებიდან📝
ჩანაწერებიდან📝
გამოქვეყნებულია 28-01-2022, 10:03
კურსდამთავრებულების 🎓
ჩანაწერებიდან📝
ჩანაწერებიდან📝
გამოქვეყნებულია 25-06-2021, 17:54
ალბათ ხშირად გვსმენია სიტყვები: ,,კანდიდი’’ - ეს არის ერთი დიდი ოჯახი და ბანალურადაც ჩაგვითვლია, მაგრამ მიჭირს სხვა რამ ვუწოდო ადგილს, სადაც ჩემი ცხოვრების 12 წელი გავატარე.
გამოქვეყნებულია 25-06-2021, 17:52
"მეექვსე კლასში ვიყავი, როდესაც "კანდიდში" ტირილით გადმომიყვანეს. დღეს კი ვთვლი, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.
გამოქვეყნებულია 25-06-2021, 17:50
რთულია ჩემთვის რაიმეზე ემოციურად წერა ან საუბარი, მაგრამ პირველი რასთანაც „კანდიდი“ ასოცირდება სწორედ ემოციაა.
გამოქვეყნებულია 25-06-2021, 17:48
ერთი წლის წინ, ჯერ კიდევ აბიტურიენტი, ვერც კი ვაანალიზებდი, რომ ,,კანდიდის” კურსდამთავრებულის ამპლუაში მომიწევდა წერა. ექვსი წლის, როდესაც მშობლებმა ხელჩაკიდებული მიმიყვანეს სკოლაში, ვერ ვხვდებოდი, თუ რამდენად გასაოცარი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. ვუყურებდი თანატოლებს, მაგრამ არ ვიცოდი, რამდენ ბედნიერ წამს გამოვცდიდით ერთად. წლები გადიოდა, კანდიდური დღეები ერთმანეთს ემატებოდა...
გამოქვეყნებულია 25-06-2021, 17:46
სანამ რაღაც არ გაქრება ჩვენი ცხოვრებიდან მანამდე ვერ ვხვდებით მის ფასს. გეთანხმებით, ძალიან პათეტიკური ფრაზაა, მაგრამ ნამდვილად რეალობაა. მე მაშინ მიხვდი ამას, როცა „კანდიდიდან“ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ უნივერსტეტში ჩავაბრე და სასწავლებელში ოჯახისა და სიმყუდროვის შეგრძნება დავკარგე.

ნაწილი მეორე⬇ ოლიმპიადა „კინგსი“ 🦁
2-05-2022, 15:01
ოლიმპიადა "კინგსი"🦁
1-05-2022, 14:59
„სამოქალაქო განათლება მდგრადი განვითარებისთვის"
15-04-2022, 13:22
ტვინების ბრძოლა
30-05-2022, 23:38
ყველაზე წიგნიერი
23-05-2022, 13:35
საქველმოქმედო აქცია
17-05-2022, 21:06
სტუმრად მოზარდ მაყურებელთა თეატრში
1-05-2022, 14:56
📣14 აპრილი დედაენის დღეა
15-04-2022, 13:26
📖ქართული ენის კვირეული
15-04-2022, 13:24
ჩვენი კიდევ ერთი წარმატებული მოსწავლე
6-05-2022, 19:19
ჩვენი აბიტურიენტების წარმატების შესახებ
4-05-2022, 19:01
მედალოსნების დაჯილდოება📣
7-12-2021, 02:37
კურსდამთავრებულთა🎓 ჩანაწერებიდან📝
13-02-2022, 22:04
კურსდამთავრებულების🎓 ჩანაწერებიდან📝
7-02-2022, 10:10
კურსდამთავრებულების🎓 ჩანაწერებიდან📝
2-02-2022, 10:08
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
ბმულები
არქივი