ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
გამოქვეყნებულია 27-02-2023, 22:49
გაიცანით ჩვენი სკოლის კიდევ ერთი წარმატებული მოსწავლე ნიცა ბოხუა🌟
ნიცა გამოირჩევა მაღალი ინტელექტუალური და კომუნიკაციის უნარებით. არის პრეზენტაბელური, საკმაოდ კარგად ფლობს აუდიტორიას და მაღალ სააზროვნო უნარებთან ერთად აქვს საუკეთესო აკადემიური შედეგები, რაც ცხადყოფს მის მაღალ რეიტინგს (წელს მაქსიმალური ქულებით ოქროს რეიტინგში შევიდა)💫
ამასთანავე ნიცას მიღებული აქვს არაერთი ჯილდო:
“Cambridge“-ის საერთაშორისო გამოცდის B1 დონის დამადასტურებელ სერთიფიკატი✅
“Kings”-ის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადის I-II ხარისხის დიპლომები✅
“Google Analytics Academy”-ის მიერ ორგანიზებული კურსის “Google Analytics for Beginners”-ის აკრედიტირებული სერთიფიკატი✅
გამოქვეყნებულია 27-02-2023, 22:46
კურსდამთავრებულების🎓 ჩანაწერებიდან📝
კანდიდი და კანდიდელობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამავდროულად ემოციური თემაა🥰
"კანდიდი ერთი დიდი ოჯახია" ამ ფრაზას წლების განმავლობაში ვისმენდი, ვამბობდი და სულ ვიტყვი❣
სტუდენტობამ უფრო მეტად გამააზრებინა სკოლის ღირებულება, ეს იყო ადგილი, სადაც ბევრი რამ ვისწავლე და შევიძინე ის უნარები, რომლებიც ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია🌟
კანდიდმა უამრავი მოგონება დამიტოვა, რის გამოც ძალიან მადლიერი ვარ🙏
ასევე, არ შემიძლია მადლიერება არ გამოვხატო დირექციის, პედაგოგების, დამრიგებლის და ყველა კანდიდელის მიმართ, სწორედ ეს ადამიანები ქმნიან იმ გარემოს, სადაც ყოველთვის სიამოვნებით მივალ 🫶🏼
მიხარია, რომ კანდიდელი მქვია🤗
ანა სიმონიშვილი
გამოქვეყნებულია 16-02-2023, 22:43
კურსდამთავრებულების🎓
ჩანაწერებიდან📝
სკოლაში გატარებული წლები, რასაკვირველია, ადამიანთა უმეტესობისთვის გამორჩეულ პერიოდად აღიქმება, ვინაიდან პიროვნებად ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის🙌
სწორედ ამ დროს ეცნობი როგორც საკუთარ თავს, ასევე შენს შესაძლებლობებს, ირჩევ ცხოვრების მიმართულებას და ხვდები რამდენად პერსპექტიული და წარმატებული შეგიძლია იყო😉
ამიტომ ენიჭება მნიშვნელობა გარემოსა და საზოგადოებას, სადაც ამდენი დროის გატარება გიწევს.
მე გამიმართლა, რადგან გარემო, რომელსაც კანდიდი 12 წლის განმავლობაში მიქმნიდა, იყო სრულყოფილი, რომ ობიექტურად შემეფასებინა საკუთარი შესაძლებლობები, მეპოვა ინტერესები, გამჩენოდა ამბიციები და ვყოფილიყავი წარმატებული🌟
გამოქვეყნებულია 16-02-2023, 22:40
კურსთამზთავრებულების🎓 ჩანაწერებიდან📝
ემოციებით აღსავსე ვწერ ამ ჩანაწერს და თვალწინ მიდგას სკოლაში გატარებული 12 წელიწადი.
კანდიდში დაგროვებული მოგონებები, ემოციები, ცრემლები, საკლასო ოთახში გატარებული საუკეთესო მომენტები და კანდიდელები მუდამ უდიდეს ადგილს დაიკავებენ ჩემს გულში❤
გამოქვეყნებულია 16-02-2023, 22:19
წარმოგიდგენთს 🇬🇧 📜
#საერთაშორისოსტანდარტიდაკმაყოფილებულია
#ენისცოდნაწარმატებისწინაპირობა
გამოქვეყნებულია 15-02-2023, 22:05
და კანდიდში გაგვეფურჩქნა უცნაური მცენარე - სიყვარულის კაკტუსი 🌵
_____________________________________
🔴სიმბოლურად წითელი ფერის სამოსი 💃
🔴 მუსიკალური შესვენებები🎶
🔴 ნოველების კონკურსი - სიყვარულის თემაზე 📜
🥀 ასე აღნიშნეს სიყვარულის დღე ჩვენმა მოსწავლეებმა
#ასწავლესიყვარული
#ასწავლესიყვარულით
გამოქვეყნებულია 13-02-2023, 21:54
სოლიდარობა თურქეთს 🇹🇷 და სირიას 🇸🇾 ცოდნის ამაღლება სტიქიური მოვლენების შესახებ 🔍🌍
ჩვენმა მოსწავლეებმა საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრასთან ერთობლივი მუშაობით მოამზადეს პოსტერები, წარადგინეს პრეზენტაციები, მსმენელებს გააცნეს ინფორმაცია მიწისძვრის მახასიათებლების შესახებ და რაც განსაკუთრებით მისასალმებელია, საკუთარი თანადგომა და მხარდაჭერა გამოხატეს თურქეთსა და სირიაში მომხდარ ტრაგედიის მიმართ🎗
პედაგოგები:
🔸️სოფო ხაჩიძე - გეოგრაფიის მასწავებელი
🔸️თამარ ფესტვენიძე - ისტორიის მასწავლებელი
🔸️ხატია ჭალიძე - მოქალაქეობის მასწავლებელი
გამოქვეყნებულია 7-02-2023, 21:49
ესეც ჩვენი ნანატრი მედლები🏅🏅🏅🏅
2020-2021 წლის მედალოსნები:👇
🔸️მარიამ კალანდარაშვილი
🔸️გვანცა რამაზაშვილი
🔸️დიანა სიჭინავა
🔸️ლექსო ქოქოსაძე
#მომავალითაობაჯანსაღიამბიციებით
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)