ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
სკოლის ისტორია
border
სკოლის ისტორია


სკოლა ,,კანდიდი“ დაარსებიდანვე ასრულებს სახელმწიფოსა და საზოგადოების მოთხოვნას აღზარდოს სრულფასოვანი, აქტიური, დამოუკიდებელი, კონკურენტიანი მოქალაქე, რომელიც ფიქრითა და გააზრებით სწავლობს კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევებს . ჩვენი სკოლის მიზანია დემოკრატი , ტოლერანტი მოქალაქის ჩამოყალიბება. ამიტომ ჩვენი პედაგოგები გამოირჩევიან არამარტო საგნის სწავლების მეთოდოლოგიით, არამედ კარგად ფლობენ აღზრდის ფსიქოლოგიას. ჩვენ ვმუშაობთ მოსწავლეებთან იმ საკითხზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გააკეთონ სწორი პროფესიული არჩევანი. ვაძლევთ საშუალებას შეაფასოს საკუთარი ინტერესის სფერო, უნარები, რათა თანხვდებოდეს მათ შესაძლებლობებსა და პიროვნულ ინტერესებს. ჩვენი პედაგოგები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სწავლების პროცესში მოსწავლე თვლიდეს თავს საჭიროდ და ჰქონდეს თვითეფექტურობის განცდა.
სკოლა კანდიდი 1999 წელს დაფუნძდა, ამ ეტაპზე ირიცხება 525 მოსწავლე. სკოლა ფუნქციონირებს ორ სხვადასხვა კორპუსში, რომელთაგანაც ერთი დაწყებით საფეხურს, I-IVკლასებს ემსახურება და მეორე- ადმინისტარაციული კორპუსი - V-XII კლასებს.
სკოლის თავდაპირველი მიზანი გახლდათ ხარისხიანი განათლება, ტექნიკური და ჰუმანიტარული მიმართულებების თანაბრად განვითარება. პედაგოგთა კომპეტენტურობა და თანამშრომლობითი ურთიერთობა განაპირობებდა სასწავლო გარემოს განვითარებასა და ფორმირებას. დღესაც ჩვენი სკოლის პრიორიტეტებს წარმოადგენს: მოსწავლეთა მხარდაჭერა,სამოქალაქო აქტივობებში ჩართვა, მასწავლებელთა და სკოლის თანამშრომლთა მხარდაჭერა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, საკლუბო მუშაობა, უსაფრთხოების უნარების შეძენა, მოსწავლეთა ჩართულობა კონკურსებსა და ოლიმპიადებში.

ტარდება როგორც სემესტრული, ასევე წლიური რეიტინგული/დიაგნოსტიკური წერები, რომელთა შედეგებზე დაყრდნობით მოსწავლის აკადემიური მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად ტარდება მთელი რიგი ღონისძიებები.
ამასთანავე რეგულარულად ვაწვდით მშობლებს მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებით ობიექტურ და დეტალურ ინფორმაციას.ზუსტი და ობიქტური შეფასება მოზარდსა და მშობელს ეხმარება იცოდნენ აკადემიური მოსწრების დონე, რათა დროულად მოხდეს შედეგების გაუმჯობესება.
გაცვლითი პროგრამების განხორციელება სხვადასხვა ქვეყნის სასწავლებლებთან ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. წარმატებით ვთანამშრომლობთ კემბრიჯის ინგლისური ენის ცენტრთან, ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებისგან საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატებით. გვყავს პარტნიორი უნივერსიტეტები, ჩვენი მოსწავლეები სკოლის პერიოდშივე ეცნობიან საუნივერსიტეტო ცხოვრებასა და გარემოს.
ჩვენ ვქმნით მოზარდის უწყვეტ განვითარებას არაფორმალური განათლების ეფექტური სისტემით , დამატებითი აქტივობებით მიიღწევა ცნებების, ცოდნა- უნარებს ათვისება და ღირებულებათა ფორმირება. ჩვენი მოსწავლეები ხალისით ერთვებიან სკოლის ტრადიციულ ღონისძიებებსა და შემდეგ აქტივობებში : ინტელექტუალური და სპორტული შეჯიბრებები, პერფორმანსები/ფესტივალები, კარნავალი, ექსკურსიები, საქველმოქმედო აქციები, ბაკურიანის ბანაკები, სასწავლო წლის შემაჯამებელი წარმოდგენები.
საშუალო სკოლა "კანდიდის" ორივე შენობა გათვლილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებებზე, კერძოდ, აღჭურვილია უახლესი ბაზითა და ტექნოლოგიებით(კომპიუტერებით, პროექტორებით) , ციფრული ინფრასტრუქტურითა და ქსელებით, სამეცნიერო ლაბოტრატორიით. სკოლა მთლიანად აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და კომფორტში მოზარდის დაცულობასა და ხარისხიან განათლებას. სკოლაში გახლავთ სათვალთვალო კამერები , თითოეულ დღეს დაცვის თანამშრომელი და ფსიქოლოგი ზრუნავს მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე. სკოლის ფსიქოლოგები მოსწავლეებთან ურთიერთობენ როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური მუშაობის პრინციპით.

ოცდასამი წლის განმავლობაში ჩვენი სკოლის მაღალკვალიფიციური პედაგოგები მოსწავლეებში ავითარებს იმ ცოდნასა და უნარებს, რომელიც აუცილებელია წარმატების მისაღწევად. დიახ,ჩვენი კურსდამთავრებულები მოიპოვებენ გრანტებს, სტიპენდებს და წარმატებით აგრძელებენ სწავლას ქვეყნის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში.
ჩვენ შევქმენით გარემო, რომელიც მოზარდის გონებრივ ,სულიერ და ფიზიკურ განვითარებაზე ორიენტირებული და და ასე ვაგრძელებთ გზას უკეთესი მომავლისკენ!
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)