ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
გამოქვეყნებულია 22-11-2017, 12:58
2017 წლის 21 ნოემბერს სკოლა ,,კანდიდის“ მე-3 ბ კლასის მოსწავლეები დამრიგებელ: რუსუდან ალიბეგაშვილთან ერთად ესტუმრნენ გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმს.მათ მოისმინეს პოეტის ბიოგრაფია და თვითონაც აქტიურად ჩაებნენ პროცესში-წაიკითხეს გალაკტიონის ლექსები და ისაუბრეს შესახებ საკუთარ ცოდნაზე დაყრდნობით,რაც შეუმჩნეველი არ დარჩათ მასპინძლებს და შექებაც დაიმსახურეს.
გამოქვეყნებულია 18-11-2017, 12:41
2017 წლის 17 ნოემბერს ბარბარე ნიკოლაიშვილის მამამ, თამაზ ნიკოლაიშვილმა პროექტის- " მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში" განახორციელა აქტივობა თემაზე: ,,მოგზაურობა კომპიუტერულ სამყაროში".
ბავშვებმა მოამზადეს კითხვები, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.
გაკვეთილი საინტერესო და სახალისო გარემოში წარიმართა.
გამოქვეყნებულია 17-11-2017, 12:26
მე–2 გ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნინო ხმალაძესთან ერთად, იმოგზაურეს კახეთში, ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებს თავად შეეგრძნოთ ბარაქიანი შემოდგომა. ისინი იმყოფებოდნენ რთველში, მონაწილეობა მიიღეს ყურძნის კრეფაში, ნახეს თათარაობის პროცესი და თავად ამოავლეს ჩურჩხელები. მოსწავლეები გაეცნენ თექის დამუშავების ტექნოლოგიას და დაამზადეს თექისგან სხვადასხვა ნამუშევრები. გზა გაგრძელდა სიღნაღში, სადაც გაეცნენ სიღნაღის ღირშესანიშნაობებს და დატკბნენ ალაზნის ველის ულამაზესი ხედებით. მოსწავლეებმა მოინახულეს ასევე ბოდბის მონასტერი, მოილოცეს წმინდა ნინოს საფლავი . და ბოლოს ჩატარდა მასწავლებლის მიერ მინი ლექცია წმინდა ნინოს ცხოვრებაზე და ქრისტიანულ მოღვაწეობაზე.
გამოქვეყნებულია 15-11-2017, 14:52
მადლობას ვუხდით 4ა კლასის (დამრიგებელი ნინო ქობულაშვილი) მოსწავლის სანდრო ხარებაშვილის მშობელს-ლელა ხარებაშვილს, რომელმაც შემოგვთავაზა აქტივობა თემაზე - "რელიგია და საზოგადოება".
გამოქვეყნებულია 15-11-2017, 14:24
მე-3ბ კლასში დაიწყო მშობელთა ჩართულობით გაკვეთილების ჩატარება და პროფესიების გაცნობა... დღევანდელი დღის გმირი იოანე წიკლაურის დედა ჯუნა გაბიდაური გახლდათ. ის ბავშვებს ესაუბრა თავისი პროფესიის შესახებ.დღეიდან ყველას პოლიციელობა უნდა . . .
დამრიგებელი- რუსუდან ალიბეგაშვილი
გამოქვეყნებულია 15-11-2017, 13:52
დიდი მადლობა III აკლასის მოსწავლის ალექსანდრე კაციას დედას - სოფო ხორავას ძალიან საინტერესო გაკვეთილისთვის -
"Clever stories, opposites words, action verbs and emotion songs for children".
დამრიგებელი - ეკატერინე ხმალაძე
გამოქვეყნებულია 15-11-2017, 13:34
4 გ კლასი - ეთი ჯანეზაშვილი
თემა - 'ხელოვნება"
მშობელი - ვალერი სამადაშვილი
გამოქვეყნებულია 15-11-2017, 12:16
2017 წლის 15 ნოემბერს პროექტში "სასკოლო ცხოვრებაში მშობლის ჩართულობა", მონაწილეობა მიიღო 1 ბ კლასის მოსწავლის მარიამ გოგალაძის დედამ - ნინო გოგალაძემ. ჩვენ, მარიამის დედიკოს სამსახურში ვესტუმრეთ. დიდი მადლობა ნინო გოგალაძეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს ასეთი საინტერესო,თბილი, ყურადღებიანი,გულთბილი მასპინძლობისთვის.
გამოქვეყნებულია 14-11-2017, 11:01
მშობელთა ჩართულობის პროექტის ფარგლებში ძალიან საინტერესო აქტივობა შესთავაზა 3გ კლასს კახი კვესელავას დედამ მაია მიქაცაძემ. გაკვეთილის თემა- "ადამიანის აგებულება".
დამრიგებელი - მირანდა კეშელავა
გამოქვეყნებულია 14-11-2017, 10:42
დიდი მადლობა 1ბ კლასის მოსწავლის ნინო მანუკიანის დედას - ეკა ძიგოევას (დამრიგებელი ირმა გურგენიძე) და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ნინო ღვინიანიძეს საინტერესო აქტივობებისთვის smile
გაკვეთილის თემა გახლდათ:
1.მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მოზარდების ცნობიერების ამაღლება.
2.უსაფრთხოების თემატიკასა და საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედების შესახებ.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ნოემბერი 2018 (4)
ოქტომბერი 2018 (4)
სექტემბერი 2018 (3)
აგვისტო 2018 (2)
ივლისი 2018 (3)
ივნისი 2018 (5)