ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
გამოქვეყნებულია 31-03-2018, 11:46
პრაქტიკული სამართლის კურსი ტარდებოდა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით და მასში მონაწილეობას იღებდნენ იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტები. 3 თვის განმავლობაში ისინი უტარებდნენ ტრენინგებს სკოლა "კანდიდის" მოსწავლეებს სამართლის სხვადასხვა დარგში. ასევე ტარდებოდა იმიტირებული პროცესები თუ როლური გათამაშებები. ტრენინგების ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს სასამართლო და დაესწრნენ სპეციალურ კურსს, სასამართლო სისტემების შესახებ. აღნიშნული ტრენინგების წარმატებით გავლის შედეგად, რამდენიმე მათგანს გადაეცა სამართლის სფეროში საბაზისო ცოდნის ამსახველი სერთიფიკატიც.
გამოქვეყნებულია 28-03-2018, 10:48
28 მარტს პედაგოგმა თიკო ბოჭორიშვილმა ინგლისური ენაში IIIა, IIIბ და IIIგ კლასებში
ჩაატარა სახალისო გაკვეთილი თემაზე: The Pioneers’ games
გაკვეთილის მიზანი იყო,მოსწავლეებს ერთმანეთთან შეედარებინათ უძველესი დროისა და მიმდინარე საუკუნის თამაშები.მათ,თვითონვე ითამაშეს ყველა ის თამაში,რომელსაც „პირველმოსახლენი“ თამაშობდნენ.
1.cup and a ball game
2. skittles
3. box and a ball game
4.the word game
გამოქვეყნებულია 26-03-2018, 22:33
სკოლა კანდიდში ჩატარდა გასართობი გადაცემა "ნიჭიერის" იმიტაცია. მონაწილეობდნენ V-VI კლასის მოსწავლეები. შოუს უძღვებოდნენ: საბა ზაქარეიშვილი და ქეთი მირცხულავა. გადაცემას ობიექტურად აფასებდა ჟიური: ვოისის მონაწილე- ნინო ვარსემაშვილი, მოცეკვავე ქრისტი ნაჭყებია და თვითმმართველობის თავმჯდომარე სალომე ბეწუაშვილი.
მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა სახის ნომრები.
ორგანიზატორი-მაია ბურდილაძე.
გამოქვეყნებულია 25-03-2018, 21:49
"ლუტეციას" დედოფალი ესტუმრა "კანდიდის" IIგ კლასს, დიდი მადლობა მათე ძოწენიძის დედას-ნინუცა ლოლაძეს, საინტერესო დღისთვის! მოსწავლეები გააეცნენ ცნობილ ადამიანებს მოდის და კოსმეტიკის სფეროში, გოგონებს გაუკეთდათ "მაკიაჟი" და იპკურეს ყველაზე ქალური და მამაკაცური სუნამოები. ეს დღე დაუვიწყარი გახდება ბავშვების ცხოვრებაში😍
გამოქვეყნებულია 22-03-2018, 13:33
მშობლის როლი შვილის განვითარებაში-ყველაზე მაგარი იდეა, რომელიც ბედნიერებას ანიჭებს შვილებს, მის თანაკლასელებს და რათქმაუნდა მე. კიდევ ერთი საინტერესო დღე სკოლა ,,კანდიდში". ლიზი თურმანიძის დედიკომ, ქალბატონმა მარიკამ , გვაჩუქა ძალიან ნაყოფიერი ერთი გაკვეთილი. ვისწავლეთ პირის ღრუს მოვლა და ჰიგიენის სწორი დაცვა. მოვირგეთ სტომატოლოგის და პაციენტის როლები. მადლობა ქალბატონ მარიკას საინტერესო გაკვეთილისთვის!
გამოქვეყნებულია 22-03-2018, 12:05
ჯუნიორ ეჩივმეტ საქართველომ'' საქართველოს ეროვნულ ბანკთან და #იბსუ- სთან თანამშრომლობით, გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში, ინოვაციების ბანაკი გამართა. ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდებში ისეთი უნარების ჩამოყალიბება, რაც მათ მომავალში ფულის სწორად მართვასა და დაზოგვაში დაეხმარებოდათ .
სკოლა,,კანდიდის“ მე-7 კლასის მოსწავლეებმა მეთორმეტე კლასის მოსწავლის ნინო სოლომონიას მენტორობით მიიღეს მონაწილეობა ამ ღონისძიებაში.ინოვაციების ბანაკი - ეს იყო იდეების ინტენსიური გენერირების 6 საათიანი ღონისძიება, სადაც მოსწავლეები 7 სხვადასხვა საჯარო/კერძო სკოლიდან თავს იყრიდნენ კონკრეტული გამოწვევის გარშემო, რომლის შესახებაც უნდა წარმოედგინათ იდეები და ოჯახის ბიუჯეტის დაგეგმვის ეფექტური მეთოდები,სადაც სკოლა ,,კანდიდის“ გუნდმა გაიმარჯვა და დასაჩუქრდა სიმბოლური საჩუქრებით; ღონისძიების ყველა მონაწილეს კი გადაეცა 123 ქვეყანაში აღიარებული სერტიფიკატი ''ინოვაციების ბანაკში'' მონაწილეობისათვის.
გამოქვეყნებულია 21-03-2018, 11:33
სკოლა "კანდიდის" დაწყებითი საფეხურის პედაგოგები და მოსწავლეები არ ვითვლით ქრომოსომებს !
46 + 1
ნუ დათვლი შენც ! ! !
გამოქვეყნებულია 20-03-2018, 22:11
სკოლა " კანდიდში" გრძელდება პროექტი "მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში". უღრმესი მადლობა lგ კლასის მოსწავლის, ცოტნე მაისურაძის, დედიკოს-ელენე ურტაშვილს, საინტერესო გაკვეთილისთვის თემაზე " უსაფრთხოება" .(კლასის დამრიგებელი - კახაია მაია).
გამოქვეყნებულია 20-03-2018, 21:32
მიმდინარე სასწავლო წლის 15 მარტს სკოლა კანდიდის მე-9(ბ) კლასის დამრიგებელმა და მოსწავლეება 21 მარტს დაუნის სინდრომით დაავადებულთა დღის აღნიშვნა გადაწყვიტეს.
გამოქვეყნებულია 20-03-2018, 11:18
სკოლა ,,კანდიდის’’ თვითმართველობის წევრებმა 2018 წლის 20 მარტს ერთი დღით ჩაანაცვლეს საკუთარი მასწავლებლები. მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საქმეს და მათ მიერ ჩატარებული გაკვეთილები ისეთივე საინტერესო და ხარისხზე ორიენტირებული იყო, როგორც მათი მასწავლებლების. ასევე, საინტერესოდ წარიმართა ადმინისტრაციის ჩანაცვლების პროცესიც.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)