ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
გამოქვეყნებულია 25-06-2021, 18:46
"სამყარო მრგვალია და რაც შეიძლება დასასრული ჩანდეს, ასევე დასაწყისიცაა" - ბეიკერი

საუკეთესო დასაწყისი თქვენ- მომავლის თაობა ❤️
გამოქვეყნებულია 25-06-2021, 18:03
დღეს V კლასელ მარიამ ბარკალაიაზე გესაუბრებით 👧 გარდა იმისა, რომ შეგვიძლია მისი მაღალი აკადემიურ მოსწრებით ვიამაყოთ, ხშირად გვანებივრებს სასიხარულო და საინტერესო ამბებით:

მარიამი გახდა შიდა სასკოლო კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებული ❤️

შიდა სასკოლო კონკურსი- "Spelling Competition"- მოიპოვა Successful Speller-ის ტიტული

ინგლისური ენისა და ქართული ენის "Swift"-ის ოლიმპიადებში მიიღო, როგორც წარმატებულის ასევე ფინალში მონაწილეობის სერთიფიკატი

საერთაშორისო დონის "ROBINSON"- ის კონკურსში (ინგლისური ენა) რეგიონალურ დონეზე მოიპოვა პირველი ადგილი და ოქროს მედალი

მარიამი საკმაოდ ხშირად არის ჩართული სასკოლო აქტიოვებებში♟განსაკუთრებით უნდა გავუსვათ ხაზი მის თბილ, ტოლერანტულ დამოკიდებულებებს მეგობრების მიმართ, რომელიც მარიამს მისი კომუნიკაციური უნარიდან გამომდინარე საკმაოდ ბევრი ჰყავს ❤️ იგი ყოველთვის პატივისცემით უსმენს გარშემომყოფ ადამიანებს.
გამოქვეყნებულია 25-06-2021, 18:01
III კლასის მოსწავლეები ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვივნენ love

კლასის ხელმძღვანელი_ ნინო ქობულაშვილი.
გამოქვეყნებულია 25-06-2021, 17:57
გვსურს გაგაცნოთ II კლასის მოსწავლეები -ლუსი ბეკურაშვილი და ნიკოლოზ კარაპეტიანი smile

აღსანიშნავია მათი წარმატება 2020-2021 სასწ. წლის "კინგსის" შემოდგომის ოლიმპიადაზე, სადაც მათ სამ საგანში (ქართული, მათემატიკა და ინგლისური) I ხარისხის დიპლომები და ოქროს მედლები მოიპოვეს. ასეთი წარმატება ყოველთვის სასიხარულოა, თუმცა განსაკუთრებით დასაფასებელია, როდესაც მოსწავლე პირველად გადის ოლიმპიადაზე და ასეთ შედეგებს აჩვენებს ❤️

კლასის ხელმძღვანელი- ეკატერინე ხმალაძე.

წარმატებებს ვუსურვებთ ლუსის და ნიკოლოზს ❤
გამოქვეყნებულია 25-06-2021, 17:54
ალბათ ხშირად გვსმენია სიტყვები: ,,კანდიდი’’ - ეს არის ერთი დიდი ოჯახი და ბანალურადაც ჩაგვითვლია, მაგრამ მიჭირს სხვა რამ ვუწოდო ადგილს, სადაც ჩემი ცხოვრების 12 წელი გავატარე.
გამოქვეყნებულია 25-06-2021, 17:52
"მეექვსე კლასში ვიყავი, როდესაც "კანდიდში" ტირილით გადმომიყვანეს. დღეს კი ვთვლი, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.
გამოქვეყნებულია 25-06-2021, 17:50
რთულია ჩემთვის რაიმეზე ემოციურად წერა ან საუბარი, მაგრამ პირველი რასთანაც „კანდიდი“ ასოცირდება სწორედ ემოციაა.
გამოქვეყნებულია 25-06-2021, 17:48
ერთი წლის წინ, ჯერ კიდევ აბიტურიენტი, ვერც კი ვაანალიზებდი, რომ ,,კანდიდის” კურსდამთავრებულის ამპლუაში მომიწევდა წერა. ექვსი წლის, როდესაც მშობლებმა ხელჩაკიდებული მიმიყვანეს სკოლაში, ვერ ვხვდებოდი, თუ რამდენად გასაოცარი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. ვუყურებდი თანატოლებს, მაგრამ არ ვიცოდი, რამდენ ბედნიერ წამს გამოვცდიდით ერთად. წლები გადიოდა, კანდიდური დღეები ერთმანეთს ემატებოდა...
გამოქვეყნებულია 25-06-2021, 17:46
სანამ რაღაც არ გაქრება ჩვენი ცხოვრებიდან მანამდე ვერ ვხვდებით მის ფასს. გეთანხმებით, ძალიან პათეტიკური ფრაზაა, მაგრამ ნამდვილად რეალობაა. მე მაშინ მიხვდი ამას, როცა „კანდიდიდან“ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ უნივერსტეტში ჩავაბრე და სასწავლებელში ოჯახისა და სიმყუდროვის შეგრძნება დავკარგე.
გამოქვეყნებულია 25-06-2021, 17:42
სტუმრად ი. გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში

II ა კლასი, დამრიგებელი- ეკატერინე ხმალაძე ❤️

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
მაისი 2022 (19)
აპრილი 2022 (19)
მარტი 2022 (9)
თებერვალი 2022 (10)
იანვარი 2022 (10)
დეკემბერი 2021 (34)