ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
გამოქვეყნებულია 29-11-2018, 16:10
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2017 წლის მედალოსანი მოსწავლეები დააჯოლდოვა, მათ შორის იყო ჩვენი კურსდამთავრებული ანი მახარაშვილი.
სკოლა ულოცავ ანის და წარმატებულ მომავალს უსურვებს ! <3
გამოქვეყნებულია 19-11-2018, 17:39
მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ ფინალისტი, სკოლა „კანდიდის“ კურსდამთავრებული, ივერი ჯაჯანიძე თიბისი ბანკის რჩეულია, რომელსაც ერთწლიანი სტიპენდია დაენიშნა.
სკოლა „კანდიდი“ ულოცავს ივერს ამ წარმატებას
გამოქვეყნებულია 19-11-2018, 16:15
ცნობილი ქართველი მოქანდაკის ელგუჯა ამაშუკელის 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად TBS ბანკის საგამოფენო დარბაზში მოეწყო მისი ნამუშევრების გამოფენა. სკოლა " კანდიდის" VIIIა კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ მაგდა გიორგბერიძესთან ერთად, იმყოფებოდნენ გამოფენაზე, სადაც დაათვალიერეს მოქანდაკის ცნობილი ნამუშევრების ასლები. გამოფენის დასასრულს კი, მონაწილეობა მიიღეს საინტერესო ინტერაქტიულ აქტივობაში.
გამოქვეყნებულია 19-11-2018, 13:27
ამბობენ წელიწადის ყველა დროს თავისი ხიბლი აქვსო,მაგრამ შემოდგომა განსაკუთრებით გამოირჩევა- თბილი ფერებითა და ფოთოლცვენით!...
დაწყებითი საფეხურის სკოლაში 10 ნოემბერს გაიმართა ,,შემოდგომის ფესტივალი 2018“. პროგრამა მეტად მრავალფეროვანი აღმოჩნდა და ერთ სივრცეში აერთიანებდა III-IV კლასის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს. სკოლის ეზო შემოდგომის ნობათით და ფერებით მოირთო, წარმოდგენილი იქნა საქართველოს სხვადასხვა კუთხეები, ფოლკლორული, ეთნოგრაფიული, კულინარიული და რეწვის ნიმუშები. მოდუღდა თათარა და ამოევლო ჩურჩხელები. სტუმრებს მრავალფეროვანი სანახაობა წარმოუდგინეს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა, სცენაზე გამოჩნდა თოჯინების თეატრიც.
დღეს ხალისიანად უძღვებოდაა ჩვენი სკოლის პედაგოგი ეთი ჯანეზაშვილი.
გამოქვეყნებულია 19-11-2018, 12:28
„შემოდგომის ფესტივალი 2018“-კანდიდში wink
გამოქვეყნებულია 14-11-2018, 14:30
11 ნოემბერს პროექტში „მე ვარ პიროვნება“ გამარჯვებული გუნდებისთვის სკოლის ადმინისტრაციამ ლაშქრობა განახორციელა. მოსწავლეების სურვილით ლაშქრობა ძამას ხეობაში დაიგეგმა. ლაშქრობაზე წარმოდგენილი იყვნენ IX, XI, XII კლასების გამარჯვებული გუნდები, ასევე პროექტის ორგანიზატორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ლაშქრობა მეტად აქტიური და გასართობი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის.
გამოქვეყნებულია 9-11-2018, 18:02
გამოქვეყნებულია 5-11-2018, 13:07
პროექტი "მე ვარ ადამიანი" გრძელდება, ამჯერად VII და VIII კლასებისათვის.
გამოქვეყნებულია 5-11-2018, 10:53
მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, ამჯერად კალათბურთის ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა IX, X, XI, XII კლასების მოსწავლეებმა მიიღეს. შეხვედრა საკმაოდ ემოციური იყო და მას ესწრებოდნეენ ფიზიკური აღზრდის პედაგოგი, სკოლის დირექტორი და ხარისხის მართვის მენეჯერი. ტურნირი რამდენიმე სესიის ფარგლებში ჩატარდა, გაიმართა ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები.
გამარჯვებულ გუნდს სკოლის ადმინისტრაციამ „გარდამავალი თასი“ გადასცა.
გამოქვეყნებულია 3-11-2018, 11:00
სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობის ინიციატივით განხორციელდა კიდევ ერთი პროექტი „ მე ვარ პიროვნება“ , რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეებში პიროვნული, მოქალაქეობრივი, სოციალურ/ფსიქოლოგირი ღირებულებების განხილვას, ინფორმაციის ტრანსფერსა და ცოდნის გაღმავებას.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)