ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
გამოქვეყნებულია 29-05-2011, 13:57
2011წლის 23 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით ტარდება კლასის დასაძლევი, შიდასასკოლო, საგნობრივი ტესტირება მე-9, მე-10, მე-11 კლასებში.
გამოქვეყნებულია 29-05-2011, 13:03
2011წლის 21 მაისს დასრულდა მე-12 კლასელთა ტესტირება სააპრობაციო საგნებში.
გამოქვეყნებულია 29-05-2011, 13:02
2011 წლის 17 და 19 მაისს ჩვენი სკოლის მე-4 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს Timss&Pirls-ის საერთაშორისო კვლევაში. წიგნიერების საერთაშორისო კვლევა (PIRLS) ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება და მოზარდებში კითხვის უნარის განვითარებას აფასებს. მასში მსოფლიოს 53-მდე ქვეყანა მონაწილეობს. მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების კვლევა (TIMSS) ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. წელს კვლევაში, 80-ზე მეტი ქვეყანა ჩაერთო, მათ შორის საქართველოც. ,,კანდიდი“ ერთ-ერთია იმ სკოლათაგან, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ კვლევაში. იმედს ვიტოვებთ,რომ ჩვენი მოსწავლეების შედეგები საამაყო იქნება ჩვენი სკოლისათვის.
გამოქვეყნებულია 29-05-2011, 13:01
2011 წლის 16 მაისს ,,კანდიდში” დაირეკა ,,ბოლო ზარი”. ჩატარდა ღონისძიება, რომლითაც ჩვენი სკოლის პირველი გამოშვება გავაცილეთ, ჩვენს პირველ მოსწავლეებს დავემშვიდობეთ. ვუსურვებთ მათ საატესტატო და ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას, დასახული გეგმების განხორციელებას.
გამოქვეყნებულია 29-05-2011, 12:58
2011 წლის 15 მაისს ჩატარდა კონკურსი ,, ლინგვისტ კენგურუ“ ქართულ ენაში
გამოქვეყნებულია 29-05-2011, 12:57
2011 წლის 1 აპრილს სკოლა ,,კანდიდში” დაიწყო ჩემპიონატი ფეხბურთში ფინალი გაიმართება 2011 წლის 5 ივნისს.
გამოქვეყნებულია 29-05-2011, 12:56
ჩვენი სკოლის პედაგოგები ემზადებიან მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებზე გასასვლელად. მათ გაიარეს აიპ ,,საგანმანათლებლო კვლევებისა და პროფესიული განვითარების ცენტრის” მიერ ორგანიზებული მოსამზადებელი ტრენინგ-კურსი, რომელიც გაგრძელდა 2011 წლის 19 მარტიდან 18 აპრილამდე. ვუსურვებთ მათ წარმატებებს.
გამოქვეყნებულია 29-05-2011, 12:49
2011 წელს მათემატიკურ კონკურს ,,კენგურუში“ მონაწილეობა მიიღეს ჩვენი სკოლის მაოსწავლეებმა. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 15 ივნისს.
გამოქვეყნებულია 29-05-2011, 12:47
2010 წლის 18 დეკემბერს ოლიმპიადებში მიღწეული წარმატებებისთვის საგანმანათლებლო ორგანიზაცია ,,დიდაქტიკამ” შობა- ახალი წელი ,,მადლობის ფურცლით” მოგვილოცა.
გამოქვეყნებულია 29-05-2011, 12:46
2010 წლის 15 ოქტომბერს ,,კანდიდში“ ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები. მოსწავლეებმა თავმჯდომარედ აირჩიეს სკოლის Xბ კლასის წარჩინებული მოსწავლე სანდრო ბეკოშვილი.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)