ნიცა სოლოღაშვილი ❤️
border
ერთი წლის წინ, ჯერ კიდევ აბიტურიენტი, ვერც კი ვაანალიზებდი, რომ ,,კანდიდის” კურსდამთავრებულის ამპლუაში მომიწევდა წერა. ექვსი წლის, როდესაც მშობლებმა ხელჩაკიდებული მიმიყვანეს სკოლაში, ვერ ვხვდებოდი, თუ რამდენად გასაოცარი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. ვუყურებდი თანატოლებს, მაგრამ არ ვიცოდი, რამდენ ბედნიერ წამს გამოვცდიდით ერთად. წლები გადიოდა, კანდიდური დღეები ერთმანეთს ემატებოდა...
ცოდნის მიღებაში, საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობაში, ცხოვრებისეული გამოცდილების დაგროვებაში იმდენად სწრაფად გაფრინდა დრო, ვერც კი მივხვდი, როგორ გადავედი კლასიდან კლასში. ასე მივედი მეთორმეტე კლასამდე. სასწავლო წლის პირველ დღეს ვუყურებდი ,,კანდიდის” აივნიდან გადმოყრილ თეთრ ბუშტებს და ვხვდებოდი, რომ არა მხოლოდ მოსწავლის სტატუსთან, არამედ უთბილეს გარემოსთან გამომშვიდობებაც მიწევდა.
თითქოს სასიხარულოა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა, მაგრამ რთულია იმ გარემოსთან დამშვიდობება, რომლითაც კანდიდში ,,გაგვანებივრეს”. ყოველ დილით სიხარულით მივდიოდი სკოლაში, რადგან ვიცოდი, რომ კართან ღიმილით შემეგებებოდნენ. ჩვენ გვასწავლეს, როგორ უნდა გვებრძოლა იმ მიზნების მისაღწევად, რომლებიც ჯერ კიდევ პირველი კლასიდან დავისახეთ. დამატებით გინდა მეცადინეობა? კარგი,ვიმეცადინოთ! დახმარება გჭირდება? მოდი, დაგეხმარები! ,,კანდიდი” არა მხოლოდ სასწავლო დაწესებულება, არამედ ერთი პატარა ოჯახია, რომელიც ისევე გიდგას გვერდით, როგორც საკუთარი მშობელი. რთულია ყოველდღე გაიღვიძო და მიხვდე, რომ მოსწავლის სტატუსით ვეღარ წახვალ იქ, სადაც, რასაკვირველია, კურსდამთავრებულებს ყოველთვის სიხარულით ელოდებიან. ძნელია გამომშვიდობება კედლებთან, რომელშიც სითბო და სიყვარული ტრიალებს.
საბედნიეროდ, ყოველ წელს იყრება თეთრი ბუშტები ,,კანდიდის” აივნიდან, ვიღაცას სკოლის დაწყებას ულოცას, ვიღაცას კი ახსენებს ამ პატარა ოჯახში გატარებულ ბედნიერ წლებს და ამზადებს ცხოვრების ახალი ეტაპისათვის ❤️

ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
კინგსი
4-04-2023, 12:26
მასწავლებლები - საზოგადოების გმირები
30-03-2023, 19:12
2022-23 სასწავლო წლის კემბრიჯელები
16-02-2023, 22:19
ჩვენი ეკო კლუბი ,,კირკე“
8-06-2023, 23:13
მხიარული სტარტები - ახლა უკვე დაწყებით საფეხურზე
8-06-2023, 14:07
მხიარული სტარტები
8-06-2023, 13:44
შემაჯამებელი წარმოდგენა ახმეტელის თეატრში
3-07-2023, 00:36
სიკეთის ნაბიჯებით ✨
25-05-2023, 13:50
ჩვენი ეკოკლუბი "კირკე"
5-05-2023, 13:14
შეხვედრა ჩვენს მაღალრეუტინგულ მოსწავლეთა მშობლებთან
12-05-2023, 13:26
🌟წარმატებულების რუბრიკიდან
21-04-2023, 12:44
მორიგი გამარჯვება “FLEX”-ის გაცვლით პროგრამაში
30-03-2023, 19:21
კურსდამთავრებულები
27-02-2023, 22:46
კურსდამთავრებულები
16-02-2023, 22:43
კურსთამზთავრებულები
16-02-2023, 22:40
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
ბმულები
არქივი