ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
ინფორმაცია სკოლაში ჩატარებული ღონისძიებების და გასათვალისწინებელი რეგულაციების შესახებ:
border
📣 მოხარულები ვართ კიდევ ერთხელ გაცნობოთ, რომ სწავლა 4 ოქტომბერს საკლასო ოთახებში გაგრძელდება.
📣 გვსურს შეგახსენოთ სკოლის მიერ ჩატარებული ღონისძიებების და გასათვალისწინებელი რეგულაციების შესახებ:
✅ სკოლის აკადემიური პერსონალის უმრავლესობა აცრილია; 💉
✅ 4 ოქტომბრისთვის მთლიან პერსონალს ჩატარებული ექნება ტესტირება;
✅ სკოლის პერსონალის ტესტირება ჩატარდება ყოველ 5 დღეში ერთხელ;
✅ სკოლა უზრუნველყოფილია სპეციალური აღჭურვილობით (დეზობარიერებით, ხელის სადეზინფექციო მოწყობილობებით...)
✅ ორგანიზებულია ნაკადების შესვლა სკოლის ორივე შენობასა და ეზოში, ასევე - მოსწავლეთა გადაადგილება და გასვლა;
✅ ყველა შესასვლელთან უზრუნველყოფილია თერმოსკრინინგი;
✅ გათვალისწინებულია ეზოში, შენობის საერთო სივრცეებში, საკლასო ოთახებში პირბადის ტარებასთან დაკავშირებული მოთხოვნები; 😷
✅ I-XII კლასის მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულოა; 😷
✅ ორგანიზებულია მშობლებთან საინფორმაციო სახის შეხვედრები 👨‍👩‍👧‍👦
📌 ძვირფასო მშობლებო, გთხოვთ გაითვალისწინოთ: 👨‍👩‍👧‍👦🙏
😷 გთხოვთ იზრუნოთ, რომ ყოველ დილით მოსწავლეებმა იქონიონ პირბადე და წყლის საკუთარი, მარკირებული ბოთლი;
❌ პანდემიის პირობებში დროებით შეზღუდულია მშობლისა და გარეშე პირის სკოლის ტერიტორიაზე დაშვება;
❓📞💻 კითხვების შემთხვევაში, სკოლის ადმინისტრაციასთან დასაკავშირებლად, გთხოვთ დამრიგებლის მეშვეობით, ისარგებლოთ დისტანციური კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმით;
❌🤧🤒 აკრძალულია რესპირატორული სიმპტომების (ტემპერატურა, ხველება, ცემინება, გამონადენი ცხვირიდან და ა.შ) მქონე მოსწავლეების დაშვება სკოლის შენობაში;
📞 სახლის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შეატყობინეთ კლასის დამრიგებელს; მიმართეთ ოჯახის ექიმს ან ცხელების ცენტრს, შესაბამისი სერვისის მისაღებად.🧑‍⚕️🩺👩‍⚕️
🤗 გთხოვთ, გავუფრთხილდეთ საკუთარ და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)