ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
პროექტი - "მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში"
border
პროექტი - "მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში"🙋‍♂️🙋‍♀️
პროექტის ფარგლებში მე-2გ კლასს (დამრიგებელი ანა ჭონიშვილი) ესტუმრა ამავე კლასის მოსწავლის, გიორგი გოგიბერიძის მშობელი - ნაომი გოგიბერიძე და მისი მეგობარი თემო დადიანი
პროექტი -
ნაომი გოგიბერიძე პროფესიით ჯარისკაცია (კაპრალ-სპეციალისტი), მას მიღებული აქვს ჯილდო - "სამშობლოსათვის თავდადებული" 🇬🇪
თემო დადიანიც ჯარისკაცია (კაპრალ-სპეციალისტი) და ორგზის მსოფლიო ჩემპიონი პარა- მკლავმჭიდში, ასევე გინესის რეკორდსმენი მიზიდვებში 💪მიღებული აქვს ჯილდო "სამშობლოსათვის თავდადებული" 🇬🇪
ნაომი გოგობერიძემ და თემო დადიანმა მოსწავლეებს წარუდგინეს და გააცნეს თემა "პროფესია - ჯარისკაცი" ❤ ბავშვებს განუმარტეს ჯარისკაცის როლი და დანიშნულება სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის. ბატონმა ნაომიმ და თემომ მოსწავლეები დაასაჩუქრეს, სკოლას კი უსახსოვრეს წმინდა გიორგის ხატი ❤
მოსწავლეები სტუმრებს დახვდნენ სამხედრო სალმით, დიდი ინტერესით ჩაერთვნენ პროექტში, შეასრულეს ნახატები, მოისმინეს ქართული ჯარის სიმღერა 🇬🇪 გადასცეს მადლობის სიგელი ❤
სკოლა"კანდიდის" დირექციამ, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა პატივისცემა გამოხატეს სტუმრების მიმართ და ისინი მხურვალე ტაშით გააცილეს 👏
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სკოლა "კანდიდის" სახელით დიდ მადლობას ვუხდით ბატონ ნაომის და ბატონ თემოს პროექტის ფარგლებში საინტერესო აქტივობისათვის 🙏👏🇬🇪❤
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)