ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
კურსდამთავრებულების 🎓 ჩანაწერებიდან📝
border
კურსდამთავრებულების 🎓
ჩანაწერებიდან📝
კურსდამთავრებულების 🎓 ჩანაწერებიდან📝
თუ კანდიდის დიდი და მეგობრული ოჯახის წევრი ხართ ან თუნდაც, მის აქტიურ სოციალურ გვერდებს თვალყურს ადევნებთ, არ გამოგრჩებოდათ, რომ ყველა კურსდამთავრებული სხვადასხვა ემოციურ წერილს უძღვნის კანდიდს, რომელთა მთავარი აზრი არის ის, რომ კანდიდი უბრალოდ სასწავლო დაწესებულება არ არის, და რომ ის ბევრად მეტია, ოჯახია…🙏
“კანდიდის ოჯახი” ყველანაირად აკმაყოფილებს “ოჯახის” ცნებასა და მასში შემავალ კომპონენტებს. პირველ რიგში აღსანიშნავია - დირექცია. როგორი აკადემიური სიტყვაა, თუმცა კანდიდში ამ სიტყვასაც სხვანაირი ელფერი დაკრავს და მის მიღმა სულაც არ იგულისხმებიან უმეტესობისათვის შიშის ზარის დამცემი კოლეგია… პირიქით, სწორედ დირექცია არის კანდიდის მეგობრული გარემოს, ოჯახის საწყისი რგოლი, სწორედ ისინი თავიანთი დაუღალავი, პროფესიული შრომით, უდიდესი ადამიანურობით აფერადებენ გარემოს და სწორ მოტივებსა და პრინციპებს უნერგავენ ამ დიდი ოჯახის თითოეულ წევრს…🎯
უდიდეს პატივისცემასა და დაფასებას, აღიარებას და მოფრთხილებას იმსახურებენ კანდიდის მასწავლებლები, რომელთა გარეშეც ეს თბილი ოჯახი ასეთი არ იქნებოდა, არც აქაური ბავშვები ვიქნებოდით ისეთები, როგორებიც დღეს ვართ…🎓
პროფესიონალიზმითა და გამორჩეული ადამიანური თვისებებით “დატვირთული” მასწავლებლები და დირექცია ქმნიან ისეთ მეგობრულ, სწავლისთვის მამოტივირებულ, თბილ, პოზიტიურ, ინოვაციებისა და წამოწყებებისთვის მუდმივად ღია გარემოს, რომელსაც კანდიდი ჰქვია. 🥰
ოჯახის თითოეული წევრი სცდება სავალდებულო აკადემიურ ჩარჩოებს და დიდი ინტერესით, სრული ენთუზიაზმით არიან ჩართულნი და გეხმარებიან იმ სირთულეების გადალახვაში და გაცნობაში, რაც ცხოვრების საინტერესო გზაზე შეიძლება შეგხვდეთ. ასეთ გარემოში ჩამოყალიბებული ბავშვები, რა თქმა უნდა, ერთმანეთის მიმართ ისეთი დამოკიდებულებით გამოირჩევიან, როგორც ნამდვილი ოჯახის წევრები… ურთიერთობები მყარი, სანდო, მეტად ახლო, თბილი და განმავითარებელია, რაც ცხოვრების უმნიშვნელოვანეს 12 წელს სხვანაირ ხიბლს, ემოციებს, დატვირთვასა და ხალისს მატებს...💯
სკოლისთან განშორება თითქმის ყველა კურსდამთავრებულს უჭირს, თუმცა კანდიდი არც ამით ჰგავს სხვებს… ჩვენს საყვარელ დირექტორ მაიკოსგან ხშირად მოისმენთ სიტყვებს: “მშვიდობით არა - ნახვამდის”, რაც სრულყოფილად აღწერს კანდიდს, როგორც ურთიერთობას, ოჯახს, ემოციებს…❣
და მართლაც, ცხოვრების ახალ, ერთი შეხედვით რთულ, საინტერესო, გამოწვევებით, თავგადასავლებით სავსე ეტაპზე გადასულს, მაქვს იმედი, რომ ნებისმიერ დროს შემეძლება თავი შევაფარო ადგილს, სადაც სწავლაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი პიროვნება და მისი განვითარება, მისთვის სწორი ფასეულობებისა და ღირებულებების შთაგონებაა, ადგილს, სადაც სიტყვა “მშვიდობით” არ უყვართ და ყოველთვის ფართოდ გაშლილი ხელებით გელოდებიან…🤗
მარიამ კალანდარიშვილი
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)