კურსდამთავრებულების 🎓 ჩანაწერებიდან📝
border
კურსდამთავრებულების 🎓
ჩანაწერებიდან📝
ჩანაწერებიდან📝
პატარაობაში, როდესაც თეთრ პერანგებში გამოწყობილ, მომცინარ-მომტირალ სახეებს ტაშს ვუკრავდი და დიდი ოვაციებით ვაცილებდი “კანდიდის” თბილი კერიდან, ხშირად მიფიქრია მეც მომიწევდა სკოლასთან გამომშვიდობება, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა და მის ჯადოსნურ ქარცეცხლში აქტიური ჩართვა.
თუმცა 12 საუკეთესო წლის შემდეგ დავასკვენი, რომ კანდიდელები სკოლას მხოლოდ ფორმალურად ვამთავრებთ , რადგან ვიცით, რომ იქ, სადღაც მეშვიდე მიკროში, თეთრი ტბის მოპირდაპირე მხარეს, დიდი გულით და მომცინარი სახით გველოდება ჩვენი იდეალური, ბედნიერი მომენტებით დახუნძლული ბავშვობა და მისი შემქმნელი საუკეთესო კოლექტივი🥰
რა მომცა სკოლა კანდიდმა? პასუხი ძალიან მარტივია, მასწავლა ცხოვრება.
დამანახა მისი სწორი და არასწორი მხარე, გამიადვილა ადამიანებთან კომუნიკაცია და მომცა საშუალება დავკავშირებოდი ცხოვრების განუყოფელ მეგზურებს, რომელთა გარეშე არ და ვერ წარმომიდგენია ჩემი გააზრებული ცხოვრება❣
კანდიდმა განავითარა ჩემში არა მხოლოდ პროფესიული, არამედ ჰუმანური მხარე.
მომცა საშუალება გამომევლინა ფარულად მოთარეშე ნიჭი და ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, მასწავლა საკუთარი აზრის სწორად, ხმამაღლა გამოთქმა.
სკოლა კანდიდი სიყვარულისა და სითბოს იმ დიდ ნაპერწკალს გვიღვივებს, რომელიც მთელი ცხოვრება გვყოფნის, რომ ვარსკვლავებივით ვიკაშკაშოთ და არასდროს დავივიწყოთ საოცარი ემოციებითა და გულწრფელობით დახუნძლული სკოლის პერიოდი⭐
მადლობა საუკეთესო ბავშვობისა და ნათელი მომავლის შექმნისათვის. თქვენგან მიღებული განათლება და გამოცდილება ის გასაღებია, რომელიც ყველა ცხოვრებისეულ კარს აღებს, არ გვაძლევს უკან დახევის საშუალებას და მუდმივად გვახსენებს, რომ საკუთარი ოცნებებისა და მიზნებისთვის ბრძოლა ყოველთვის ღირს❣
ლიკა კვიჟინაძე

ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

კინგსი
4-04-2023, 12:26
მასწავლებლები - საზოგადოების გმირები
30-03-2023, 19:12
2022-23 სასწავლო წლის კემბრიჯელები
16-02-2023, 22:19
ჩვენი ეკო კლუბი ,,კირკე“
8-06-2023, 23:13
მხიარული სტარტები - ახლა უკვე დაწყებით საფეხურზე
8-06-2023, 14:07
მხიარული სტარტები
8-06-2023, 13:44
შემაჯამებელი წარმოდგენა ახმეტელის თეატრში
3-07-2023, 00:36
სიკეთის ნაბიჯებით ✨
25-05-2023, 13:50
ჩვენი ეკოკლუბი "კირკე"
5-05-2023, 13:14
შეხვედრა ჩვენს მაღალრეუტინგულ მოსწავლეთა მშობლებთან
12-05-2023, 13:26
🌟წარმატებულების რუბრიკიდან
21-04-2023, 12:44
მორიგი გამარჯვება “FLEX”-ის გაცვლით პროგრამაში
30-03-2023, 19:21
კურსდამთავრებულები
27-02-2023, 22:46
კურსდამთავრებულები
16-02-2023, 22:43
კურსთამზთავრებულები
16-02-2023, 22:40
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
ბმულები
არქივი