ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
📣 კიდევ ერთი სიახლე
border

დიდი ხნის სურვილის შემდეგ, ახალი სასწავლო წლიდან გერმანული ენის სწავლებით გიბრუნდებით 🤗🇩🇪
უცხოური ენების სწავლება ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტულია, ამიტომ ორმაგად გვახარებს, რომ ჩვენი მოსწავლეები სამ უცხო ენას დაეუფლებიან✅
ამჯერად გერმანული ენა საპილოტე რეჟიმში დაინერგება VIII და IX კლასებში, ხოლო მომდევნო წლიდან იგეგმება სწავლების არეალის გაფართოება✅
სწავლება სპეციალური პროგრამით წარიმართება, კურსის შემდეგ მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა გოეთეს ინსტიტუტში ჩააბარონ გერმანული ენის ფლობის შესაბამისი გამოცდა, რისთვისაც გოეთეს ინსტიტუტთან იგეგმება მემორანდუმის გაფორმება 🤝✅
აქვე, გაგაცნობთ გერმანული ენის პედაგოგს, ქალბატონ ლიკა გურჯიძეს 🌟
📣 კიდევ ერთი სიახლე
ქალბატონი ლიკა 20 წელზე მეტია გერმანული ენის ლექტორი და მასწავლებელი გახლავთ. გერმანიასა და შვეიცარიაში ცხოვრებისა და მუშაობის მრავალი წლის შემდეგ პროფესიული საქმიანობა კვლავ მოსწავლეებს დაუკავშირა და სპეციალური კურსის მეშვეობით ამზადებს გერმანულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებისთვის 🇩🇪👏 საკუთარი მიგნებების მეშვეობით მისი სწავლება მრავალფეროვანი, საინტერესო და პროდუქტიულია. მუშაობს სახელმძღვანელოზე და შემუშავებული აქვს სწავლების საკუთარი სინთეზური პროგრამა 🙌 შედეგზე ორიენტირებული მეთოდიკის მეშვებოდით, მისი როგორც ზრდასრული, ისე სკოლის მოსწავლეები თუ სტუდენტები მოკლე ვადაში წარმატებით ეუფლებიან გერმანულ ენას ✅
გვინდა აღვნიშნოთ მისი ენთუზიაზმი და მოსწავლეებთან მუშაობის განსაკუთრებული მოლოდინი. როგორც თავად ამბობს - აფასებს პროფესიონალიზმს, პატიოსნებასა და სამართლიანობას, მამოძრავებელი ძალა კი საუკეთესო შედეგების მოლოდინია 😊
გვიხარია, რომ ქალბატონი ლიკა ჩვენს გუნდს შეუერთდა 💗
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)