ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
კურსდამთავრებულები
border
კურსდამთავრებულების🎓
ჩანაწერებიდან📝
,,დიდი დრო არ გასულა, რაც ჩემი სკოლის კედლებსა და მის შიგნით არსებულ მიკრო სამყაროს დავემშვიდობე, მაგრამ მონატრება იმ დღიდანვე არსებობს ჩემში, რაც ბოლო ზარმა ჩამოკრა სკოლა ,,კანდიდში" ჩემთვის და ჩემი თანაკლასელებისთვის🔔
სტუდენტები ხშირად ამბობენ, რომ სკოლა საერთოდ არ ენატრებათ,
ეტყობათ „კანდიდში“ არ უსწავლიათ😉
პირადად მე, ამ სკოლამ მხოლოდ ცოდნა და გამოცდილება კი არა, ცხოვრების თანამგზავრი-მეგობრები შემძინა💞
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არამხოლოდ თანატოლი, არამედ უმცროსი და უფროსი მეგობრებიც. დიდი ხნის განმავლობაში უბრალოდ პედაგოგები კი არა, ადამიანები მასწავლიდნენ საგნებსაც და სხვა ადამიანურ ღირსებებსაც მიზიარებდნენ🌟
შესაძლოა, ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს ჩემი შეფასება, მაგრამ გულწრფელი სიტყვებია და არაფერი მეტი❣
მოსწავლეობის დროს, იშვიათად რომ სკოლის გაცდენის სურვილი მქონოდა, ეს ყოველივე კი მათი დამსახურებით, ვინც ზღურბლს მიღმა მხვდებოდნენ🤗
კურსდამთავრებულები
თითოეულმა მათგანმა ცალ-ცალკე თუ ერთად, წარუშლელი კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში♾
სწორედ ამიტომ, გამუდმებით ველი წამს, როცა კვლავ შევაბიჯებ სკოლაში, თუმცა ეს დრო არასდროს დადგება, ვერასდროს ვეღარ მერქმევა სკოლა კანდიდის მოსწავლე, თუმცა ის ისტორეიები, რომლებსაც ეს სკოლა იტევს უძვირფასესია და სწორედ ამიტომ მჯერა, რომ მუდამ სასურველი სტუმარი ვიქნები მისთვის, მჯერა, რომ მუდამ მიმიღებს და დამიდგება გვერდში😊
როცა სკოლას ვახსენებ, ვგულისხმობ მთელ დიდ ოჯახს, მასწავლებლების დირექციისა და მოსწავლეების ჩათვლით💖"
ქეთი მირცხულავა💜
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)