კურსდამთავრებულები
border
კურსდამთავრებულების🎓
ჩანაწერებიდან📝
კანდიდზე რომ ვისაუბრო ალბათ დიდი ხანი ვერ გამაჩერებთ, თუმცა ვეცდები მოკლედ აგიღწეროთ ის სიყვარული და პატივისცემა, რაც მე ამ სკოლის და მისი წევრების მიმართ გამაჩნია👇
ჩემი და კანდიდის ურთიერთობა მესამე კლასიდან იწყება. მახსოვს, როგორ ვნერვიულობდი გასაუბრებაზე, რომელიც ჩემი ამ სკოლაში მოხვედრის საგზური იყო. თუმცა მარტივად გავართვი თავი და ჩვენი თავგადასავალიც დაიწყო➡️
კანდიდი ჩემთვის პატარა, მაგრამ დიდი გულის ოჯახია, სადაც არამხოლოდ განათლებას, არამედ ადამიანურ ღირებულებებსაც იძენ✅
მოსწავლეები სკოლის პერიოდში ვერ აცნობიერებენ, რამდენად ღირებულია იქ გატარებული თითოეული წამი, რამდენად მნიშვნელოვანი, გასათვალისწინებელი და გამოსადეგია პედაგოგთა რჩევა-დარიგებები. როგორც კი "მშობლიურ კალთას" მოშორდებიან, მაშინვე აფასებენ, რეალურად, რამხელა შრომა, ცოდნა და რესურსია მათში ჩადებული❣

უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ეს ყველაფერი რომ გავიაზრე და შევაფასე, კიდევ უფრო ავივსე მადლიერებით იმ თითოეული ადამიანის მიმართ, რომელსაც ჩემს ჩამოყალიბებაში წვლილი მიუძღვის. მადლიერი ვარ კანდიდის, რომ ცოდნასთან ერთად ადიამიანური ღირებულებებიც შემძინა და ბევრი ისეთი რაღაც მასწავლა, რაც ცხოვრებაში ყოველდღიურად მადგება🙏
სკოლისგან სიშორემ მიმახვედრა რამდენად ტკბილი იყო იქ გატარებული თითოეული წამი. არ დამავიწყდება, როგორ ვემზადებოდით საახალწლო კარნავალებისათვის, საზაფხულო ღონისძიებებისთვის, როგორ ვრთავდით სკოლას, ჩვენს საკლასო ოთახებს, როგორ ვიყავით ამ ყველაფერში ჩართული არამხოლოდ ჩვენ, არამედ მასწავლებლებიც და დირექციაც🙌
ყველაფერი მრავალი ხელით,მაგრამ ერთი სულისკვეთებით და საერთო ძალებით კეთდებოდა ხოლმე💖
ყველაზე მეტად კი, რაც დღეს მახარებს, არის ის რომ სკოლის დასრულების მიუხედავად ჩვენი ურთიერთობა მაინც არ გამწყდარა🥰 დღემდე მირეკავს ეთერიკო მასწი და ახლა იმის მაგივრად რომ მკითხოს სკოლაში მივდივარ თუ არა მეორე დღეს, ჩემი უნივერსიტეტის ამბებს იგებს და ჩემს წარმატებასა და ბედნიერებას იზიარებს❤️
მახარებს ის ფაქტიც, რომ ვიცი, რა პერიოდიც არ უნდა გავიდეს, კანდიდის კარები ყოველთვის ღია იქნება ჩემთვის და ყოველთვის ღიმილიანი სახეებით შემომეგებებიან და ახლომახლოდან გავიგებ ფრაზას "2 წუთი, ბავშვებო." მაიკო დირექტორი კი ჩამიხუტებს და ყურში ჩამჩურჩულებს: "ხომ იცი, ჩემი მზე გოგო ხარ"🌞
ვეცდები თქვენი იმედები გავამართლო და ჩემში ჩადებული შრომა და ენერგია არ დაგიკარგოთ🙏
მიხარიხართ და ბედნიერი ვარ, რომ თქვენი ოჯახის წევრი ვიყავი და ვიქნები მუდამ, ვინაიდან კანდიდის დევიზია - "მშვიდობით არა, ნახვამდის"
ანა გოგალაძე

ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

კინგსი
4-04-2023, 12:26
მასწავლებლები - საზოგადოების გმირები
30-03-2023, 19:12
2022-23 სასწავლო წლის კემბრიჯელები
16-02-2023, 22:19
ჩვენი ეკო კლუბი ,,კირკე“
8-06-2023, 23:13
მხიარული სტარტები - ახლა უკვე დაწყებით საფეხურზე
8-06-2023, 14:07
მხიარული სტარტები
8-06-2023, 13:44
შემაჯამებელი წარმოდგენა ახმეტელის თეატრში
3-07-2023, 00:36
სიკეთის ნაბიჯებით ✨
25-05-2023, 13:50
ჩვენი ეკოკლუბი "კირკე"
5-05-2023, 13:14
შეხვედრა ჩვენს მაღალრეუტინგულ მოსწავლეთა მშობლებთან
12-05-2023, 13:26
🌟წარმატებულების რუბრიკიდან
21-04-2023, 12:44
მორიგი გამარჯვება “FLEX”-ის გაცვლით პროგრამაში
30-03-2023, 19:21
კურსდამთავრებულები
27-02-2023, 22:46
კურსდამთავრებულები
16-02-2023, 22:43
კურსთამზთავრებულები
16-02-2023, 22:40
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
ბმულები
არქივი