ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
წლის სტიპენდიანტი მარიამ კვიციანი
border
🌟წლის სტიპენდიანტი მარიამ კვიციანი.
🔹️ჩვენი სკოლის კიდევ ერთ წარმატებულ მოსწავლეს, მარიამ კვიციანს, სასკოლო საზოგადოება უკვე დიდი ხანია კარგად იცნობს.
🔹️მარიამი წლებია ოქროს რეიტინგშია იგი ზედიზედ მესამე წელია 100%-ანი სიზუსტით ასრულებს რეიტინგულ წერებს და სწორედ ამიტომ იგი გახდა სკოლის რიგით მეექვსე სტიპენდიანტი მოსწავლე.
🔹️მარიამის აკადემიური მიღწევები მისი მაღალი ინტელექტისა და გამორჩეული შრომისმოყვარეობის შედეგია.
🔹️იგი ყოველთვის მზადაა გამოწვევებისთვის, არის მიზანდასახული და მუდმივად ზრუნავს თვითგანვითარებაზე.
🔹️მარიამი აქტიურად არის ჩართული როგორც სასკოლო, ასევე სკოლის გარე აქტივობებში.
წლის სტიპენდიანტი მარიამ კვიციანი
🔹️იგი ადვილად ახერხებს აუდიტორიის კეთილგანწყობას რაშიც მას მისი პრეზენტაბელური ნიჭი, ეფექტური კომუნიკაციის უნარი და დადებითი პიროვნული თვისებები ეხმარება.
🔹️სტიპენდიანტი მოსწავლის სტატუსი მისი თავდადების ღირსეული ჯილდოა.
🔹️შთამბეჭდავია მარიამის მიღწევების ნუსხა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი არაფორმალური განათლების სპექტრი⬇️
✅2022 წელს გადაეცა სერთიფიკატი „შავი ზღვის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ბანაკში“ მონაწილეობისთვის.
✅2019 წელს მონაწილეობა მიიღო წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში და დაჯილდოვდა სერთიფიკატით.
✅2021 წელს მონაწილეობა მიიღო “Summer Reading Challenge-ში“ რომელიც ჩაატარა ამერიკის საელჩომ საქართველოში და დაჯილდოვდა ოქროს სერთიფიკატით.
✅მარიამს ასევე გადაეცა სერთიფიკატი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამართულ კონკურსში მონაწილეობისთვის თემაზე „გარემოსდაცვითი განათლება ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში“.
✅2022 წლიდან არის „ფრანკლინის კლუბის“წევრი. უკვე ორი წელია Aerican Corner Tbilisi- ში მარიამი გახლავთ მოხალისე მასწავლებელი და ხელმძღვანელობს Junior Movie Club-ს“.
✅მან გაიარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „პრაქტიკული სამართლის კურსი“ და აქვს დამადასტურებელი სერთიფიკატი.
🔹️ამჟამად მარიამი სწავლობს ენის შემსწავლელი კურსის ციფრულ პლატფორმაზე „EXAMINATOR” სადაც მან უკვე დაადასტურა C1 დონე ინგლისურ ენაში.
🔹️რაც შეეხება მის ფორმალურ განათლებას, იგი აქტიურად მონაწილეობს საგნობრივ ოლიმპიადებში და აქაც უდავოა მისი ლიდერობა.
✅2015-21019 წლებში მონაწილეობდა “Kings”-ის მიერ ორგანიზებულ საგნობრივ ოლიმპიადებში და დაჯილდოვდა I-II ხარისხის დიპლომებით.
✅2015-2021 წლებში იყო “Sherlok Holmes“-ის ოლიმპიდების ფინალისტი და ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.
✅2021-22 სასწავლო წელს მარიამმა თანასკოლელებისთვის ჩამოაყალიბა ყოველკვირეული „სამართლის კლუბი“.მარიამის შემართებით კლუბის შეხვედრები განსაკუთრებულად საინტერესო და სასიამოვნო გარემოში ეწყობოდა.
🙌დაგვეთანხმებით, რომ მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ პატარა ასაკიდანვე დაისახონ დიდი მიზნები. მარიამმა აირჩია გზა, რომელიც შრომით, მოთმინებით და გონივრული ნაბიჯებით, აუცილებლად მიიყვანს მას ცხოვრების მთავარ მიზანთან🎯ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ამას!
#ბევრიმარიამისკოლასდაქვეყანას
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)