ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
“ნოდარ ტაბიძე-გალაქტიონის სახლის მასპინძელი“
border
მიმდინარე წლის 19 აპრილს, დედა ენის დღისადმი მიღვნილი კვირეულის ფარგლებში მე-7 ა კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ორგანიზატორობითა და ამავე კლასის დამრიგებლის ეთერ რაზმაძის ხელმძღვანელობით მოეწყო გასვლითი ღონისძიება გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმსა და ეთნოგრაფიულ მუზეუმში სახელწოდებით “ნოდარ ტაბიძე-გალაქტიონის სახლის მასპინძელი“.
“ნოდარ ტაბიძე-გალაქტიონის სახლის მასპინძელი“
მიმდინარე წლის 19 აპრილს, დედა ენის დღისადმი მიღვნილი კვირეულის ფარგლებში მე-7 ა კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ორგანიზატორობითა და ამავე კლასის დამრიგებლის ეთერ რაზმაძის ხელმძღვანელობით მოეწყო გასვლითი ღონისძიება გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმსა და ეთნოგრაფიულ მუზეუმში სახელწოდებით-“ნოდარ ტაბიძე-გალაქტიონის სახლის მასპინძელი“. გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში მოსწავლეებს მასპინძლობა პოეტების მეფის ძმისშვილმა, ნოდარ ტაბიძემ, გაუწია, რომელიც დაუღალავად სცემდა პასუხებს ახალგაზრდების შეკითხვებს. იმავე დღეს მოსწავლეებმა დაათვალიერეს ეთნოგრაფიული მუზეუმი და მოილოცეს მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის სამონასტრო კომპლექსი, სადაც შეხვდნენ მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ მამა საბა კუჭავას, რომელმაც ისაუბრა ტაძრის მნიშვნელობაზე და ბავშვებს საჩუქრად ხატები გადასცა, აცხო ზეთი და დალოცა ისინი . იმავე დღეს მე-7 ა კლასის მიერ მომზადებული კედლის გაზეთი „ო, ენავ ჩემო“ დასახელდა ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად და აღნიშნულ კლასს პედაგოგთან ერთდ სკოლის დირექციისაგან გადაეცა სიგელები.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)