ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
გამოქვეყნებულია 14-11-2017, 09:51
დიდი მადლობა 3ა კლასის მოსწავლის კოტე ტყეშელაშვილის მშობლებს თიკო და ბესო ტყეშელაშვილებს (დამრიგებელი-ეკატერინე ხმალაძე) ძალიან საინტერესო აქტივობისთვის.
თემა- "საქართველო და ტურიზმი"
მიზანი-საქართველოს კუთხეების საფუძვლიანი გაცნობა, ტურიზმის მნიშვნელობის გააზრება და ასევე ბუნების დაცვის საკითხებზე მოზარდების ცნობიერების ამაღლება.
გამოქვეყნებულია 8-11-2017, 12:53
2017 წლის 12 ოქტომბერს სკოლა ,,კანდიდში“ ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები მე-7 -12 კლასებში. მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრობის სურვილი გამოთქვა 41 მოსწავლემ და შესაბამისად გაიარა რეგისტრაცია, რომელსაც წინ უძღოდა კლასებში კანდიდატების მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმების განხილვა და კითხვარების შევსება.
გამოქვეყნებულია 8-11-2017, 12:30
სკოლა "კანდიდის' დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასები) კათედრა აქტიურად ჩაერთო იაკობ გოგებაშვილის დაბადების 177-ე და გარდაცვალების 105 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის პროგრამაში და თითოეული კლასი თავის დამრიგებლებთან ერთად მუშაობდა კლას-კაბინეტებისა და სკოლის მოწყობა-განახლებაზე.
გამოქვეყნებულია 8-11-2017, 12:22
ოქტომბრის თვეში IV ა კლასმა- დამრიგებელი ნინო ქობულაშვილი- თბილისის გარდენიეში ჩაატარა "მწვანე გაკვეთილი". მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა ჯიშის მცენარეებს და მათი მოვლის გზებს, მწვანე საფარის მნიშვნელობას ადამიანის ჯანმრთელობისათვის. მათ ქოთნებში გადარგეს ყვავილი კალანხოე.
გამოქვეყნებულია 4-11-2017, 11:53
მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდისათვის თანამედროვე სწავლების ძირითადი მიმართულებები არა მხოლოდ ფორმალურ, არამედ არაფორმალურ გარემოში სწავლებასაც ითვალისწინებს. სკოლა ,,კანდიდის" უმთავრესი მიზანია:სწავლა გახდეს საინტერესო და სახალისო , ხოლო არაფორმალური გარემო სკოლისათვის ხელშემწყობი რესურსია.ამ მიზნით,5ბ და 5 გ კლასის მოწავლეები (კლასის ხელმძღვანელები:-მაგდა გიორგბერიძე და ეთერი რაზმაძე) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ქეთი მაჩიტიძესთან ერთად ლიტერატურის მუზეუმს ესტუმრნენ.
გამოქვეყნებულია 4-11-2017, 11:06
სკოლა კანდიდის წარჩინებული მოსწავლე ნინო თათენაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძობს წარმატებულ სასწავლო წელს.
გამოქვეყნებულია 2-11-2017, 14:08
გრძელდება პროექტი„მშობელთა ჩართულობა დაწყებითი საფეხურის სკოლაში“ , ამჯერად გაკვეთილები ჩატარდა 1ბ, 2ა და 4ბკლასებში.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
დეკემბერი 2019 (6)
ნოემბერი 2019 (10)
ოქტომბერი 2019 (9)
სექტემბერი 2019 (4)
ივნისი 2019 (6)
მაისი 2019 (19)