ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
გამოქვეყნებულია 27-01-2018, 11:35
2017 წლის 29 დეკემბერს, I ა კლასმა წარმოადგინა საახალწლო სპექტაკლი. ბავშვებმა მოირგეს ფუფალას, ქოსატყუილას, ბურატინოს, კარლსონისა და პრინცესა რაპუნცელის როლები. ზეიმი გაფორმებული იყო მუსიკალური ნომრებით, პატარა მსახიობები შესანიშნავად ასრულებდნენ საკუთარ როლებს. სპექტაკლმა მაყურებლებში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია, მათ მქუხარე ტაშით დააჯილდოვეს პატარები.
გამოქვეყნებულია 26-01-2018, 14:41
25 იანვარს ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე "ფიგურები",მოსწავლეებიმა შეასრულეს ფიგურებით მოცემული სურათი, დააჯგუფეს და შეინახეს. გაკვეთილი დაგეგმილი იყო ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად ,რომლის მიხედვითაც ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების მიზანია მოსწავლეს დაწყებით საფეხურზე განუვითარდეს კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს თავად შექმნან ელექტრონული რესურსები.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი გაკვეთილის ახსნის პროცესში აკავშირებდნენ ფაქტებს და მოვლენებს ერთმანეთთან. მათ შეძლეს შესრულებული ნამუშევრის ამობეჭდვა პრინტერის საშუალებით,რამაც ხელი შეუწყო ახალი მასალის უკეთ გაგებაში.
გამოქვეყნებულია 17-01-2018, 13:53
დღეს სკოლა ,,კანდიდში" საბა დეკანოსიძის დედა ქეთი გოგიბერიძე ,,აფხაზეთი 2"-ის აღსაზრდელებთან ერთად წარსდგა მოსწავლეთა წინაშე თავისი პროფესიით...მადლობა ქეთის ამ ლამაზი დღისთვის
„მუსიკალური აღზრდა – ყველაზე ძლიერი იარაღია,რამეთუ რითმი და ჰარმონია აღწევს ყველაზე დაცულ,სიღრმისეულ და იდუმალ ადგილებს,ადამიანის სულში“.
გამოქვეყნებულია 17-01-2018, 12:41
17 ნოემბერს მოსწავლეები იმყოფებოდნენ მთაწმინდის პანთეონში და ხელოვნების მუზეუმში. ბავშვებმა იაკობ გოგებაშვილის საფლავთან წარმოთქვეს მისი მოთხრობები და ლექსები. ხელოვნების მუზეუმში მოინახულეს არქეოლოგიური აღმოჩენები, ძველი ოქრომჭედლობა და კავკასიური ტანისამოსი.
გამოქვეყნებულია 17-01-2018, 12:36
2 ნოემბერს, მე–2 გ კლასში დაიწყო მშობელთა ჩართულობა. მარიამ ნევსკის მშობელმა, სალომე ჩახუნაშვილმა გააკეთა პრეზენტაცია ჟურნალისტიკის სფეროზე
გამოქვეყნებულია 17-01-2018, 11:55
24.10.2017 მე–2 გ კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურულ ცენტრ ,,მუზაში“. მათ ნახეს სპექტაკლი ,, კარლსონი“.
გამოქვეყნებულია 16-01-2018, 14:16
ახალი წელი ახალი იმედების, სურვილების ასრულების, ოცნებების ფრთაშესხმის მოლოდინია.
ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ყველა ელოდება საუკეთესო სიახლეებს.
სკოლა „კანდიდში“ ხელოვნების მასწავლებლის, ნინო არონიას ხელმძღვანელობითა და სკოლის თვითმმართველების ინიციატივით, მოსწავლეებმა ნახატებითა და გირლანდებით გააფორმეს საკლასო ოთახის კარებები, დერეფანი, საკუთარი ხელით შექმნეს ნაძვის ხის სათამაშოები, ჯამბაზები, მოცეკვავე თოვლის ბაბუები.
ათასფერად მოირთო და განათდა სკოლა. წინასაახალწლო ფაციფუცმა და მზადებამ ამაღლებული, საზეიმო განწყობა შექმნა.
გამოქვეყნებულია 15-01-2018, 14:21
მშობელთა ჩართულობის პროექტით IVა კლაში ჩატარდა გაკვეთილი თემაზე -"ძველი ქართული თამაშობანი" გაკვეთილს უძღვებოდნენ: ცოტნე შამათავას დედა ქ.ნი ხათუნა ჭილაძე და ნია გოგბერაშვილის დედა ქ.ნი ქეთი ქისიევა .
გამოქვეყნებულია 15-01-2018, 13:42
გაკვეთილი " სუდოკუს" თემაზე ჩაატარა ლუკა ავსაჯანიშვილის მამიდამ ქ-ნმა ნინო ავსაჯანიშვილმა.

გამოქვეყნებულია 12-01-2018, 19:49
დიდი ქართველი მწერლების აკაკის, ილიას და იაკობის ცხოვრებისა და მოღვაწეობის უკეთ შესწავლისთვის 3 ა , 3 ბ და 3 გ კლასების დამრიგებლებმა - ეკატერინე ხმალაძემ, რუსუდან ალიბეგაშვილმა და მირანდა კეშელავამ ჩაატარეს შემეცნებით-გაცნობითი ღონისძიება. მოსწავლეებს მიეწოდათ დამატებითი ინფორმაცია მწერლების შესახებ, ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული, მოიძიეს და ნახატების სახით წარმოადგინეს ხსენებული მწერლების შემოქმედება. მოხდა ფილმის ჩვენება დარბაზში, რომელსაც მოსწავლეებმა დიდი ინტერესით ადევნეს თვალი. ფილმის ჩვენების მერე ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)