ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
გამოქვეყნებულია 11-11-2022, 20:30

სასკოლო ცხოვრების დემოკრატიულ და მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს თვითმმართველთა გუნდი 🤝 სწორედ ამიტომ უშუალოდ არჩევნებამდე კლასებში:
📍 შეირჩა არჩევნებში მონაწილეთა სია (საკუთარი სურვილის მიხედვით)
📍 კანდიდატებმა წარმოადგინეს საარჩევნო პროგრამა
📍 ანონიმურობის წესით დაცვით მოსწავლეებმა აირჩიეს კლასიდან 2-3 წარმომადგენელი
არჩევნების პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა ✅
შედეგებს აუცილებლად გაგიზიარებთ 🤗
გამოქვეყნებულია 11-11-2022, 20:25
გვინდა სიამაყით გაცნობოთ, რომ სკოლა კანდიდის კურსდამთავრებული - ჯემალ უზუნალოვი იმ 100 სტუდენტს შორისაა, რომლებმაც 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს 👏
სტუდენტთა მხარდაჭერის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია „გალფს“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში წარჩინებულ პირველკურსელთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა 🎉
შეიქმნა ახალი პლატფორმა “მომავალი ჩვენია” 🤗
🏆 სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში სწორედ ეს 100 სტუდენტი ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ყოველთვიური სტიპენდიის სახით 300 ლარს მიიღებს
ვულოცავთ ჯემალს მიღწეულ წარმატებას🥰🤗 Jemo Uzunalovi
გამოქვეყნებულია 10-11-2022, 20:12
2022 წლის მხიარულ სტარტებს გახსილად ვაცხადებთ!
სპორტული თამაშები 🥅
მარათონი სირბილში🏃‍♂️🏃‍♀️
დაბრკოლებების გადალახვა ⛳
მიზანში სროლა და სიზუსტე 🎯
ეს იმ აქტივობების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ჩვენს მოსწავლეებს ასე უყვართ, ახალისებთ და ყოველ წელს მოუთმენლად ელოდებიათ 🏆⚽️
ამჯერად V და VI კლასის მოსწავლეებმა იასპარეზეს 👧🧑
გამოქვეყნებულია 9-11-2022, 20:05
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის აბიტურიენტობის ციებ-ცხელება უკვე დაიწყო⏳📖📚 შესაბამისად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პროფესიის შერჩევის პროცესში 💭
სწორი არჩევანის გაკეთების დროს მთავარია გააცნობიერონ რა სურთ თავად და ჰქონდეთ შესაბამისი ინფორმაცია უნივერსიტეტების, ფალულტეტებისა და პროგრამების შესახებ ✅
🔶️ პროფ-ორიენტაციის დღეები კანდიდში კავკასიის უნივერსიტეტმა გახსნა და გუშინ სწორედ მათ წარმომადგენლებს ვუმასპინძლეთ 🎓😊
გამოქვეყნებულია 1-11-2022, 19:56
🍂შემოდგომის ფესტივალი 2️⃣0️⃣2️⃣2️⃣
ამჯერად ტრადიციული აქტივობებით შემოგიერთდებით🍂
როგორც წესი ამ დღეს ,,კანდიდში" უამრავი სტუმარი იყრის თავს, მათ შესაძლებლობა აქვთ ისიამოვნონ
პატარა კანდიდელების მონაწილეობით შესრულებული სხვადასხვა კუთხის საცეკვაო და მუსიკალური პერფორმანსებით 🍁ასევე, დაათვალიერონ შესაბამისი კუთხეების მახასიათებლებით გაფორმებული სივრცეები და მიირთვან ტრადიციული, უგემრიელესი კერძები🍂

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)