ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
გამოქვეყნებულია 26-05-2023, 13:59
🖌"არიან ისეთი ბრწყინვალე დღეები, რომლებიც განსაკუთრებულის ასოებით უნდა აღინიშნონ დემოკრატიის ისტორიაში, განსაკუთრებულის სიმტკიცით უნდა აღიბეჭდონ დემოკრატიის მეხსიერებაში, განსაკუთრებული ზეიმითაც უნდა უხდებოდეს დემოკრატია მათს მოტრიალებას." -ი.გომართელი
გ ი ლ ო ც ა ვ თ!
უწყვეტად დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩვენს მომავალს!🇬🇪
#არასოდესდაგავიწყდეს26მაისი
#შენთვისწარსულიდანმომავლისთვის
გამოქვეყნებულია 25-05-2023, 13:50
სიკეთის ნაბიჯებით ✨
ჩვენი თვითმმართველობის თავმჯდომარის, ანა ქვრივიშვილის ინიციატივით სკოლის სახელით საქველმოქმედო აქცია მოეწყო 🤝
შევაგროვეთ გარკვეული რაოდენობის პროდუქტი და მოსწავლეებმა საკუთარი ხელებით გადასცეს იმ ადამიანებს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდებოდა 🪄
მსგავსი აქცია უკვე მეორედ ჩატარდა და ვფიქრობთ ამ სახის ღონისძიებებს მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის ჩვენს მოსწავლეებში ჰუმანური თვისებების ჩამოყალიბებაში 🤗
#საქველმოქმედოაქცია
#როცაშეგიძლიაგაახარო
გამოქვეყნებულია 17-05-2023, 13:44
ჩვენ ვსწავლობთ "ვეფხისტყაოსანს" ✨
მეექვსე ა კლასის მოსწავლეები "ვეფხისტყაოსანს" ეცნობიან ❤️
_________________________________
ქეთი მასწავლებელთან ერთად იმუშავეს პროექტზე, გაიცნეს შოთა რუსთაველი და წარმოადგინეს პოემის ცალკეული ეპიზოდები 👏
გამოქვეყნებულია 17-05-2023, 13:32
⏳დრო... მისი აღმატებულება დრო გადის და ტოვებს იმ კვალს, რომელსაც სიბერე ჰქვია...
🌞მზე, რომელიც მათ გულში ცხოვრობს ძველებურად მწველია, რადგან ასაკი ციფრებია მხოლოდ. ჩვენც დავბერდებით...
✨3 ა კლასის მოსწავლეებმა გვაჩვენეს წარმოდგენა:
"სიბერემ დაგვპატიჟა პაემანზე" 💫
ხელმძღვანელები: ანა დოლბაია და ნათია სულაქველიძე 😊
გამოქვეყნებულია 12-05-2023, 13:26
მადლიერება რომელიც არაა გაზიარებული, არაფერს ემსახურება 🙌
დღეს ჩვენი მაღალრეიტინგული მოსწავლეების მშობლებს ვუმასპინძლეთ 🤗 მათ ხომ ყველაზე მეტად ეამაყებათ შვილების წარმატება ✨
გადავეცით მადლობის ფურცლები და მათთან ერთად ვნახეთ რუბრიკა "ჩემი აზრით..." 🫣💌
გამოქვეყნებულია 5-05-2023, 13:14
ჩვენი ეკოკლუბი "კირკე" აგრძელებს მუშაობას 🙌🌿
🔌ამჯერად, ეკოკლუბელები და X ა კლასის მოსწავლეები პროექტის "დაახარისხე და დაამუშავე" ფარგლებში "ტენეს" საწარმოს ესტუმრნენ
🎯პროექტის მიზანი იყო საწარმოს შემქნის იდეის, მუშაობის პრინციპების გაცნობა და გადამუშავების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება
♻️ საწარმოში ვიზიტი განხორციელდა მდგრადი განვითარების მე-12 მიზნის ფარგლებში მოქალაქეობისა და ბიოლოგიის პედაგოგების ინტეგრირებული მუშაობით
🌿 მიგვაჩნია, რომ გარემოზე ზრუნვის პროცესში გადამწყვეტია მოსწავლეებმა გაითავისონ ნარჩენების სწორად მართვის და შესაბამისად რესურსების დაზოგვის მნიშვნელობა
♻️ სასკოლო სივრცეში ყოველდღიურად უამრავი ნარჩენი გროვდება. მკვეთრად ჩანს, რომ მათ შორის დიდი რაოდენობითაა პლასტმასა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი პროდუქტი, ხოლო მისი გადამუშავება შესაძლებელია ✅
გამოქვეყნებულია 2-05-2023, 13:10
დროა დაწყებითი საფეხურის პედაგოგებზეც ვისაუბროთ!
ეკატერინე ხმალაძით დავიწყებთ🤗 მიზეზები უხვად გვაქვს🙌
📌პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ ეკა მასწავლებელს სკოლაში მუშაობის 22 წლიანი გამოცდილება აქვს
📌ამასთან უმეტესწილად შეთავსებით კათედრის ხელმძღვანელია, რაც დაგვეთანხმებით მეტად საპასუხისმგებლო საქმეა
📌აღსანიშნავია მისი განსაკუთრებული თანამშრომლობითი დამოკიდებულება კოლეგებთან მიმართებაში
📌უმაღლესი დონის მორალის და ემპათიის უნარებით დაჯილდოვებულს ყოველთვის შეუძლია მოსწავლეთა თვალით დაინახოს სამყარო 🌏 🙌
👩‍🏫 ️2001 წლიდან მუშაობს სკოლის პედაგოგად 👩‍⚕️ ჩვენს გუნდს კი 8 წელია შემოუერთდა
✅2013 წელს - ბუნებისმეტყველებაში, ხოლო 2015 წელს - დაწყებით პედაგოგიკაში მოიპოვა უფროსი მასწავლებლის სტატუსი (I - IV კლ)
✅2022 წელს კი წარმატებით დაძლია წამყვანი მასწავლებლის გამოცდა 👏
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)