ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
პირველი ადგილი კონკურსში ,,ჩემი ჯარისკაცი’
border
ჩვენი სკოლის მე-11 კლასელმა ანანო ქუხილავამ გაიმარჯვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობით ჩატარებულ ესეების კონკურსში ,,ჩემი ჯარისკაცი’’. იგი 26 მაისს საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბურჭულაძემ.
პირველი ადგილი კონკურსში ,,ჩემი ჯარისკაცი’
მაისის თვეში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობით ჩატარდა ესეების კონკურსი ,,ჩემი ჯარისკაცი’’ . კონკურსის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული გრძნობის ამაღლება, ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრების ხელშეწყობა. კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ზემოაღნიშნულ თემაზე დაეწერათ ესეები, რომლებშიც გამოხატავდნენ საკუთარ მოსაზრებებს, დამოკიდებულებებს და სურვილებს ქართველი ჯარისკაცების მოღვაწეობასთან დაკავშირებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.კონკურსში მონაწილეობა მიიღო თბილისის სკოლების 125-მა მოსწავლემ. III-XII კლასების ასაკობრივი ჯგუფში გაიმარჯვა ჩვენი სკოლის მე- 11 კლასელმა ანანო ქუხილავამ,რომელიც 26 მაისს ,თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და თავდაცვის მინისტრმა ,ირაკლი ალასანიამ და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბურჭულაძემ.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)