ახალი პროექტი: ფილმის-ჩვენება განხილვა
border
"მკვდარი პოეტების საზოგადოება"
2015 წლის 14 თებერვალს შპს „კანდიდი“ საშუალო სკოლის IX-XII კლასის მოსწავლეთათვის ფილმის ჩვენება მოეწყო. სკოლის ბიბლიოთეკაში ერთობლივად ვნახეთ რობინ უილიამსის მონაწილეობით უკვდავი ფილმი - „მკვდარი პოეტების საზოგადოება“.
ფილმის დასრულების შემდეგ მოეწყო ფილმის განხილვა, შთაბეჭდილებების გაზიარება... მოსწავლეებმა იმსჯელეს ფილმში წამოჭრილი პრობლემების შესახებ, რომელიც დღესაც დგას უამრავი ცალკეული ინდივიდის, ასევე საზოგადოების წინაშე. როგორიცაა თაობებს შორის უთანხმოება, პირადი არჩევანის თავისუფლება, ადამიანთა შორის ურთიერთობები და ა.შ
რა არის პოეზია? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დოქტორი პრიჩერდი შემოგთავაზებდათ გარკვეული გეომეტრიული ღერძების აგებას, პოეტებისთვის ქულების მინიჭებას და ბაირონისა თუ შექსპირის კოორდინატების მოძებნას ამ ღერძზე . . . აი სკოლის გაზეთის ყოფილი რედაქტორი, ფეხბურთის სასკოლო გუნდის ყოფილი კაპიტანი და ქალაქ ველტონის აკადემიის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ჯონ კიტინგი პოეზიაში საზღვრებისა და გისოსების დაწესების წინააღმდეგია. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ საზღვრებსა და გისოსებს ის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ეწინააღმდეგება.
Carpe diem - „დაიჭირე წამი“ . ყოველი დღის სათანადოდ გამოყენება ჯონ კიტინგის მთავარი პოსტულატია. მის მიერ ჩატარებული პირველი გაკვეთილის შემდეგ, მთელი ფილმის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ მოსწავლეების გამოღვიძებას, გათავისუფლებას. ვაჟების გამოღვიძების ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი, მათ მიერ ძველი ტრადიციის “მკვდარი პოეტების საზოგადოების” აღდგენაა. მართალია ღამით ძველ ინდიელთა გამოქვაბულში ყმაწვილების შეკრება და ლექსების კითხვა ერთი შეხედვით დიდი ვერაფერი რევოლუციაა, მაგრამ იმ სიტუაციაში ეს მოსწავლეების ერთადერთი ქმედებაა, რომლითაც ისინი ეწინააღმდეგებიან სკოლის ტირანულ შინაგანაწესს.
მასწავლებელმა შეძლო თვალი აეხილა და დამოუკიდებლად აზროვნება ესწავლებინა ყმაწვილებისთვის, რომლებიც ადრე თუ გვიან კაცები გახდებიან. ტოდ ანდერსონმა კი დაბრკოლება ვერ გადალახა.
საბოლოოდ ეს ის ფილმია, რომელიც ფიქრის საშუალებას გაძლევს. ეს არის ფილმი მამებისთვის, რომლებიც მსახიობობის მოსურნე შვილს აძალებენ ექიმი გახდეს. ეს არის ფილმი შვილებისთვის, რომლებსაც საკუთარი ხმის ამოღების რცხვენიათ. ეს არის ფილმი ქართველებისთვის, რომლებიც დიდწილად განაპირობებენ ხოლმე თავიანთი პირმშოების პროფესიულ მომავალს. ეს არის ფილმი ბევრი რამის შესახებ...

ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

კინგსი
4-04-2023, 12:26
მასწავლებლები - საზოგადოების გმირები
30-03-2023, 19:12
2022-23 სასწავლო წლის კემბრიჯელები
16-02-2023, 22:19
ჩვენი ეკო კლუბი ,,კირკე“
8-06-2023, 23:13
მხიარული სტარტები - ახლა უკვე დაწყებით საფეხურზე
8-06-2023, 14:07
მხიარული სტარტები
8-06-2023, 13:44
შემაჯამებელი წარმოდგენა ახმეტელის თეატრში
3-07-2023, 00:36
სიკეთის ნაბიჯებით ✨
25-05-2023, 13:50
ჩვენი ეკოკლუბი "კირკე"
5-05-2023, 13:14
შეხვედრა ჩვენს მაღალრეუტინგულ მოსწავლეთა მშობლებთან
12-05-2023, 13:26
🌟წარმატებულების რუბრიკიდან
21-04-2023, 12:44
მორიგი გამარჯვება “FLEX”-ის გაცვლით პროგრამაში
30-03-2023, 19:21
კურსდამთავრებულები
27-02-2023, 22:46
კურსდამთავრებულები
16-02-2023, 22:43
კურსთამზთავრებულები
16-02-2023, 22:40
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
ბმულები
არქივი