ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა
border
თიკა მაკარაშვილი და ნინო თათენაშვილი მესამე ტურში გადავიდნენ
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა
20 მარტს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სამოქალაქო ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგად 201 გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთაც საჩუქრად გადაეცათ სერტიფიკატები, მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" ვაუჩერები და ელექტრონული წიგნები. დაჯილდოების ცერემონიალს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.
ბიძინა ივანიშვილმა ახალგაზრდებს მიმართა. როგორც მან აღნიშნა, ისინი არიან საქართველოს მომავალი – მომავალი მთავრობის წევრები და ადამიანები, რომლებმაც ხელისუფლება უნდა აკონტროლონ. სწორედ ამ ახალგაზრდებს შორის ორი სკოლა "კანდიდის" მოსწავლეცაა - თიკა მაკარაშვილი და ნინო თათენაშვილი. მათ წარმატებით გაიარეს ოლიმპიადის პირველი და მეორე ტურები და ემზადებიან ფინალური ტურისთვის. ფინალში გამარჯვებული 20 მოსწავლე გაემგზავრება ინგლისურის, გერმანულისა და ფრანგული ენების კურსებზე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)