ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
ფილმის-ჩვენება განხილვა
border
შპს „კანდიდი“ საშუალო სკოლის IX-XII კლასის მოსწავლეთათვის ფილმის ჩვენება მოეწყო.განხილული იქნა ბარი ლევინსონის ფილმი "წვიმის კაცი".
ფილმის-ჩვენება განხილვა
ჩარლი უხეში და ეგოისტი ახალგაზრდა ბიზნესმენია, რომელმაც თინეიჯერობისას მამამისის 1948 წლის ბიუიკი მოიპარა და ორი დღე ციხეში გაატარა. აღნიშნულ ინცინდენტთან დაკავშირებით მამასთან კონფლიქტი მოუვა და სახლიდან გაიპარება. მოულოდნელად იგებს, რომ მამა, რომელიც მას წლების განმავლობაში არ უნახავს გარდაიცვალა. მემკვიდრეობით კი მხოლოდ ვარდები და 49–წლის "ბიუიკი" ერგო. მოულოდნელ სიურპრიზად მისთვის იქცა ისიც, რომ მემკვიდრეობის უდიდესი ნაწილი, სამი მილიონი დოლარი ვიღაც რეიმონდს ერგო წილად. რაიმონდი აუტიზმითაა დაავადებული და მოთავსებულია ფსიქიატრიულ კლინიკაში, მას წარმოდგენა არა აქვს რა არის ფული და რისთვისაა საერთოდ ის საჭირო. რეიმონდს მომენტალურად შეუძლია გამოთვალოს რთული მათემატიკური ამოცანები. ჩარლი აღშფოთებულია, რომ მამამ დაუმალა ძმის არსებობა და თან მთელი ქონება რეიმონდს დაუტოვა. ის მიზნად დაისახავს თავისი "სამართლიანი წილი" დაიბრუნოს და ამ მიზნით თავისი უფროს ძმას გაიტაცებს კლინიკიდან. რამდენიმე დღიანი თანაცხოვრება ყველაფერს ცვლის... საოცარი მოგზაურობა დასავლეთ სანაპიროსკენ ჩარლის საშუალებას მისცემს თავისი ოდესღაც უგრძნობი სული ბორკილებისგან გაათავისუფლოს...
ფილმის ჩვენების შემდეგ მოეწყო ფილმის განხილვა... მოსწავლეებმა ისაუბრეს ფილმის გმირებზე, მიზანზე, რეჟისორის მთავარ სათქმელზე, შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირებზე... ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)