ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
საახალწლო კარნავალი
border
ტრადიციისამებრ წელსაც სკოლა „კანდიდში“ ჩატარდა საახალწლო კარნავალი, სადაც სკოლის მეორე და მესამე საფეხურის მოსწავლეებმა თვითმმართველობის ხელმძღვანელობით წარადგინეს სხვადასხვა სახის გასართობი, საცეკვაო და იუმორისტული ნომრები.
საახალწლო კარნავალი
ტრადიციისამებრ წელსაც სკოლა „კანდიდში“ ჩატარდა საახალწლო კარნავალი, სადაც სკოლის მეორე და მესამე საფეხურის მოსწავლეებმა თვითმმართველობის ხელმძღვანელობით წარადგინეს სხვადასხვა სახის გასართობი, საცეკვაო და იუმორისტული ნომრები. წლევანდელი კარნავალი გამორჩეული იყო იმით,რომ სკოლის ყველაზე აქტიურმა მასწავლებლებმა შეასრულეს საცეკვაო ნომერი -„ფლეშმობი“, რომელმაც განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და ოვაციები გამოიწვია. ასევე შარშანდელმა კურსდამთავრებულებმა სიურპრიზის სახით შემოგვთავაზეს სახალისო და საცეკვაო ნომერები.
კარნავალზე წარდგენილი იყო სხვადსხვა სახის ნომინაციები, სადაც კლასები, ინდივიდუალური შემსრულებლები და წყვილები დაჯილდოვდნენ, ასევე წლის მანძილზე ჩატარებული გამოკითხვების შედეგად დასახელდა ნომინაციებში გამარჯვებული მოსწავლეები და პედაგოგები შემდეგი ტიტულების მიხედვით: „საუკეთესო მასწავლებელი“, „წლის მოსწავლე“, „ წლის ფრთიანი ფრაზა“ , „ყველაზე კრეატიული“ და ა.შ.
სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს დამდეგ 2016 წელს სრულიად სასკოლო საზოგადოებას და უსურვებს წინსვლას, ულევ პოზიტივს და წარმაატებას !!!
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)