ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
ეროვნული არქივის პროექტში ჩვენი სკოლის მოსწავლე დასახელდა საუკეთესო მოთამაშედ
border
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ საუკეთესო მოთამაშე სკოლა „კანდიდის“ მოსწავლე თამარ ბერიძე გახდა, რომელმაც ყველაზე მეტ კითხვაზე გასცა სწორი პასუხი, ხოლო „კანდიდის“ გუნდი საქართველოს მაშტაბით მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.

ტელეკომპანიებმა-„მაესტრომ“ და „რუსთავი ორმა“ გააშუქეს სიუჟეტი, სადაც ინტერვიუები ჩამოართვეს ჩვენ წარმატებულ მოსწავლეს- თამარ ბერიძეს.
პროექტის ფინალური ეტაპი - ვიქტორინა - 21 და 22 მაისს გაიმართა.
საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. ეროვნული არქივი მდიდარია პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი როგორც წერილობითი, ისე ფოტო და კინოდოკუმენტებით. საგანმანათლებლო პროექტი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება.
საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები, ისევე, როგორც საუკეთესო მონაწილე, მომდევნო კვირაში ეროვნული არქივის დაწესებული სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდებიან.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)