ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
გაცვლითი სასწავლო პროგრამა ბულგარეთში
border
2016 წელს სკოლა „კანდიდი“-ს X-XI კლასების წარმატებულ მოსწავლეთა უმრავლესობამ, ასევე ინგლისური ენის პედაგოგებმა- დიანა კუნჭულიამ და თამარ ჯაფარიძემ, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს გაცვლით სასწავლო პროგრამაში.
გაცვლითი სასწავლო პროგრამა ბულგარეთში
2016 წელს სკოლა „კანდიდი“-ს X-XI კლასების წარმატებულ მოსწავლეთა უმრავლესობამ, ასევე ინგლისური ენის პედაგოგებმა- დიანა კუნჭულიამ და თამარ ჯაფარიძემ, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს გაცვლით სასწავლო პროგრამაში.
სასწავლო ჯგუფი 16 აპრილს გაემგზავრა ბულგარეთის ქ. დობრიჩს „რაიკო ცონჩევი“-ს სახელობის საერთაშორისო კოლეჯში. პროგრამა თავის მხრივ დატვირთული იყო როგორც საგანმანათლებლო, ისევე გასართობი აქტივობებით. მთავარი მიზანი გახლდათ სკოლა „კანდიდი“-ს მოსწავლეებისთვის კომუნიკაციის დამყარება უცხოელ სტუდენტებთან. საპრეზენტაციო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, ენის კულტურის დახვეწა, საერთაშორისო სტანდარტების გაცნობა, თვალსაწიერის გაფართოება და შემოქმედებითი უნარების განვითარება- რასაც როგორც სასწავლო ჯგუფმა, ასევე ადგილობრივმა მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი.
პროგრამა ითვალისწინებდა სხვადასხვა სახის აქტივობებში მონაწილეობას. ჩვენმა მოსწავლეებმა წარადგინეს პროექტი ბულგარეთის კულტურაზე, რელიგიაზე, ტურიზმსა და ისტორიაზე, რამაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა. შესაბამისად ბულგარეთის კოლეჯის სტუდეტებმაც მოამზადეს პრეზენტაციები საქართველოს შესახებ. მოსწავლეები ესწრებოდნენ ბრიტანეთიდან მოწვეული პედაგოგების გაკვეთილებს და მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა აქტივობებში. კოლეჯი ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით სწავლებას, კათედრების წარმომადგენლებისა და კოლეჯის ადმინისტრაციის ინიციატივით წარიმართა მნიშვნელოვანი პროექტი, სადაც როგორც ადგილობრივ, ასევე ჩვენი სკოლის მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა საკუთარი ხელით და არსებული რესურსის გამოყენებით შეექმნათ პროდუქტი და წარმოედგინათ ეფექტური პრეზენტაციის სახით. აღნიშნულ პროექტში გამარჯვებული თითოეული მოსწავლე დაჯილდოვდა 750 ევროიანი ვაუჩერებით, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია აღნიშნული კოლეჯის დონორ უნივერსიტეტებში სწავლების დაფინანსებისთვის, ვაუჩერები მოსწავლეებს საზეიმოდ გადაეცათ.
ასევე გაიმართა ფილმის განხილვა, რომელის თემატიკაც ასაკობრივ მიმართულებებს ითვალისწინებდა, ფილმის დასასრულს დისკუსიაში ჩაება ყველა მონაწილე.
გაცვლითი პროგრამა გამოირჩეოდა იმით, რომ მოსწავლეებმა ადგილობრივ სტუდენტებთან ერთად დაათვალიერეს ღირშესანიშნავი ადგილები. მოინახულეს როგორც ძველი, ასევე თანამედროვე კულტურული ძეგლები. პროგრამა წარმატებით დასრულდა, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ბულგარეთის კოლეჯის წარმომადგენლები საქრთველოში სტუმრობას გეგმავენ.
სასწავლო ჯგუფი დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით და ემოციებით აღსავსე დაბრუნდა საქართველოში.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)