ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
გლდანის რაიონის გამგეობის პროექტში ჩვენი მოსწავლე ღებულობდა მონაწილეობას
border
გლდანის რაიონის გამგეობის საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტი ,,ზოგადსაგანმანათლებლო ტრენინგები მოსწავლეთათვის“ დასრულდა. პროექტში გლდანში მდებარე საჯარო და კერძო სკოლების წარჩინებული მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.სკოლა კანდიდის მხრიდან პროექტში წარმოდგენილი იყო სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე X კლასის მოსწავლე მარიამ მარგებაძე.

ტრენინგებს უძღვებოდნენ ,,ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს“ (ELSA) ტრენერები (ხელმძღვანელი ქეთევან მჭედლიშვილი). 38-მა მოსწავლემ სამი დღე თელავში, სასტუმრო ,,ალაზნის ველში“ გაატარა და ტრენინგები შემდეგ თემებზე გაიარა: 1. ეფექტური კომუნიკაცია; 2. საჯარო გამოსვლა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები; ასევე იყო პრაქტიკული მაგალითები და ჩატარდა გუნდური სამუშაოები.
მოსწავლეებისთვის საინტერესო იყო გლდანის რაიონის გამგებელის, ბესიკ ქარცივაძის, საუბარი. მათი შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა, გამოიკვეთა მოსწავლეების სურვილები, იდეები; გაადაიღეს და წარმოადგინეს განსახორციელებელი პროექტების მოკლე ვიდეოპრეზენტაციები. ტრენინგის დასკვნით ეტაპზე, მოსწავლეებმა გლდანის რაიონის გამგებელთან მომავალი შეხვედრის სურვილი გამოთქვეს და თარიღიც ჩანიშნეს. ბ-ნი ბესიკ ქარცივაძე ახალგაზრდებს იდეების ხორცშესხმაში დახმარებას დაპირდა. გარდა ტრენინგებისა, ახალგაზრდები სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებშიც იყვნენ ჩართული. სასტუმროში ყველა პირობა იყო შექმნილი გუნდური მუშაობისათვის. პროექტის დასასრულს ყველა მონაწილეს სერთიფიკატები გადასცეს ბ-მა ბესიკ ქარცივაძემ და გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა - მარიამ კეშელავამ, ეკატერინე ნიკოლეიშვილმა და ნინო სვანიძემ. პროექტი გლდანის რაიონის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის განყოფილების მიერ განხორციელდა.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)