ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
გილოცავთ ახალი 2016-2017 სასწავლო წლის დაწყებას!
border
„ჩემო კარგებო, გილოცავთ სწავლის დაწყებას. ყოველი დღე, სკოლის კედლებში გატარებული,ყოფილიყოს თქვენთვის სიხარულის,წარმატებისა და ბედნიერების მომნიჭებელი"-სკოლის დირექტორი მარინე ქვრივიშვილი
გილოცავთ ახალი 2016-2017  სასწავლო წლის დაწყებას!
„ჩემო კარგებო, გილოცავთ სწავლის დაწყებას. ყოველი დღე, სკოლის კედლებში გატარებული,ყოფილიყოს თქვენთვის სიხარულის,წარმატებისა და ბედნიერების მომნიჭებელი.
ეს დღე მინდა განსაკუთრებით პირველკლასელებს მივულოცო, რადგან მათ სკოლის კარი დღეს პირველად შეაღეს. ისინი ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან .
მართალია, წინ ყველას დიდი შრომა გველის, მაგრამ ჩვენ მზად ვართ გემსახუროთ, ყველა პირობა შეგიქმნათ და ხელი შეგიწყოთ წარმატებების მიღწევაში!
მინდა მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება პედაგოგებსა და მშობლებს, ასევე წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს!
„კანდიდი“ იწყებს თქვენს სამსახურში დგომას! „
- ასე მიულოცა სკოლის დირექტორმა ქალბატონმა მარინე ქვრივიშვილმა სკოლის აღსაზრდელებს, პედაგოგებსა თუ მშობლებს სასწავლო წლის დაწყება.
ამის შემდეგ კი ღონისძიება გახსნეს სკოლის ყველა წლის კურსდამთავრებულმა წარმატებულმა მოსწავლეებმა. მათ თავის მხრივ მიულოცეს აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წელი და თითო ფრაზით განუმარტეს თუ რას მისცემდა თითოეულ მათგანს ეს სკოლა.
მილოცვის შემდეგ სკოლის ადმინისტრაციამ მოიწვია მოსწავლეთა გართობის მიზნით, ბავშვთა გასართობი ცენტრიდან „მინიონები“ და „ანიმატორები“, რომლებმაც ბავშვები სხვადასხვა სახალისო აქტივობებში ჩართეს.
ბოლოს კი პატარებმა მათთვის საგანგებოდ დამზადებული ტორტი დააგემოვნეს.
აქვე აღსანიშნავია, რომ საგანგებოდ მოწყობილმა სკოლის ორივე შენობამ კიდევ უფრო აამაღლა აღსაზრდელთა განწყობა.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)