ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
პროექტი–,,ხე ჩემი მეგობარია“
border
IIბ კლასის დამრიგებელმა რუსუდან ალიბეგაშვილმა განახორციელა პროექტი „ხე ჩემი მეგობარია“
პროექტის მიზანი გახლდათ:
მოსწავლეებს უკეთ უნდა შეძლებოდათ მცენარეების გარჩევა. მათი ძირითადი ნაწილების დასახელება და ამოცნობა. განსხვავებული მახასიათებლების ჩამოთვლა და არგუმენტირებული მსჯელობა თითოეული მათგანის აგებულებისა და დანიშნულების შესახებ.

პროექტი შედგებოდა 5 ეტაპისაგან. შევეცდებით ნაბიჯ-ნაბიჯ ავღწეროთ თითოეული მათგანი:
პროექტი–,,ხე ჩემი მეგობარია“
IIბ კლასის დამრიგებელმა რუსუდან ალიბეგაშვილმა განახორციელა პროექტი „ხე ჩემი მეგობარია“
პროექტის მიზანი გახლდათ:
მოსწავლეებს უკეთ უნდა შეძლებოდათ მცენარეების გარჩევა. მათი ძირითადი ნაწილების დასახელება და ამოცნობა. განსხვავებული მახასიათებლების ჩამოთვლა და არგუმენტირებული მსჯელობა თითოეული მათგანის აგებულებისა და დანიშნულების შესახებ.

პროექტი შედგებოდა 5 ეტაპისაგან. შევეცდებით ნაბიჯ-ნაბიჯ ავღწეროთ თითოეული მათგანი:
I ეტაპი– გასვლითი გაკვეთილი ბიოლოგიის მასწავლებელ ეკა მოლაშხიასთან
ქალბატონი ეკა IIბ კლასელებს გულთბილად დახვდა. ესაუბრა მცენარეთა შესახებ. და სპეციალურად შექმნილი სლაიდშოუს მეშვეობით მისცა მოსწავლეებს საშაულება ვიზუალურად აღექვათ მცენარეთა სტრუქტურა და გაცნობოდნენ გარკვეულ ჯგუფებს. მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ პროცესში . კითხვა პასუხის რეჟიმში შედგა გარკვეული ინტერაქცია და საბოლოოდ ბავშვები ძალიან გაახალისა ჯგუფურმა აქტივობამ.
II-ეტაპი -ინტერვიუ სკოლა ,,კანდიდი’’–ს დამფუძნებელ
ბ–ნ დავით ქვრივიშვილთან
შეხვედრა შედგა ჰოლში, ლიმონის ხესთან.ბატონი დავითი მეტად საინტერესო რესპოდენტი აღმოჩნდა.მოსწავლეების დასმულ კითხვებს ამომწურავად და საინტერესოდ პასუხობდა.ბავშვებს განსაკუთრებით მოეწონათ ლიმონის ხესთან დაკავშირებული ისტორია და გაიგეს,თუ რატომ ერქვა სკოლას „კანდიდი“.
პროექტის ეს ფაზა გარკვეულ განმუხტვას გულისხმობდა, რადგან სკოლის სახელწოდება დაკავშირებული იყო ლიმონის ხესთან, რაც თავისთავად მცენარეთა ჯგუფს მიეკუთვნება აქ ერთგვარი გადახვევა გაკეთდა არსებული თემის სხვა კონტექსტში გამოყენების კუთხით.
III-ეტაპი სტუმრად ,,გარდენიაში’’
ყვავილების ორანჟეა,ფერთა გამა,სულ სხვა სამყარო საიდანაც გამოსვლა აღარ გინდა....წლიდან წლამდე ციური სხეულების აქტიურობით დაკავშირებული ბუნების ოთხი დრო...სეზონურ ცვლილებებს მცენარეები უკეთ გვამცნობენ: ხე,ბუჩქი თუ ბალახი.ყველაფერი ერთად...,,გარდენიაში’’!
პროექტის ამ ფაზაზე მოსწავლეებმა უშუალოდ მოინახულეს მცენარეები, მოეცათ საშუალება შეხებოდნენ მათ, კიდევ ერთხელ გაეაზრებინათ მათი მახასიათებლები და ქოთნებზე მოეხატათ სხვადასხვა სახის ყვავილები, აღნიშნულ ქოთნებში საკუთარი ხელით ჩარგეს მცენარეები.

IV-ეტაპი . ინტერვიუ III და მე–IV კლასელებთან
მეორე კლასი მოსწავლეები მცენარეებთან დაკავშირებით მოფიქრებული კითხვებით და მომზადებული მიკროფონებით ეწვივნენ მესამე და მეოთხე კლასელებს.ინტერვიუს ღელვა ახლდა ორივე მხრიდან,მაგრამ ბრწყინვალედ გაართვეს თავი.
V- ეტაპი. შემაჯამებელი ეტაპი
თემის შეჯამებას ესწრებოდა სკოლის დირექტორი: ქ–ნ მარინა ქვრივიშვილი,მასწავლებლები: მაია კახაია,ეთი ჯანეზაშვილი, ეკა ხმალაძე და IIბ კლასის მშობლები.
პროექტის ,,ხე ჩემი მეგობარია“ შეჯამება მოხდა სკოლა ,,კანდიდი“–ს დაწყებითი საფეხურის შენობის ეზოში, შემდეგი აქტივობების განხორციელებით:
აქტივობა-1 საქართველოს რუკაზე მოსწავლეებმა მიაწებეს აპლიკაციის ,,ხე“
აქტივობა–2 გამოკითხვა: რა ასწავლათ მოსწავლეებს ამ პროექტმა?
აქტივობა-3 ბავშვებმა აღნიშნულ თემატიკაზე მოძიებული ლექსები წაიკითხეს
აქტივობა- 4 მოსწავლეებმა ჩანეწერად ქცეული საკუთარი შთაბეჭდილებები გააცნეს აუდიტორიას
აქტივობა –5 შესრულდა ერთგვარი ჩანახატები სახელწოდებით ,,ყველაზე მეტად რა დამამახსოვრდა“
აქტივობა -6 წერილი მეგობარს, ამ ფაზაზე მოსწავლეებმა წერილი დაუწერეს უცნობ მეგობრებს, ჩადეს კონვერტში და ბუშტებმობმული გაუშვეს ჰაერში.(გთხოვთ,ნუ მოჭრით ხეს,თუ მოჭრით ახალი ნერგი დარგეთ!)
მე–7 აქტივობა ნერგების დარგვა სკოლის ეზოში. ამ პროცესში ჩართულები იყვნენ: მშობლები, მოსწავლეები და ბავშვები.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)