ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალი წლის დადგომასთან დაკავშიებით აცხადებს ფოტო კონკ
border
მეგობრებო, საახალწლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გადაწყვიტა წაახალისოს სკოლები და მისცეს მათ სტიმული, მორთონ ყველაზე ლამაზად თავიანთი სკოლა და მოიგონ ”Smart-Board” (ჭკვიანი დაფა), რომელიც ძალიან ბევრ საშუალებას იძლევა, რათა საინტერესო გახდეს საგაკვეთილო პროცესი.
მეგობრებო, საახალწლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გადაწყვიტა წაახალისოს სკოლები და მისცეს მათ სტიმული, მორთონ ყველაზე ლამაზად თავიანთი სკოლა და მოიგონ ”Smart-Board” (ჭკვიანი დაფა), რომელიც ძალიან ბევრ საშუალებას იძლევა, რათა საინტერესო გახდეს საგაკვეთილო პროცესი.
ინფორმაცია ჭკვიანი დაფის შესახებ-Smart Board“-ი მოზრდილი სენსორული დაფაა, რომელიც კომპიუტერის სამუშაო მაგიდის გადიდებულ ვერსიას გვიჩვენებს. მასზე ყველა მოქმედება ელექტრონულად ხორციელდება და გამოიყენება ნებისმიერი საგნის სწავლების პროცესში. ინტერაქტიური დაფა სამართავად მარტივია, მასზე წერა ციფრული “მელნითაა” შესაძლებელი, იგი იძლევა ნაშრომის შენახვის საშუალებას და ყველაფერი ეს უბრალოდ თითების შეხებით ხორციელდება. საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას დაფა ვირტუალური ლაბორატორიის ფუნქციას იძენს.
მასწავლებელს ელექტრონული დაფის გამოყენებით შეუძლია მოსწავლეებს ტესტირება ჩაუტაროს, მოსწავლეები დისტანციური მართვის პულტების დახმარებით დააფიქსირებენ პასუხების თავიანთ ვარიანტებს.კვლევებმა აჩვენა, რომ smart board-ის გამოყენება ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას და მათ აკადემიურ მოსწრებას, ამცირებს ახალი მასალის ახსნასთან დაკავშირებულ სირთულეებს და ხელს უწყობს მასალის დამახსოვრებას.
თუ სურვილი გაქვთ თქვენს სკოლას გადმოეცეს საჩუქრად ”Smart Board” ამისთვის უნდა მიიღოთ მონაწილეობა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში.
ფოტო-კონკურსი - ”ახალი წელი სკოლაში”

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით facebook-ის მომხმარებლებისთვის ახალ ფოტო კონკურსს, ” „ახალი წელი სკოლაში” აცხადებს;
გამოაგზავნეთ ფოტო საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროს ოფიციალურ მეილზე educationgovge@gmail.com მიუთითეთ ფოტო კონკურსის სახელწოდება და სკოლის სახელწოდება;
ფოტო მასალის მიღება გაგრძელდება 2012 წლის 14 იანვრის ჩათვლით;
კონკურსის ფარგლებში გამოგზავნილი ფოტო მასალა ადმინისტრატორის მიერ გადატანილ იქნება ფოტო ალბომში „ახალი წელი სკოლაში”
სულ გამოვლინდება სამი გამარჯვებული სკოლა:
1. ერთი გამარჯვებული გამოვლინდება Like-ების რაოდენობის მიხედვით და შეფასდება თქვენს მიერ;
2. მეორე გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური;
3. მესამე გამარჯვებულს გამოავლენს უშუალოდ მინისტრი.
გამოგზავნილი მასალა პირდაპირ კავშირში უნდა იყოს თემატიკასთან;
ყველა ფოტო, რომელიც არ პასუხობს თემატიკას და არის უცენზურო ავტომატურად ამოვარდება კონკურსიდან;
თითო სკოლას შეუძლია წარმოადგინოს თითო საკონკურსო ფოტო;
ფოტო უნდა იყოს გადაღებული თქვენს სკოლაში, თქვენს მიერ;
ფოტო აუცილებლად უნდა გამოაგზავნოს სკოლის ადმინსიტრაციის თანამშრომელმა ან დირექტორმა და მიუთითოს თავისი სახელი გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია.
გამარჯვებული გამოვლინდება 2012 წლის 14 იანვარს, 18:00 საათზე;
გამარჯვებულ სკოლებს საჩუქრად გადაეცემათ Smart-Board-ები.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)