ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
დღეს გაკეთებული სწორი არჩევანი ხვალინდელი წარმატების საწინდარია
border
"ჩემი სკოლა ჩემი მეორე ოჯახია" დრო ძალიან სწრაფად გავიდა... თითქოს გუშინ იყო სკოლაში პირველად რომ შევაბიჯე და აგერ უკვე აბიტურიებტი ვარ. ბავშვობის წლები თითქმის მიილია. მალე დავემშვიდობები სკოლის მოსწავლის სტატუსს და ახალ რეალობაში გადავინაცვლებ. რაც უფრო ახლოვდება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელება, მით მეტად მიმძაფრდება გასული წლების ნოსტალგია და სკოლის სიყვარული. მერწმუნეთ, რთულია იმ კომფორტსა და სითბოსთან შელევა, რომელიც სკოლა "კანდიდში" სუფევს. აქ ხომ ყველა პირობაა შექმნილი საუკეთესო განათლების მისაღებად, საკუთარი უნარების წარმოსაჩენად და ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის. პედაგოგები სულსა და გულს დებენ თითოეულ მოსწავლეში. სასკოლო საგნებთან ერთად სიყვარულს, ერთგულებას, სხვისი აზრის პატივისცემას, თანაგრძნობასა და თანადგომას , გვასწავლიან. ჩვენი სკოლა ნამდვილად ეხმარება მოსწავლეებს ლიბერალურ და დემოკრატიულღირებულებებზე დამყარებული ცნობიერების ჩამოყალიბებაში.სწორედ ამ გარემოებათა ერთობლიობის შედეგია სხვადასხვა აქტივობებში, სასკოლო და სპორტულ ოლიმპიადებსა თუ სამუსიკო ფესტივალებზე წარმატებული მოსწავლეების სიმრავლე, წარჩინებული კურსდამთავრებულები. ჩემი სკოლა ერთი დიდი ოჯახია, სადაც საქართველოს ღირსეულ მომავალს უზრდიან. აქ ყველანი, ყოფილი თუ ამჟამინდელი მოსწავლე და მასწავლებელი, სიამაყით ვატარებთ ნამდვილი "კანდიდელის" სახელს.
დღეს გაკეთებული სწორი არჩევანი ხვალინდელი წარმატების საწინდარია
ანა ჩვენი მეთორმეტე კლასელია, რომლითაც ვამაყობთ. გთავაზობთ მისი წარმატებების ჩამონათვალს, იმედს ვიტოვებთ რომ ეს ჩამონათვალი უსასრულოდ გაგრძელდება:
1) ოლიმპიადა "შერლოკი" არასაგნობრივი ტური - "მოაზროვნე" მე-2 ადგილი, 2015 წლის გაზაფხული ;
2) "კინგსი" ქართული ენა მე-3 ხარისხის დიპლომი, 2015 წლის გაზაფხული ;
3) "კინგსი" მათემატიკა, მე-2 ხარისხის დიპლომი, 2015 წლის შემოდგომა ;
4) "კინგსი 2016 წლის გაზაფხულის სეზონი, ქართული (საუკეთესო შვიდეულში) მე-5 ადგილი, მე-3 ხარისხის დიპლომი ;
5) "კინგსი" 2016 წლის გაზაფხულის სეზონი, მათემატიკა, (საუკეთესო შვიდეულში) მე-6 ადგილი, პირველი ხარისხის დიპლომი;
6) ოლიმპიადა "ვერიტასი" 2016 წლის გაზაფხული, ქართული, პირველი ხარისხის დიპლომი;
7) ოლიმპიადა "ვერიტასი" 2016 წლის გაზაფხული, მათემატიკა - პირველი ადგილი 8.) ოლიმპიადა "სმარტი" 2016 წლის გაზაფხული, მათემატიკა, მე-3 ხარისხის დიპლომი;
9) "კინგსი" 2016 წლის შემოდგომა, ქართული, (საუკეთესო შვიდეულში) მე-5 ადგილი, მე-3 ხარისხის დიპლომი;
10) ოლიმპიადა "სმარტი" 2016 წლის შემოდგომა, მათემატიკა, მე-4 ადგილი, გამარჯვებული ნომინაციაში - "საუკეთესო მიგნება";
სკოლა "კანდიდი" უსურვებს წარმატებებს...
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)