“Flex“-ის პროგრამაში გამარჯვებული კანდიდელი, ნინო თათენაშვილი აშში უფასოდ ისწავლის !
border
„Flex“-მომავალი ლიდერების გაცვლითი პროგრამა ამერიკაში.,,ფლექსი”ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების,მათ შორის ქართველი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი გაცვლითი პროგრამაა, რომლის გამარჯვებულებიც 1 წლით მიემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში,სადაც სწავლობენ სხვადასხვა ინგლისურენოვან სკოლებში და ცხოვრობენ მასპინძელ ოჯახებში. მათ ამერიკულ ცხოვრებას მთლიანად უზრუნველყოფს ამერიკის მთავრობა.კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი სკოლის IX, X და XI კლასის მოსწავლეებს. აღსანიშნავია,რომ წელს სკოლა „კანდიდის“ მოსწავლე ნინო თათენაშვილი მიემგზავრება ამერიკაში. მან საკმაოდ რთული და საინტერესო გზა განვლო გამარჯვებამდე!
გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:
-ნინო პირველ რიგში გილოცავთ წარმატებას. სულ ცოტაც და სრულიად ახალ გარემოში აღმოჩნდები,როგორია განწყობა?- თავიდან, როცა ჩემი წასვლის ამბავი ახალი გაგებული მქონდა ,უბედნიერესი ვიყავი.ვგრძნობდი,რომ ცდამ და ლოდინმა შედეგი გამოიღო და მიზანს მივაღწიე.ახლა,როდესაც გამგზავრების თარიღი ძალიან ახლოსაა ვხვდები, თუ რამხელა ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში მშობლებს,სახლს, და მეგობრებს.რთულია მათი დატოვება,თუმცა განწყობა მაინც ოპტიმისტური მაქვს. ეჭვი არ მეპარება მომავალი წელი საუკეთესო იქნება ჩემს ცხოვრებაში. ერთი წელი მალე გავა და დიდი გამოცდილებით დავუბრუნდები საქართველოს-ქვეყანას, სადაც ჩემი ადგილია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს სკოლას, რომლის გარეშეც ვერაფერს მივაღწევდი. სწორედ სკოლის ინიციატივით მივიღე ამ პროექტში მონაწილეობა. გული მწყდება, რომ დამამთვრებელ კლასს ვერ გავატარებ იმ თბილ ოჯახში, რომელსაც „კანდიდი“ ჰქვია, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მე მაინც სამუდამოდ კანდიდელი მერქმევა და ვამაყობ ამით.
-,,ფლექსი“,როგორც ამერიკული ოცნების ასრულება.მოგვიყევი კონკურსის შესახებ.
-მომავალი ლიდერების გაცვლით პროგრამას ამერიკული საბჭოები ახორციელებს.პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად საქართველოდან 80 მოსწავლე იგზავნება ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად ერთი წლით.კონკურსში გასამარჯვებლად სამი ტური და გასაუბრება წარმატებით გავიარე,რომელმაც საბოლოო გამარჯვებამდე მიმიყვანა.ამერიკაში, ჩემი და ჩემი მეგობარი ფინალისტების წარმატებულ წელს და სრულფასოვან განათლებას ამერიკის მთავრობა და ამერიკული საბჭოები უზრუნველყოფს.
-რას ელოდები ,,ფლექსის“ პროგრამიდან ,როგორც ამერიკაში, ასევე საქართველოში დაბრუნების შემდეგ?
- ,,ფლექსის“ პროგრამა სტუდენტებს ამერიკულ ოჯახებში ანაწილებს,საშუალება გვეძლევა ერთი წელი ვისწავლოთ ამერიკულ სკოლებში.პროგრამა მაქსიმალურად ზრუნავს ჩვენს უფლებებზე და კომფორტზე.საქართველოში დაბრუნების შემდეგ,გაცვლით სტუდენებს,როგორც ,,ფლექსის“ კურსდამთავრებულებს ეძლევათ უამრავი შესაძლებლობა, ჩაერთონ ამერიკული საბჭოების მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა აქტივობებში,აიმაღლონ კვალიფიკაცია და გაუზიარონ გამოცდილება მომავალ კონკურსანტებს.
- როგორც ცნობილია ,,ფლექსში“ გამარჯვება არც ისეთი მარტივია, შენი გამოცდილებიდან რას ურჩევ მომავალ თაობას? მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ,,ფლექსის“ კონკურში ინგლისურის ცოდნას მხოლოდ პირველი და მეორე ტური ამოწმებს.მეორე ტურის გადალახვა ნიშნავს,რომ მოსწავლეს ინგლისური ენის დამაკმაყოფილებელი ცოდნა გააჩნია.მთავარი ბრძოლა იწყება მაშინ, როდესაც საკუთარი ცხოვრების და გამოცდილების შესახებ წერ ესსეებს და რაც მთავარია გადიხარ გასაუბრებას ამერიკული საბჭოების წარმომადგენლებთან.უმცროს თაობას ვურჩევ, რომ იყვნენ მეტად აქტიურები, ჩაერთონ კონკურსებსა თუ სხვადასხვა აქტივობებში,რადგან დააგროვონ გამოცდილება მომავალი სირთულეების დასაძლევად. ,,ფლექსი“ ჩემთვის უზარმაზარი ტრამპლინი აღმოჩნდა.ამ კონკურსში გამარჯვება კი ჩემი გამოცდილების და გულწრფელობის საშუალებით შევძელი.ყველა სტუდენტი, რომელიც მიზნად გამარჯვებას დაისახავს უნდა იმუშაოს, როგორც უცხო ენის უკეთესად შესწავლაზე,ასევე კომუნიკაციის და ლიდერული უნარჩვევების განვითარებაზე და რაც მთავარია, კარგად უნდა გაითავისოს, რომ ამერიკაში ის საქართველოს სახელით მიდის და იქაური გამოცდილებით კვლავ საქართველოს უნდა გამოადგეს!

ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

კინგსი
4-04-2023, 12:26
მასწავლებლები - საზოგადოების გმირები
30-03-2023, 19:12
2022-23 სასწავლო წლის კემბრიჯელები
16-02-2023, 22:19
ჩვენი ეკო კლუბი ,,კირკე“
8-06-2023, 23:13
მხიარული სტარტები - ახლა უკვე დაწყებით საფეხურზე
8-06-2023, 14:07
მხიარული სტარტები
8-06-2023, 13:44
შემაჯამებელი წარმოდგენა ახმეტელის თეატრში
3-07-2023, 00:36
სიკეთის ნაბიჯებით ✨
25-05-2023, 13:50
ჩვენი ეკოკლუბი "კირკე"
5-05-2023, 13:14
შეხვედრა ჩვენს მაღალრეუტინგულ მოსწავლეთა მშობლებთან
12-05-2023, 13:26
🌟წარმატებულების რუბრიკიდან
21-04-2023, 12:44
მორიგი გამარჯვება “FLEX”-ის გაცვლით პროგრამაში
30-03-2023, 19:21
კურსდამთავრებულები
27-02-2023, 22:46
კურსდამთავრებულები
16-02-2023, 22:43
კურსთამზთავრებულები
16-02-2023, 22:40
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
ბმულები
არქივი