ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
ანა გოგალაძს თვალით დანახული ექსკურსია--VIIბ კლასი
border
მზემ გამოანათა, დათბა და ჩვენც მაშინვე დავიწყეთ იმაზე ფიქრი თუ სად წავსულიყავით ექვსკურსიაზე... საუკეთესო გადაწყვეტილებაც მივიღეთ და გავეშურეთ სოფელ საგურამოში მდებარე ზედაზენის ქარხანაში.ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.იქ მისვლისას დაგვხვდა ბატონი ლევანი, რომელმაც არაჩვეულებრივი სანახაობა მოგვიწყო. მოგვიყვა ქარხნის ისტორია, ასევე გავიგეთ და ვნახეთ თუ როგორ მზადდება და რა პროცესებს გადის ჩვენი საყვარელი სასმელები მანამ, სანამ ჩვენამდე მოაღწევენ. წამოსვლისას კი დაგვასაჩუქრეს კიდეც.
ანა გოგალაძს თვალით დანახული ექსკურსია--VIIბ კლასი
ასევე გადმოგვცეს სერთიფიკატები,იმის დასტურად,რომ ჩვენ ზედაზენის „მეგობრები“ ვართ. შემდეგ კი გავეშურეთ ქანდაში,სადაც მამა სერაფიმეს უნდა შევხვედროდით. გადავწყვიტეთ პატრიარქის პროექტში ჩავრთულიყავით და გაგვემწვანებინა საქართველო, ამიტომაც ვესტუმრეთ საქართველოს სანერგეს, შევიძინეთ ზეთისხილისა და ბზის ნერგები. ჩასვლისას კი ჩვენ მიერ ჩატანილი ნერგები საკუთარი ხელებით დაგვარგვევინეს. საათობით მოგვიწია გაჩერება.... იმის მიუხედავად, რომ ვიცოდით მამა სერაფიმეს ვერ ვნახავდით,იმედის ნაპერწკალი მაინც გვქონდა და აი,უცებ მამა სერაფიმეც გამოჩნდა! სიხარული,გაკვირვება,ყველანაირი განცდა ერთმანეთში გვერეოდა...ერთად ბევრი ფოტო გადავიღეთ , დაგვასაჩუქრა ხატებით.
შთაბეჭდილებები წარუშლელია და პირობას ვდებთ - მალე დავუბრუნდებით ქანდას,მამა სერაფიმეს!
-VIIბ კლასის მოსწავლე ანა გოგალაძე
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)