ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
სკოლის ეზო
border
ჩვენთვის არ არის ეკოლოგიისა და გარემოს დაცვითი თემები უცხო. სკოლა ,,კანდიდი“ მრავალი წელია ხვადასხვა სახის აქტივობებით ცდილობს ფეხი აუწყოს ამ გლობალურ თემებთან დაკავშირებულ გამოწვევებს.
სკოლის ეზო
ჩვენი სკოლის მოსწავლეები ხშირად სტუმრობენ ბოტანიკურ ბაღსა და ,,გარდენიას“, ღებულობენ სხვადასხვა სახის პროექტებში მონაწილეობას, უტარდებათ ,, მწვანე გაკვეთილები“. ამ წელს თვითმმართველებმა USAID-პროექტში ,,გარემოს დაცვა და ეკოლოგია“ გაიმარჯვეს, მიღებული დაფინანსებით გაარემონტეს და მოაწყვეს „მწვანე ოთახი’, სადაც ანალოგიურ თემებზე სხვადასხვა ჯგუფებთან ტარდება პრეზენტაციები. და ბოლოს გაჩნდა იდეაც სკოლაში მსგავსი ბაღის გაკეთების შესახებ.მით უმეტეს, რომ თითოეულ კლასში არიან შემოქმედებითი უნარით დაჯილდოებული მოსწავლეები.სკოლის უკან მდებარე ეზო დაიყო ზონებად,რომლებიც გაინაწილეს კლასებმა და დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ მუშაობას.დიზაინი და თითოეული დეტალი მოსწავლეების მიერ შეიქმნა. უამრავი მოძველებული ნივთები მოიტანეს სახლიდან, ზოგიც სკოლის ეზოში აღმოაჩინეს,რომლებსაც მეორე სიცოცხლე აჩუქეს და შეუცვლელ დეკორაციად აქციეს.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)