ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
თიკო ბერიაშვილი
border
რატომ კანდიდი?!
,,კანდიდი”- ადგილი, რომელმაც მასწავლა ადამიანებთან ურთიერთობა , სიყვარული, მეგობრობა და უამრავი სხვა რამ. მასზე გაუთავებლად შემიძლია ვილაპარაკო. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა , უკვე მეორე კურსზე ვარ და ყოველ დილით, როცა მაღვიძარა რეკავს და თვალს ვახელ, მინდა, რომ უნივერსიტეტის ნაცვლად, ჩემს მეორე სახლში მივდიოდე, სადაც უდიდესი სითბოთი და სიყვარულით მეგებებოდნენ.
თიკო ბერიაშვილი
რატომ კანდიდი?!
,,კანდიდი”- ადგილი, რომელმაც მასწავლა ადამიანებთან ურთიერთობა , სიყვარული, მეგობრობა და უამრავი სხვა რამ. მასზე გაუთავებლად შემიძლია ვილაპარაკო. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა , უკვე მეორე კურსზე ვარ და ყოველ დილით, როცა მაღვიძარა რეკავს და თვალს ვახელ, მინდა, რომ უნივერსიტეტის ნაცვლად, ჩემს მეორე სახლში მივდიოდე, სადაც უდიდესი სითბოთი და სიყვარულით მეგებებოდნენ.ჩემი ბავშვობის უტკბესი მოგონებები ჩმს სკოლას უკავშირდება და, ამავდროულად, მეუფლება სინანულის გრნობა, ვნანობ ყველა იმ გაცდენილ დღეს , საათს , წუთს, წამს, რომელიც ,, კანდიდის" გარეშე გავატარე. ამ დროს მინდა ვიტირო ,თან ყველას და ყველაფერს მოვეფერო, ეს კი ძალიან რთული და ემოციურა ჩემთვის .
მახსოვს, პირველად რომ მივედი სკოლაში, ბავშვები ტიროდნენ, მაგრამ ოდნავადაც არ ამცრემლებია თვალები .ალბათ ,მისვლის წამიდანვე ვიცოდ,ი რომ ეს ადგილი ჩემი მეორე ოჯახი გახდებოდა! გარკვეული პირობების გამო 4 წელი მომიწია სხვა სკოლაში გადასვლა და შემიძლია ვთქა, რომ ის ოთხი წელი არაფრისმომცემი იყო ჩემთვის...
ახლა ეკონომიკიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ და ორი წელია გაოგნებული ვარ იმ ფაქტით, რომ ჩემმა თანატოლებმა არ იციან რა არის ,, დიდი დეპრესია“, ,,გლობალიზაცია“ ( ქიმიაზე, ბიოლოლოგიაზე და ფიზიკაზე საუბარიც არ მინდა )კითხვას რომ ვსვამ: ,,როგორ შეიძლება ეს არიცოდე "პასუხად ის აქვთ ,რომ მათ მხოლოდ მათემატიკა სჭირდებათ და სხვა არაფერი ... ამაზე დიდი სისისულელე არაფერი მომისმენია ჯერ! ბევრი ვიფიქრე ამ ფაქტზე...საბოლოო დასკვნა ის არის, რომ მათ კანდიდში არ უსწავლიათ, არ ჰყოლიათ ისეთი მასწავლებლები, როგორებიც მე მყავდა. ისინი ყოველთვის ზრუნავდნენ იმაზე, რომ მოუმზადებლად მისულებსაც კი სკოლაში, გაკვეთილზევე გვესწავლა ყველაფერი. არასდროს ეზარებოდათ ერთისა და იმავეს ახსნა მემილიონედ, არც დამატებითი გაკვეთილების ჩატარება ეზარებოდათ მათთვის, ვისაც დახმარება სჭირდებოდათ.
შეუძლებელია, ნახევარ ფურცელზე დავატიო ის მიზეზები, თუ რატომ უნდა ისწავლოს ყველა ბავშვმა,, კანდიდში". ვფიქრობ, ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს შანსი გზა წარმატებისაკენ მხოლოდ სკოლა ,,კანდიდიდან გაიკვალოს. მიყვარს კანდიდი, ყოველი კუთხე-კუნჭული მიყვარს მისი !
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)