ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
დეა ბეკოშვილი
border
"კანდიდი"- სწორედ ის ადგილია, სადაც ჩემი ცხოვრების საუკეთესო 12 წელი გავატარე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კანდიდი ასოცირდება არამხოლოდ სკოლასათან, არამედ ერთ დიდ, ძალიან თბილ ოჯახთან, რომელმაც ჩემს აღზდაში დიდი როლი ითამაშა. აქ, სათანადო ცოდნასთან ერთად, შევიძინე უამრავი მეგობარი და ვისწავლე ,თუ როგორ ჩამოვყალიბებულიყავი პიროვნებად.ალბათ, არასდროს დამავიწყდება სკოლაში გატარებული დღეები, ის მოგონებები, რომლებიც ჩემს ბავშვობასთან ასოცირდება,კარნავალის წინ სკოლის დარბაზში გათენებული ღამეები, რომლებიც ახლა ღიმილით მახსენდება.
დეა ბეკოშვილი
"კანდიდი"- ესა ის ნათელი წერტილი, რომელზეც უბრალოდ ემოციების გარეშე არ შემიძლია საუბარი. სხვა სკოლებისგან განსხვავეთ, აქ რადიკალურად განსხვავებული ურთიერთობაა მოსწავლესა და მასწავლებელს, მოსწავლესა და დირექტორს შორის. სწორედ ამ თბილი, უშუალო დამოკიდებულებისა და გულწრფელი ემოცების გამო არ ვივიწყებთ კანდიდს და ყოველმა ჩვენგანმა იცის, რომ სკოლაში მისულს ყველა პედაგოგი ხელებგაშლილი და მოღიმარი სახით შეხვდება. კანდიდის ერთგვარი დევიზიც ხომ ესაა: "მშვიდობით არა, ნახვამდის!"
კანდიდში გატარებული დაუვიწყარი დღეებიდან გამოვარჩევდი ერთს, სწორედ იმ დღეს, როდესაც ჩვენთვის, მეთორმეტე კლასელებისთვის ბოლოჯერ დაირეკა სკოლის ზარი. ეს იყო ყველაზე ემოციური და სენტიმენტებით აღსავსე მომენტი, როდესაც გავაანალიზე რომ კანდიდს ვშორდებოდი და ცხოვრების ახალ ეტაპს ვიწყებდი. ბავშვობაში ფილმებს რომ ვუყურებდი, სულ ვოცნებობდი, მეც ამეგდო ქუდი ჰაერში და ასე დამემთავრებინა სკოლა, კანდიდმა ეს ოცნება ამისრულა!
ვფიქრობ, რომ სკოლა კანდიდი უბრალოდ ვერ იქნებოდა ასეთი განსაკუთრებული, რომ არ ჰყოლოდა გამორჩეული დირექტორი დედა-შვილი:ქალბატონი მარინა და მაია. ესენი არიან ის ადამიანები, რომელთა ღვაწლის არდანახვა უბრალოდ არ შეიძლება. რომ არა ქალბატონი მაია, მე ვერ წამომიდგენია სხვა ადამიანი, რომელიც,პირადად მე, ასეთ დიდ კომფორტს შემიქმნიდა მთელი ამ წლების განმავლობაში.მას არ უყვარს დოგმები,კლიშეები,საზღვრები. ყოველთვის აძლევს მოსწავლეს საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალებას და ,ხშირ შემთხვევაში ,იზიარებს კიდეც მათ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთ წამს არ მაძლევდა მოდუნების საშუალებას ,რაც ყველაზე მთავარია, ყოველთვის სჯეროდა ჩემი. სწორედ ამიტომ ვაფასებ ამ ადამიანს!
ალბათ საყვარელი ადამიანის დახასიათებისას,ყველას გვითქვამს, რომ მასთან ურთიერთობა კარგია,კომფორტულია,თავს ისე ვგრძნობთ, როგორც თევზი წყალში. აი,ასეთია ჩემი დამრიგებელი.ჩემი ნინი. ეს არის მასწავლებელი,მეგობარი,მესაიდუმლე,დაქალი. ემოციური და მგრძნობიარეა, ხუმარა და სენტიმენტალური. ჩვენი კლასის ინდივიდუალურობა ნამდვილად არის მისი დამსახურებაც. მან ჩვენთვის გააკეთა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც ბევრს არ შეუძლია.
და ბოლოს , "კანდიდი" ჩემს მეხსიერებაში ყოვლთვის დარჩება, როგორც ძალიან თბილი ოჯახი, რომელმაც ჩემი პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა და ეს ის ადგილია, რომელთანაც უამრავი დაუვიწყარი მოგონება მაკავშირებს!
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)