მარიამ გეგუჩაძე
border
რომ მკითხოთ, თუ როდის შემიყვარდა სკოლა „კანდიდი,“ ალბათ, პასუხს ვერ გაგცემთ, რაც შეგნებული ცხოვრება დავიწყე, იმ მომეტიდანვე არსებობს ეს სიყვარული ჩემში.
პირველი მოგონება? პირველი მოგონება უკავშირდება ჩემს პირველ ნაბიჯებს, როდესაც თეთრი ლურჯწიწკლიანი აბადოკით ბაღიდან გამოსული სკოლისაკენ მივიკვლევდი გზას.

6 წლის ვიყავი და „ძველი კანდიდის“ ეზოში ვიდექი გაწეწილი, რიჟა გოგონა. როგორც ყოველთვის ,უფროსი ძმების მეგობრების ყურადღებით ვიყავი განებივრებული, უაზროდ გაკრეჭილიც ვიდექი და ,ალბათ ,მაგიტომ მითხრა ერთ-ერთმა უფროსკლასელმა: „ეჰ, ეს პირველი კლასია კარგი, თორემ მერე, რომ დაიწყება..“ მაშინ უაზროდ გამეცინა მის სიტყვებზე, არ მესმოდა ეს ატმოსფერო როდისმე როგორ უნდა გამხდარიყო მომაბეზრებელი.
ჰოდა, ახლა 19 წლის ვარ. ვზივარ ამ შუაღამეს ჩემთვის და ვცდილობ ემოციებს ერთად მოვუყარო თავი და სიტყვებით გადმოვცე ის დამოკიდებულება, რაც სიტყვებით არ გადმოიცემა.
ახლა 19 წლის ვარ. 13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „კანდიდელი“ მეწოდა და მაინც ვერ ვხვდები, რა იგულისხმა იმ გოგომ,მაინც ვერ ვხვდები, როდის დგება დრო „როცა დაიწყება და მერე...“; როდისმე თუ დადგება დრო, როცა იმავე გულისძგერით არ შევაღებ იმ სკოლის კარებს, რომელიც ჩემთან ერთად გაიზარდა და რომელთან ერთადაც გავიზარდე მე.
სწორად წაიკითხეთ, არ მოგეჩვენათ, ჩვენ ერთად გავიზარდეთ. 6 წლის გაკრეჭილი გოგონა „გეგუდ“ გადაიქცა.დღეს მე სტუდენტი ვარ. გზა სტუდენტობამდე რთული იყო, თუმცა საინტერესო. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ეს საოცარი 14 წლიანი ისტორია ჩემ თვალწინ დაიწერა.
„კანდიდის“ გახსენებაზე პირველად „ლიმონის ხე“ და კანდიდის პერსონაჟი მახსენდება და არა წიგნის სისქე და წარმატებული ოლიმპიადები. ეს უფრო სხვა ამბავია, მრავალწლიანი ამბავი, რომელსაც ასე მარტივად ერთი გვერდით ვერ მოვყვები. ვერ მოვყვები და არ ვიცი, როგორ მოვიტან თქვენამდე...
სკოლიდან ყველაზე გვიან როდის დაბრუნებულხართ სახლში? მე შუაღამესაც კი .დირექტორის ოთახში თუ დამჯდარხართ და საათობით გილაპარაკიათ? მე კი, თითქმის ყოველდღე .ემოციებისგან დაცარიელებულს თუ დაგიწყიათ რაიმეს ძებნა, მაგრამ თავადაც არ იცოდით რისი... ამ დროს ვინმე თუ მოსულა თქვენთან და ლანგარზე დაუწყვია ის, რაც გჭირდებოდათ და დესერტიც თუ მიუდგამს გვერდით? სიმშვიდე თუ გიგრძვნიათ როდისმე? ნამდვილ სიმშვიდეს ვგულისხმობ. ირგვლივ თუ მიმოგიხედიათ როდესმე და გიფიქრიათ: „ამ ყოველდღიურობაში გავატარებდი მთელი ჩემი ცხოვრების პერიოდს, უკლებლივ ყველა დღეს შევწირავდი მას...“ მე მიფიქრია, მიფიქრია და ახლაც ვფიქრობ და ეს ისევ, რა თქმა უნდა ,ხდებოდა „კანდიდში“.
,,კანდიდი"მხოლოდ შენობა, მხოლოდ სკოლა არ არის. ის ბავშვობის გმირს, მეგობარს, თავშესაფარს ჰგავს. თითქოს ყოველ წამს მზად არის განზე გაშლილი ორივე ხელი მოგხვიოს და მაგრად ჩაგიკრას გულში; გზას აცდენილი „კანდიდელის გზას“ დაგაბრუნოს და მაგრად ჩაგკიდოს ხელი; ეს არ არის მხოლოდ სკოლა, სადაც მათემატიკას, ქართულს, ინგლისურს სწავლობ, აქ იღებ გაცილებით მეტს, აქ ყალიბდები პიროვნებად, ღირსეულ ადამიანად, აქ ყველაფერია იმისთვის, რომ გახდე ის, რასაც შენს სხეულში არსებული ,,მე"გთხოვს; აქ ყველაფერია იმისთვის რომ პირველ წელს, პირველ კლასში, პირველ ფურცელზე დაწერილი ოცნება აიხდინოთ.
რატომ „კანდიდი“?
ახლა ამას ვერ მიხვდებით, მაგრამ წლების შემდეგ, როცა თქვენს შვილებს „ლიმონის ხის ჩრდილის ქვეშ" დაინახავთ; იმ ლიმონის ხის ქვეშ, რომელიც „კანდიდთან“ ერთად დარგო, აი მაშინ მიხვდებით, რომ ყველაზე სწორი არჩევანი, რაც კი ოდესმე გაგიკეთებიათ, ეს იყო შანსის მიცემა თქვენი შვილისთვის,რომ ჰქონოდა იმედი, რწმენა, მომავალი, რომელიც ყოველთვის ელოდება და აუცილებლად მომავალშიც დაელოდება „იქ, ზევით, ტბასთან“...

ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

კინგსი
4-04-2023, 12:26
მასწავლებლები - საზოგადოების გმირები
30-03-2023, 19:12
2022-23 სასწავლო წლის კემბრიჯელები
16-02-2023, 22:19
ჩვენი ეკო კლუბი ,,კირკე“
8-06-2023, 23:13
მხიარული სტარტები - ახლა უკვე დაწყებით საფეხურზე
8-06-2023, 14:07
მხიარული სტარტები
8-06-2023, 13:44
შემაჯამებელი წარმოდგენა ახმეტელის თეატრში
3-07-2023, 00:36
სიკეთის ნაბიჯებით ✨
25-05-2023, 13:50
ჩვენი ეკოკლუბი "კირკე"
5-05-2023, 13:14
შეხვედრა ჩვენს მაღალრეუტინგულ მოსწავლეთა მშობლებთან
12-05-2023, 13:26
🌟წარმატებულების რუბრიკიდან
21-04-2023, 12:44
მორიგი გამარჯვება “FLEX”-ის გაცვლით პროგრამაში
30-03-2023, 19:21
კურსდამთავრებულები
27-02-2023, 22:46
კურსდამთავრებულები
16-02-2023, 22:43
კურსთამზთავრებულები
16-02-2023, 22:40
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
ბმულები
არქივი