ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
სანდრო ბეკოშვილი
border
როცა მეკითხებიან, რომელ სკოლაში ვსწავლობდი, იმდენი სათქმელი მიგროვდება ხოლმე, სიტყვების მწყობრი რიგი მაშინვე ირღვევა, ამოხეთქვას ლამობენ. მინდა , ძალიან მიდნა ყველას გავაგებინო, რომ საოცრად საოცარია (ტავტოლოგია, რომლიც კანდიდდთან მიმართებით არათუ დასაშვები, აუცილებელიცაა !!! ) ჩემი კანდიდი. ურთიერთობა, მეგობრობა, სიყვარული... არ არსბეობს ჩემს ცხოვრებაში ჩემი სკოლის გარეშე!
რა მომცა ჩემმა სკოლამ, როგორც იტყვიან, “educational background”-თან ერთად? თვითრწმენა, , ბრძოლის უნარი, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების ძალიან, ძალიან მყარი საფუძველი!
გგონიათ, მხოლოდ მოსწავლეობის პერიოდში ? დღესაც, ჩემი სკოლა ,ჩემი დირექტორი, ჩემი მასწავლებლები, პირადი მოტივაციაა ! არ ვიცი როგორ, რანაირად, ყოველთვის იციან ,რა ხდება ჩემ თავს, ახარებთ პატარა წარმატებაც და დიდი სიყვარულით მილოცავენ ხოლმე. ვგრძნობ, რომ ისევ იქ ვარ, არა მოსწავლის სტატუსით, ურბალოდ. საოცრად მახარებს ეს ფაქტი .
ყოველთვის, როცა კი მკითხავენ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტების შესახებ, უპირველეს ყოვლისა სკოლას გავიხსენებ ! რატომ? ამაზე საუბარიც კი ზედმეტია .
დიახ, მე ვარ ანანო, კანდიდელი, ამაყი იმით, რომ იქ სულ დიდი სიხარულით მელიან; ბედნიერი, რომ ამ დიდი ოჯახის წევრად შემიძლია დავიგულო თავი!
სანდრო ბეკოშვილი
მართლაც, აქ ისე ეგებებიან ყველა მოსწავლეს , როგორც ოჯახის წევრს. ყველაფერს აკეთებენ , რომ შენი ნიჭი წარმოაჩინო და გახდე ის , ვინც გინდა , გამოავლინო შნი მაქსიმალური შესაძლებლობები, გახდე წარმატებული , მოსიყვარულე, მეგობრული. ამ ყოველივეს აღწევ მოსმენით, პატივისცემით, გააზრებით და ,რაც ყველაზე მთავარია, სიყვარულით. სწორედ სიყვარული იგრძნობა ყველაზე მეტად "კანდიდში", სიყვარულმა აიძულა ქალბატონი მარინა დაეარსებინა "კანდიდი" და სიყვარულმა მოიყვანა იგი დღემდე.
სიამოვნებით და სიხარულით ვიხსენებ "კანდიდში" ჩემს სკოლელებთან, კლასელებთან, მასწავლებლებთან და უსაყვარლეს დამრიგებელთან გატარებულ დღეებს, რომლებიც ვიცი, არასდროს დამავიწყდება.
იყო კანდიდელი დიდ ბედნიერებასთან ერთად დიდი პრივილეგიაცაა და პასუხისმგებლობაც. ყველაზე სასიხარულო კი ისაა , რომ შენც შეგიძლია დადო შენი აგური იმ დიდი ოჯახის მშენებლობაში , რომელსაც " კანდიდი " ჰქვია.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)