ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდები 2017
border
რამოდენიმე წელია რაც სკოლა „კანდიდი“-ს მოსწავლეები აქტიურად აბარებენ ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელ კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებს, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო ევროპულ სტანდარტებს. კემბრიჯის გამოცდების ერთ-ერთი დიდი უპირატესობა არის უვადო სერტიფიკატი, რომელიც მთელს მსოფლიოში გამოიყენება კოლეჯში ან უნივერსიტეტში ჩაბარების, კარიერული წინსვლის და სხვა მიზნებისათვის.
კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდები 2017
გამოცდაზე გასვლის მსურველ, მოტივირებულ მოსწავლეებს, სკოლა ყოველწლიურად საშუალებას აძლევს მოემზადონ იმ დიდი წარმატებისათვის , რასაც კემბრიჯის საერთაშორისო სერტიფიკატი ჰქვია.
სკოლაში არსებობს სპეციალური, საერთაშორისო ევროპულ სტანდარტებს მორგებული პროგრამები და სახელმძღვანელოები, რის მიხედვითაც პედაგოგები დამატებითი გაკვეთილების ხარჯზე ამზადებენ აქტიურ მოსწავლეებს გამოცდებზე გასასვლელად.
აღნიშნულ გამოცდებში წარმატება სკოლა „კანდიდი“-ს მოსწავლეებისათვის ტრადიციად იქცა. გამონაკლისი არც 2017 წლის ზაფხულის სეზონი ყოფილა, გამოცდებზე დარეგისტრირებულ საბაზო საფეხურის რვა მოსწავლიდან ყველამ აიღო საერთაშორისო სტანდარტით აღიარებული A2 და B1 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
სკოლა „კანდიდი“ და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს მოსწავლეებს პირველ ნაბიჯებს საერთაშორისო ასპარეზზე , წინსვლას და მორიგ წარმატებებს უსურვებს.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)